2010-2019
ღვთაება და ხსნის გეგმა
აპრილი 2017 წ.


ღვთაება და ხსნის გეგმა

რადგან გვაქვს ჭეშმარიტება ღვთაებისა და ჩვენი მათთან ურთიერთობების შესახებ, სიცოცხლის აზრზე და მარადიულ დანიშნულებაზე, ჩვენ გვაქვს საბოლოო დანიშნულების გზის რუკა.

I.

ჩვენი რწმენის პირველი სიმბოლოაცხადებს: „ჩვენ გვწამს ღმერთი, მარადიული მამა, მისი ძე, იესო ქრისტე, და სულიწმინდა“. ამით ჩვენ ვუერთდებით სხვა ქრისტიანებს მათი მამაღმერთის, იესო ქრისტესა და სულიწმინდის რწმენაში, მაგრამ რაც ჩვენ გვწამს მათ შესახებ, განსხვავდება სხვების რწენისგან. ჩვენ არ გვწამს, რასაც ქრისტიანული სამყარო უწოდებს წმინდა სამების დოქტრინას. თავის პირველ ხილვაში ჯოზეფ სმითმა იხილა ორი განსხვავებული პიროვნება, ორი არსება, რითიც გაარკვია, რომ იმ დროში უმეტესობისთვის არსებული მრწამსი ღმერთისა და ღვთაების შესახებ იყო მცდარი.

იმის საპირისპიროდ, რომ ღმერთი არის შეუცნობადი და მიუწვდომელი საიდუმლო, არსებობს ჭეშმარიტება, რომ ღმერთის ბუნება და ჩვენი მასთან ურთიერთობა არის შეცნებადი და ჩვენს დოქტრინაში ყოველივეს გასაღები. ბიბლიაში ჩაწერილია იესოს დიადი საშუამავლო ლოცვა, სადაც იგი აცხადებს, რომ „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე -- იესო ქრისტეს.“ (იოანე17:3).

გამოსახულება
წმინდ ბიბლია

ღმერთისა და მისი საქმის შეცნობა დაიწყო მიწიერ ცხოვრებამდე და აქ არ დასრულდება. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა: „გავა არც თუ ისე ცოტა დრო მას შემდეგ, რაც ფარდის მიღმა აღმოჩნდებით, სანამ ისწავლით [ამაღლების ყველა პრინციპს]“. 1 ჩვენ დავამატებთ იმ ცოდნას, რაც წინამიწიერ სულიერ სამყაროში შევიძინეთ. ასე რომ, წინასწარმეტყველმა ესაიამ, თავის მცდელობებში, ასწავლოს ისრაელიელებს ღმერთის ბუნებისა და მისი შვილებთან ურთიერთობების შესახებ, განაცხადა:

„ვის მიამსგავსებთ თქვენ ღმერთს? რა მსგავსებას გაუტოლებთ მას?

„განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ დედამიწის საფუძვლები?“ (ესაია 40:18, 21).

ჩვენ ვიცით, რომ ღვთაების სამი წევრი მკვეთრად განსხვავებული არსებაა. ჩვენ ეს ვიცით დარიგებიდან, რომელიც მიიღო წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა: „მამას აქვს ხორცისა და ძვლისგან შემდგარი სხეული, ისეთივე რეალური, როგორც ადამიანს; ასევე ძეს; მაგრამ სულიწმინდას არ აქვს სხეული, იგი სულია. ასე რომ არ ყოფილიყო, იგი ჩვენში ვერ იარსებებდა“(მოძღვრება და აღთქმები 130:22).

რაც შეეხება მამა ღმერთის უზენაეს პოზიციას ღვთაებაში, ასევე იმ საპატივცემულო როლს, რომელსაც ყოველი მათგანი ასრულებს, წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა აგვიხსნა:

გამოსახულება
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი

„ყოველმა ადამიანმა, ვისაც უნახავს ზეცის გახსნა, იცის, რომ ზეცაში არის სამი არსება, რომელსაც აქვს უფლებამოსილების გასაღები და ერთია მათ შორის, ვინც არის უზენაესი. ...

„... ამ არსებებს ... უწოდებენ: პირველი ღმერთი- შემქმნელი; მეორე ღმერთი - გამომსყიდველი და მესამე ღმერთი - დამმოწმებელი.

„მამაზეციერის მოქმედების სფეროა, იყოს უზენაესი ანუ პრეზიდენტი, იესო - შუამავალი და სულიწმინდა - დამმოწმებელი“. 2

II. გეგმა

ჩვენ ვიცით ჩვენი ურთიერთობების შესახებ ღვთაების წევრებთან ხსნის გეგმიდან.

