2010-2019
ნება მიეცი სულიწმინდას, წინ წაგიძღვეს
აპრილი 2017 წ.


ნება მიეცი სულიწმინდას, წინ წაგიძღვეს

ღვთიური დავალებით, სულიწმინდა შთაგვაგონებს, მოწმობს, გვასწავლის და გვკარნახობს, ვიარუთ უფლის ნათელში.

დებო და ძმებო, მე მინდა, ყოველმა თქვენგანმა შეიცნოს, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩქარდება უფლის სამუშაო პრეზიდენტ თომას ს. მონსონის მეშვეობითა და მისი ამ დილანდელი გზავნილით. პრეზიდენტო მონსონ, გვიყვარხართ, მხარს გიჭერთ და მარად ვლოცულობთ თქვენზე, „ჩვენო საყვარელო წინასწარმეტყველო“. 1

ჩვენ ამ შაბათ-კვირას ვიგრძენით სულის სიუხვე. ხართ აქ, ამ მშვენიერ დარბაზში, თუ გვიყურებთ სახლიდან ან შეიკრიბეთ სამლოცველოებში მსოფლიოს მოშორებულ კუთხეში, თქვენ გქონდათ საშუალება, გეგრძნოთ უფლის სული. ეს სული უმტკიცებს თქვენს გულებსა და გონებას იმ ჭეშმარიტებას, რაც მოისმინეთ ამ კონფერენციაზე.

გაიხსენეთ სიტყვები ნაცნობი ჰიმნიდან:

ნება მიეცი სულიწმინდას, წინ წაგიძღვეს;

გვასწავლოს ჭეშმარიტება.

იგი დაგვიმოწმებს ქრისტეზე,

გაგვინათებს გონებას ზეციური ხედვით. 2

უკანასკნელ დღეთა გამოცხადებიდან ვიცით, რომ ღვთაება შედგება სამი მკვეთრად განსხავებული არსებისგან: მამაზეციერი, მისი ძე, იესო ქრისტე და სული წმინდა. ჩვენ ვიცით, რომ „მამას აქვს ხორცისა და ძვლისაგან შემდგარი სხეული; ასევე ძეს; მაგრამ სულიწინდას არ აქვს ხორცისა და ძვლისგან შემდგარი სხეული, იგი სულია. ასე რომ არ ყოფილიყო, სულიწმინდა ვერ იარსებებდა ჩვენში“. 3

ჩემი დღევანდელი გზავნილი ეძღვნება სულიწმინდის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში. მამაზეციერმა იცოდა, რომ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ აღმოვჩნდებოდით სირთულეების, მწუხარებისა და შფოთვის წინაშე; მან იცოდა, რომ ჩვენ მოგვიწევდა კითხვებთან, გულგატეხილობასთან, ცდუნებასთან და სისუსტესთან გამკლავება. მიწიერი ძალისა და ღვთიური მითითებების მისაცემად მან უზრუნველყო ჩვენთვის სულიწმინდა.

სულიწმინდა გვაკავშირებს უფალთან. თავისი ღვთიური დავალების გამო იგი შთაგვაგონებს, გვიმოწმებს, გვასწავლის და გვკარნახობს, ვიაროთ უფლის სინათლეში. ჩვენ გვაქვს წმინდა ვალდებულება, ამოვიცნოთ მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაში და ვუპასუხოთ მას.

გაიხსენეთ უფლის დაპირება: „გიბოძებთ სულიწმინდას, რომელიც გაგინათებთ გონებას და სულს სიხარულით აგივსებთ“. 4 მე მომწონს ეს რწმუნებულება. სიხარულს, რომელიც გვივსებს სულს, ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, მოაქვს მარადიული ხედვა. ეს სიხარული მოდის სიმშვიდის სახით გულგატეხილობისა და გაჭირვების ჟამს. მას მოაქვს ნუგეში და სიმამაცე, გადმოგვიშლის სახარების ჭეშმარიტებას და განავრცობს ჩვენს სიყვარულს უფლისა და ღმერთის ყოველ შვილზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დალოცვის საჭიროება ძალიან დიდია, სამყარომ მრავალი სხვადასხვა საშუალებებით დაივიწყა და მიატოვა ისინი.

ყოველ კვირას, როცა ვიღებთ წმინდაზიარებას, ჩვენ ვდებთ აღთქმას, „ყოველთვის გვახსოვდეს იგი“, უფალი იესო ქრისტე, და მისი გამომსყიდველი მსხვერპლი. ამ წმინდა აღთქმის დაცვით ჩვენ გვეძლევა დაპირება, რომ „სულიწმინდა ყოველთვის იქნება [ჩვენთან]“.5

როგორ ვაკეთებთ ამას?

