მუსიკა
როს სახლში სიყვარული დაისადგურებს


44

როს სახლში სიყვარული დაისადგურებს

ფიცხლად

1. როს სახლში სიყვარული დაისადგურებს,

გარშემო სიმშვიდეა, დარდი არ გქონდეს.

ირგვლივ სიხარულია, სამო ჰანგებია,

ო, რა მშვენიერია, როს სიყვარული

ამქვეყნად განაგებს,

როს სახლში სიყვარული დაისადგურებს.

2. როს სახლში სიყვარული დაისადგურებს,

არვინ არავის აღარ შეიძულებს.

ირგვლივ იფურჩქნებიან ვარდები და ია,

ედემის ბაღია, როს სიყვარული

ამქვეყნად განაგებს,

როს სახლში სიყვარული დაისადგურებს.

3. როს სახლში სიყვარული დაისადგურებს,

ზეცაში ანგელოზნი, ღმერთი ხარობენ,

სიყვარული გვაცოცხლებს, ნაკადული წკრიალებს,

მზის სხივები ციალებს, როს სიყვარული

ამქვეყნად განაგებს,

როს სახლში სიყვარული დაისადგურებს.

სიტყვები და მუსიკა: ჯონ ჰიუ მაკნაუტონი, 1829–1891

Mosiah 4:14–15

Ecclesiastes 9:9