პასუხები შეკითხვებზე, როგორიცაა „საიდან მოვედი? რატომ ვარ აქ? სად წავალ ამის შემდეგ? მოიპოვება „ხსნის გეგმაში, როგორც მას ეძახიან წმინდა წერილში ანუ „ბედნიერების დიდ გეგმაში“ ან „გამოსყიდვის გეგმაში“ (ალმა 42:5, 8, 11). იესო ქრისტეს სახარება არის ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი.

როგორც ღმერთის სულიერი შვილები, მიწიერ ცხოვრებამდე ჩვენ მოვისურვეთ, რომ ჩვენი დანიშნულების ადგილი მარადიული ცხოვრება ყოფილიყო, მაგრამ განვვითარდით, რამდენადაც შეგვეძლო, ფიზიკური სხეულის, მიწიერი გამოცდილების გარეშე. ამ საშუალების მისაცემად მამაზეციერმა ითავა სამყაროს შექმნა, სადაც ჩვენ, არ გვეხსომებოდა რა ის, რაც იყო დედამიწაზე დაბადებამდე, დავამტკიცებდით ჩვენს სურვილს, დავიცვათ მისი მცნებები, გამოვცადოთ მიწიერი ცხოვრების სირთულეები და გავიზარდოთ მათზე. მაგრამ ამ მიწიერ ცხოვრებაში და ჩვენი პირველი მშობლების დაცემის შედეგად, ჩვენ განვიცდიდით სულიერ სიკვდილს, როცა ღმერთის გარემოცვიდან ვიქნებოდით მოკვეთილნი და განვიცდიდით სულიერ სიკვდილს, გავისვრებოდით ცოდვაში და გავხდებოდით ფიზიკირი სიკვდილის მსხვერპლი. მამაზეცერის გეგმა ითვალისწინებდა ამ ბარიერებს და უზრუნველყო მათი დაძლევის საშუალებები.

III. ღვთაება

ვიცით რა ღმერთის დიადი გეგმის დანიშნულება, ჩვენ ახლა განვიხილავთ ღვთაების სამი წევრის როლს ამ გეგმაში.

დავიწყებთ ბიბლიიდან. თავის მეორე წერილში კორინთელებს პავლე მოციქული, თითქმის მორიდების გარეშე, შენიშვნას ღვთაების შესახებ - მამაღმერთზე, ძეზე და სულიწმინდაზე: „მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება [“თანამეგობრობა?”3] სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან“. (2 კორინთელთა 13:14).

ეს ბიბლიური ამონარიდი წარმოადგენს ღვთაებას და გვიჩვენებს ყოვლად განუსაზღვრელ და მოტივირებულ მამაღმერთის სიყვარულს, იესო ქრისტეს მოწყალესა და მხსნელის მისიას და სულიწმინდის მეგობრობას.

მამაღმერთი

ყველაფერი იწყება მამაღმერთით. ჩვენ შედარებით ცოტა ვიცით მის შესახებ, მაგრამ რაც ვიცით, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გვესმოდეს მისი უზენაესი ადგილი, ჩვენი ურთიერთობა მასთან და მისი მთავარი როლის შესახებ ხსნის გეგმაში, შექმნაში და ყოველივე სხვა მომდევნო მოვლენებში.

როგორც უხუცესმსა ბრიუს რ. მაკკონკიმ დაწერა ცოტა ხნით გარდაცვალებამდე: „სიტყვისს ბოლო, ფინალურ აღქმაში, არის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთი. იგი არის მამა, ყოვლისშემძლე ელოქიმი, უზენაესი არსება, სამყაროს შემქმნელი და მმართველი“. 4 იგი არის ღმერთი, მამა იესო ქრისტესი და ყოველი ჩვენგანისა. პრეზიდენტმა დევიდ ო. მაკკეიმა გვასწავლა, რომ „იესო ქრისტეს მიერ პირველი ფუნდამენტალური ჭეშმარიტება იყო ის, რომ წინ, უკან, ზემოთ და ყველგან არის მამა ღმერთი, დედამიწისა და ზეცის უფალი“. 5

რაც კი ვიცით ღმერთის ბუნების შესახებ, ძირითადად არის ის, რისი სწავლაც შეგვიძლია მისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს სწავლებიდან და მსახურებიდან. როგორც გვასწავლიდა ჯეფრი რ. ჰოლანდი, იესოს მსახურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო, გაუმხილოს მოკვდავებს, „როგორია ჩვენი მამა ზეცაში, ... გაუმხილოს დაგახადოს ჩვენთვის პირადი მისი მამის ჭეშმარიტი ბუნება, ჩვენი ზეციური მამისა.“. 6 ბიბლიაში არსებობს მოციქულთა მოწმობა იმისა, რომ იესო იყო თავისი მამის „ანაბეჭდი“(ებრაელთა 1:3),რაც უბრალოდ ამტკიცებს იესოს სიტყვებს: „ვინც მე მიხილა მან მამაც იხილა“ (იოანე 14:9).