პირველ რიგში, ვცდილობთ, ვიცხოვროთ ისე, რომ ღირსნი ვიყოთ სულიწმინდისა.

სულიწმინდა არის მათი თანამგზავრი, ვინც „დღიდან დღემდე არ ივიწყებს უფლის, თავიანთი ღმერთის, ხსენებას“. 6 როგორც უფალმა გვირჩია, ჩვენ უნდა „გადავდოთ ამა ქვეყნიური და ვეძიოთ ის, რაც უკეთესია“, 7 რამეთუ „უფლის სული არ ჩერდება უღირს ტაძრებში“8 ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, დავემორჩილოთ ღმერთის კანონებს, ვისწავლოთ წმინდა წერილი, ვილოცოთ, ვიაროთ ტაძარში და ვიყოთ ერთგულნირწმენის მეცამეტე სიმბოლოს მიმართ: „ვიყოთ პატიოსანნი, მართალნი, სუფთანი, და ვქნათ კარგი ყველას მიმართ.“

მეორე: უნდა გამოვხატოთ სულიწმინდის მიღების ნება.

უფალი დაგვპირდა: „მე გეტყვით გულში და გონებაში, სულიწმინდის მეშვეობით, რომელიც გადმოვა თქვენზე და თქვენს გულში დაისადგურებს“. 9 მე ეს გავიაზრე, როცა ნიუ-ჯერსში, სკოტჩ პლეინსში, ახალგაზრდა მისიონერი ვიყავი. ერთხელ, ივლისის ცხელ დილას, მე და ჩემმა ძმადნაფიცმა შთაგონებით გადავხედეთ ტაძრის მოედნის მოწოდებულ კონტაქტების სიას.. ჩვენ ელვუდ შაფერის სახლის კარზე დავაკაკუნეთ, მაგრამ მან თავაზიანად უკან გაგვაბრუნა.

როცა იგი კარებს კეტავდა, მე ვიგრძენი, რომ უნდა გამეკეებინა რაღაც, რაც არასდროს არც იმ დრომდე და არც მას შემდეგ არ გამიკეთებია! მე კარებში ფეხი ჩავდგი და ვკითხე: „კიდევ ვინმე ხომ არ არის, ვინც დაინტერესდებოდა ჩვენი გზავნილით“? მისმა 16 წლის ქალიშვილმა, მარტიმ, გამოხატა ინტერესი. იგი წინა დღეს მხურვალედ ლოცულობდა მითეთებისთვის. მარტი შეგვხვდა და გარკვეულ დროს მისი დედაც შემოგვიერთდა გაკვეთილებზე. ისინი ორივენი ეკლესიის წევრები გახდნენ.

გამოსახულება
უხუცესი რასბანდი მისიონერის როლში

მარტის ნათლობის შედეგაგ 136 ადამიანი, მართის ოჯახის წევრების ჩათვლით, მოინათლა და დადო სახარების აღთქმა. რაოდენ მადლიერი ვარ, რომ მოვუსმინე სულიწმინდას და ივლისის იმ ცხელ დღეს კარებში ფეხი ჩავდგი. მარტი და მისი ოჯახის წევრები აქ არიან დღეს.

მესამე: ჩვენ უნდა ამოვიცნოთ სულიწმინდა, როცა იგი მოდის.

ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ სულიწმინდა მეტ წილად გვევლინება, როგორც გრძნობა. თქვენ გრძნობთ მას სიტყვებში, რომლებიც თქვენთვის ნაცნობია, აზრიანია და „შთაგაგონებთ“. გაიხსენეთ ნეფიელების პასუხი, როცა უსმენდნენ უფლის ლოცვას მათთვის: „მრავალმა მოისმინა და ჩაიწერა; და მათი გულები ღია იყო და მათ ესმოდათ გულში სიტყვები, რომლებითაც იგი ლოცულობდა“10. მათ გულში იგრძნეს მისი ლოცვის სიტყვები. სულიწმინდის ხმა ჩუმი და ნაზია.

ძველ აღთქმაში ელია კამათობს ბაალის მღვდლებთან. მღვდლები ელოდნენ იმას, რომ ბალის „ხმა“ ჩამოვიდოდა, როგორც ჭექა-ქუხილი და წაუკიდება მათ შესაწირს ცეცხლს. მაგრამ არ იყო ხმა და არ იყო ცეცხლი. 11

მოგვიანებით, ელიამ ილოცა. „აჰა ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე -- მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.

„მიწისძვრის მერე -- ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე -- ოდნავი ჩქამი.“12

თქვენ იცით ეს ხმა?

