მუსიკა
იოსებ სმითის პირველი ლოცვა


14

იოსებ სმითის პირველი ლოცვა

ღირსეულად

1. გაზაფხულის დილა იყო მშვენიერი, საოცარი.

მიძინებული ბუნება იღვიძებდა მომღიმარი.

როცა ტყეში იოსები ღმერთს ევედრებოდა,

როცა ტყეში იოსები ღმერთს ევედრებოდა.

2. ის მუხლებზე დაჩოქილი მხსნელისათვის ლოცულობდა,

როცა ძალამ უხილავმა მას აართვა სასოება.

მაგრამ ძალა მოიკრიბა, ღმერთს შესთხოვა შველა,

მაგრამ ძალა მოიკრიბა, ღმერთს შესთხოვა შველა.

3. უცბად განათდა მიდამო, ზეციდან სხივი ჩამოწვა.

კაცს არ ენახა აქამდე ასეთი ბრწყინვალება.

მამა ღმერთი და იესო მის თვალწინ აღმოჩნდა,

მამა ღმერთი და იესო მის თვალწინ აღმოჩნდა.

4. „არს ჩემი ძე, საყვარელი, უსმინე მას!“ -ხმა გაისმა.

იოსები უმალ მიხვდა, რომ ესმოდა ხმა ღვთისა.

ლოცვაზე პასუხი მიიღო: ღმერთი გამოეცხადა,

ლოცვაზე პასუხი მიიღო: ღმერთი გამოეცხადა.

სიტყვები: ჯორჯ მანვარინგი, 1854–1889 სილვანუს ბილინგს პონდი, 1792–1871;

მუსიკა: ადაპტირებულია ა.ს. სმითის მიერ, 1840–1909.

Joseph Smith—History 1:14–20, 25

James 1:5