მამა ღმერთი არის ჩვენი სულების მამა. ჩვენ მისი შვილები ვართ. ჩვენ მას ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის. იგი არის ხსნის გეგმის ავტორი და მისი ძალის გამო ეს გეგმა აღწევს თავის მიზანს ღვთის შვილების საბოლოო დიდებისთვის.

ძე

მოკვდავებისთვის ღვთაების ყველაზე აშკარა წევრი არის იესო ქრისტე. 1909 წ. პირველი პრეზიდენტობის მიერ გაკეთებული დოქტრინალური განცხადებით იგი არის „ღვთის შვილთა შორის პირმშო, სულში პირველად შობილი და ხორციელად ერთადერთი“. 7 ძე, ყველას შორის გამორჩეული, არჩეულ იქნა მამის მიერ მისი გეგმის განსახორციელებლად - გამოამჟღავნოს მამის ძალა უთვალავი სამყაროების შექმნაში(იხ. მოსე 1:33) და ღვთის შვილების სიკვდილისგან ხსნაში თავისი აღდგომითა და ცოდვების გამოსყიდვით. ამ „უზენაეს მსხვერპლს“ ეძახიან „ცენტრალურ მოვლენას მთელი კაცობრიობის ისტორიაში“. 8

გამოსახულება
უფალი იესო ქრისტე

ამ უნიკალურ, წმინდა შემთხვევებზე, როცა მამა ღმერთმა პირადად წარმოადგინა თავისი ძე, მან თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე: უსმინეთ მას“. (მარკოზი 9:7; ლუკა 9:35; იხ. ასევე 3 ნეფი11:7; Joseph Smith—History 1:17). ასე რომ, ეს არის იესო ქრისტე, იეღოვა, ისრაელის უფალი ღმერთი, რომელიც ელაპარაკება წინასწარმეტყველებს და გველაპარაკება ჩვენ მათი მეშვეობით. 9 როცა იესო მოევლინა ნეფიელებს აღდგომის შემდეგ, მან წარადგინა თავი, როგორც „მთელი დედამიწის ღმერთმა“.(3 ნეფი 11:14). ამიტომ, იესო ხშირად ელაპარაკება წინასწარმეტყველებს მორმონის წიგნში და უკანასკნელი დღეების წმინდანებს, როგორც „მამა და ძე“ და ეს წოდება ახსნა 100 წლის წინ პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა შთაგონებულმა დოქტრინალურმა წარმოდგენამ.10

სულიწმინდა

ღვთაების მესამე წევრი არის სულიწმინდა, რომელსაც ასევე უწოდებენ სულს, უფლის სულს და ნუგეშისმცემელს. იგი არის ღვთაების წევრი, რომელიც მონაწილეობს პირად გამოცხადებებში. მას, როგორც სულს(იხ. მოძღვრება და აღთქმები 130:22),, შეუძლია იმყოფებოდეს ჩვენში და ასრულებდეს კომუნიკატორის მნიშვნელოვან როლს მამისა და ძის და ღვთის შვილებს შორის დედამიწაზე. წმინდა წერილში ბევრგან გვასწავლიან მისი მისიის შესახებ, რომელიცაა დამოწმება მამასა და ძეზე. (იხ. იოანე 15:26; 3 ნეფი 28:11; მოძღვრება და აღთქმები 42:17). მხსნელი შეგვპირდა, რომ ნუგეშისმცემელი გვასწავლის ყოველივეს, გაგვახსენებს ყველაფერს და წაგვიძღვება ჭეშმარიტებისკენ (იხ. იოანე 14:26; 16:13). ასე რომ, სულიწმინდა გვეხმარება, განვასხვავოთ ჭეშმარიტება და სიცრუისგან, წინ გვიძღვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და გვეხმარება ცხოვრებისეულ სირთულეების დაძლევაში.11 იგი ასევე არის საშუალება, რომლითაც ჩვენ ვიწმინდებით ანუ ვთავისუფლდებით ცოდვისგან. (იხ.2 ნეფი 31:17; 3 ნეფი 27:20; მორონი 6:4).

IV.

როგორ გვეხმარება დღევანდელი სირთულეების გამკლავებაში ამ ზეციურად გამოცხადებული დოქტრინის წვდომა ღვთაებისა და ხსნის გეგმის შესახებ?