პრეზიდენტმა მონსონმა გვასწავლა: „ცხოვრების გზაზე სიარულისას, მოდით, ვისწავლოთ სულიწმინდის ენა“. 13 სულიწმინდა ამბობს სიტყვებს, რომლებსაც ვგრძნობთ. ეს გრძნობები ნაზია, რბილად გვიბიძგებს მოქმედებისკენ, რაღაცის კეთებისკენ, თქმისკენ, გარკვეული გზით პასუხისკენ. თუ ჩვენ ღვთის თაყვანისცემას შემთხვევითად ვასრულებთ და ამით კმაყოფილნი ვართ, ამა ქვეყნიური გვიზიდავს და გვიბნევს ყურადღებას, ჩვენ ამით ვიქვეითებთ მგრძნობელობას. ნეფიმ უთხრა ლამანსა და ლამუილს: თქვენ დროდადრო გესმოდათ მისი ხმა; და იგი მოგმართავდათ ჩუმი, ნაზი ხმით, მაგრამ თქვენ ვერ გრძნობდით“. 14

შარშან ივნისში მე დავალებით სამხრეთ ამერიკაში ვიმყოფებოდი, ჩვენ დაძაბული 10 დღიანი გრაფიკი გვქონდა, უნდა გვენახა კოლუმბია, პერუ და ეკვადორი. საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, ათი ათასობით ადამიანმა ზიანი მიიღო, ეკვადორულ ქალაქებში, პორტოვიეჰოში და მანტაში, განადგურდა სახლები და თემები. მე ვიგრძენი, რომ ჩვენი ვიზიტისთვის უნდა დაგვემატებინა იმ წევრთა მონახულება, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ. რადგან გზები დაზიანებული იყო, ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ შეგვეძლო იქ მისვლა, მაგრამ ეს შთაგონება არ მტოვებდა - და შედეგად, ჩვენ დალოცვილნი ვიყავით, მოგვენახულებინა ორივე ქალაქი.

ასეთი მოკლე შეტყობინების გამო მე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი მღვდლობის ხელმძღვანელი დაესწრებოდა უცებ ორგანიზებულ შეხვედრებს. თუმცა, ყოველი პალოს ცენტრში ჩვენ გვხდებოდა ბოლომდე შევსებული რიგები. ზოგი იყო ყველაზე მტკიცე ეკლესიის წევრი რეგიონში, პიონერები, რომლებიც მაგრად ჩაეჭიდნენ ეკლესიას და აგულიანებდნენ სხვებს, შეერთებოდნენ მათ ღვთის მსახურებაში და ეგრძნოთ სულიწმინდა ცხოვრებაში. პირველ რიგში ისხდნენ ისინი, ვინც ამ მიწისძვრის შედეგად საყვარელი ადამიანები დაკარგეს. მე შთაგონება მივიღე, პირველად ცხოვრებაში მიმეცა მოციქულთა დალოცვა ყველა იქ მყოფ წევრთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში წინ ვიდექი, შეგრძნება მქონდა, რომ ხელებით ყოველი ადამიანის თავს ვწვდებოდი და ვგრძნობდი, როგორ გადმოიღვრებოდა უფლის სიტყვა.

გამოსახულება
უხუცესი და და რასბანდი სამხეთ ამერიკაში

ამით არ დამთავრებულა. მე მივიღე შთაგონება, მესაუბრა მათთვის, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა ამერიკის კონტინენტზე ხალხის მონახულების დროს. „მან აიყვანა მათი პატარა ბავშვები ... დალოცა ისინი და ილოცა მამისადმი მათთვის“. 15 ჩვენ ეკვადორში ვიყავით, ვასრულებდით მამაზეციერის საქმეს და იქ მისი შვილები იმყოფებოდნენ.

მეოთხე: ჩვენ უნდა ვიმოქმედოთპირველივე შთაგონებით.

გაიხსენეთ ნეფის სიტყვები: „მე მივყავდი სულიწმინდას და არ ვიცოდი არაფერი წინასწარ იმის შესახებ, რა უნდა მეკეთებინა. მიუხედავად ამისა“, - თქვა მან, წინ მივიწევდი“. 16

ჩვენც ასე უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი პირველ შთაგონებაში. ზოგჯერ ვცდილობთ, ვიპოვოთ რაციონალური ახსნა, ვცდილობთ გავიგოთ, იყო ეს სულიერი კარნახი თუ ჩვენი საკუთარი აზრები. როცა ასე მეორედ, შემდეგ მესამედ ეჭვის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს გრძნობებს, ჩვენ ამით სულიწმინდას ვაკნინებთ; ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ღვთიურ რჩევას. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გვასწავლა: „თუ მოუსმენ პირველ კარნახს, ათიდან ცხრა შემთხვევაში არ შეცდები“. 17

ახლა გაფრთხილება: ნუ ელოდებით ფეიერვერკებს იმის გამო, რომ უპასუხეთ სულიწმინდას. გახსოვდეთ, რომ თქვენ „ჩუმი, ნაზი ხმის“ საქმეს ასრულებთ.