რადგან გვაქვს ჭეშმარიტება ღვთაებისა და ჩვენი მათთან ურთიერთობების შესახებ, სიცოცხლის აზრზე და მარადიულ დანიშნულებაზე, ჩვენ გვაქვს საბოლოო დანიშნულების გზის რუკა და ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში მოგზაურობის გარანტია. ჩვენ ვიცით, ვის და რატომ ვცემთ თაყვანს. ჩვენ ვიცით, ვინ ვართ და ვინ შეგვიძლია გავხდეთ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:19). ჩვენ ვიცით, ვის შეუძლია ყოველივე ამის მოხდენა და რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ დავტკბეთ საბოლოო დალოცვებით, რომლებიც მოდის ღვთის ხსნის გეგმიდან. საიდან ვიცით ყოველივე ეს? ღმერთის გამოცხადებიდან წინასწარმეტყველებისთვის და პირადად ყოველი ჩვენგანისთვის.

იმის მისაღწევად, რაც პავლე მოციქულმა აღწერა, როგორც „ქრისტეს სისავსის ასაკის ზომა“(ეფესელთა 4:13)... საჭიროა ცოდნის მიღებაზე გაცილებით უფრო მეტი რამ. ამისთვის ისიც კი არ არის საკმარისი, რომ დარწმუნდე სახარებაში; ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიფიქროთ ისე, რომ მოვიქცეთ სახარებაზე. საერო დაწესებულებებისგან განსხვავებით, რომლებიც გვაძლევენ გარკვეულ ცოდნას, ხსნის გეგმა და იესო ქრისტეს სახარება გვიწვევს, ვიქცეთ გარკვეულ პიროვნებად.

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

როგორც პრეზიდენტმა მონსონმა გვასწავლა ბოლო გენერალურ კონფერენციაზე:

„იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი, არის [ხსნის] გეგმის აუცილებელი ნაწილი. მისი გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე ყველაფერი დაიკარგებოდა. თუმცა საკმარისი არაა, უბრალოდ გწამდეს იგი და მისი მისია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ვიმუშაოთ, ვიკვლევდეთ და ვლოცულობდეთ, ვინანიებდეთ და ვუმჯობესდებოდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ღმერთის კანონები და მათ მიხედვით ვიცხოვროთ. უნდა მივიღოთ მისი ხსნის წეს-ჩვეულებები. მხოლოდ ასე მივიღებთ ჭეშმარიტ, მარადიულ ბედნიერებას. ...

„ჩემი სულის სიღრმიდან და მთელი თავმდაბლობით, - განაცხადა პრეზიდენტმა მონსონმა, ვმოწმობ იმ დიადი ძღვენის შესახებ, რომელიც არის ჩვენი მამაზეციერის გეგმა ჩვენთვის. ეს არის ერთი სრულყოფილი გეზი სიმშვიდისა და ბედნიერებისკენ ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად“. 12

მე ვამატებ ჩემს დამოწმებას ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველისა და პრეზიდენტის დამოწმებას. მე ვმოწმობ, რომ ჩვენ გვყავს საყვარელი ზეციერი მამა, რომელსაც ვუყვარვართ. მე ვმოწმობ, რომ ჩვენ გვყავს სულიწმინდა, რომელიც წინ გვიძღვის და მე ვმოწმობ იესო ქრისტეს შესახებ, ჩვენს მხსნელზე, რომელიც ყოველივე ამას შესაძლებელს ხდის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007). 268.

  2. Teachings: Joseph Smith, 42.

  3. This was a common meaning of communion when that word was chosen by the King James translators (see The Oxford Universal Dictionary, 3rd ed., revised 1955, 352).

  4. Bruce R. McConkie, A New Witness for the Articles of Faith (1985), 51.

  5. David O. McKay, in Conference Report, Oct. 1935, 100.

  6. Jeffrey R. Holland, “The Grandeur of God,” Liahona, Nov. 2003, 70.

  7. First Presidency, “The Origin of Man,” Ensign, Feb. 2002, 26, 29.

  8. See, for example, Russell M. Nelson, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, May 2017, 40; “The Living Christ: The Testimony of the Apostles,” Liahona, Apr. 2000, 2.

  9. See Joseph Fielding Smith, Doctrines of Salvation, comp. Bruce R. McConkie (1954), 1:27.

  10. See First Presidency and Quorum of the Twelve Apostles, “The Father and the Son,” Ensign, Apr. 2002, 13–18.

  11. See Robert D. Hales, “The Holy Ghost,“ Liahona, May 2016, 105–7.

  12. Thomas S. Monson, “The Perfect Path to Happiness,” Liahona, Nov. 2016, 80–81.