როცა ნიუ-იორკ სითის მისიის პრეზიდენტად ვმსახურობდი, რამდენიმე მისიონერთან ერთად ბრონქსში, რესტორანში ვიმყოფებოდი. შემოვიდა ახალგაზრდა ოჯახი და გვერდით დაგვიჯდა. ისინი სახარების თვალსაზრისით ოქროს მონაპოვარი იყვნენ. მე ვუყურებდი მისიონერებს, რომლებიც მესაუბრებოდნენ და შემდეგ შევნიშნე, რომ ოჯახმა დაამთავრა სადილი და გარეთ გავიდა. შემდეგ ვთქვი: „უხუცესებო, ეს თქვენთვის გაკვეთილია. თქვენ დაინახეთ მშვენიერი ოჯახი რესტორანში. რა უნდა გვექნა“?

ერთ-ერთმა უხუცესმა მალევე მიპასუხა. „მე ვიფიქრე, რომ უნდა ავდგარიყავი და დავლაპარაკებოდი მათ. მე ვიგრძენი ბიძგი, მაგრამ არ ვუპასუხე“.

„უხუცესებო“, - მივმართე მათ. „ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ პირველიკარნახით. ის ბიძგი, რომელც იგრძენი, სულიწმინდა იყო“!

პირველი კარნახი ზეციდან ჩამოსული შთაგონებაა. როცა ვიღებთ მისგან დასტურს ან მოწმობას, უნდა ამოვიცნოთ იგი და არ გამოვტოვოთ. ძალიან ხშირად სულიწმინდა შთაგვაგონებს, მივწვდეთ გაჭირვებულს, ოჯახს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს და მეგობრებს. „ასე რომ ... ნაზი ჩუმი ხმა, რომელიც ჩაგვიჩურჩულებს და ყოველივეში აღწევს“, 18 მიგვითითბს სახარების სწავლების საშუალებებს, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების მოწმობის გაზიარებას, მხარდაჭერისა და მწუხარების შეთავაზებას და ღვთის ერთ-ერთი უძვირფასესი შვილის გადარჩენას.

შეხედეთ ამას ისე, თითქოს იყოთ „სწრაფი რეაგირების“ ბრიგადიდან. უმეტეს თემში სწრაფი რეაგირების ბრიგადები არიან ისინი, ვინც პირველები რეაგირებენ ტრაგედიაზე, უბედურ შემთხვევაზე ან სტიქიაზე. ესენი არიან პოლიციელები, მეხანძრეები, კატასტროფის ბრიგადა. ისინი მოდიან შემთხვევის ადგილას მკვეთრი შუქით და მინდა გითხრათ, ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვართ მათთვის. უფლის გზა ნაკლებად თვალში საცემია, მაგრამ ასევე მოითხოვს სწრაფ რეაგირებას. უფალმა იცის თავისი შვილების საჭიროებები და იცის, ვინ არის მზად დასახმარებლად. თუ ჩვენ უფალს ვეტყვით დილის ლოცვაში, რომ მზად ვართ, მას ჩვენი იმედი ექნება. თუ ჩვენ ვუპასუხებთ მას, იგი კვლავ მოგვიხმობს და ჩვენ გავხდებით, რასაც პრეზიდენტი მონსონი ეძახის, „უფლის დავალების შემსრულებლები“. 19 ჩვენ ვიქნებით სულიერი სწრაფი რეაგირების ბრიგადა, რომელსაც ზეციდან დახმარება მოაქვს.

თუ ყურადღებას მივაქცევთ კარნახებს, ჩვენ გამოცხადების სულში გავიზრდებით და მივიღებთ უფრო მეტ სულიწმინდის მიერ გამოგზავნილ შთაგონებასა და მითეთებებს. უფალმა თქვა: „ენდეთ იმ სულს, რომელსაც სიკეთისკენ მიყავხართ“. 20

მოდით, სერიოზულად აღვიქვათ უფლის შემოძახილი „ვიყოთ კარგ გუნებაზე, რადგან წინ მე გაგიძღვებით“. 21 ჩვენ მას სულიწმინდით მივყავართ წინ. დაე, ვიცხოვროთ ისე, რომ სულიწმინდასთან ახლოს ვიყოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ მის პირველ კარნახზე და ვიცოდეთ, რომ ის ღმერთისგან მოდის. მე ვმოწმობ სულიწმინდის ძალის შესახებ, რომელიც წინ გაგვიძღვება, დაგვიცავს და მარად იქნება ჩვენთან. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.