2010-2019
მორმონის წიგნის ძალა
აპრილი 2017 წ.


მორმონის წიგნის ძალა

თითოეულ თქვენგანს ვევედრები, ყოველდღიურად ლოცვით შეისწავლოთ მორმონის წიგნი და დაფიქრდეთ მასზე.

ძვირფასო დებო და ძმებო, მინდა მთელი სითბოთი მოგესალმოთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ამ დიად გენერალურ კონფერენციაზე. სანამ დავიწყებდი ჩემს ოფიციალურ მიმართვას, მინდა გამოვაცხადო ხუთი ახალი ტაძრის მშენებლობა შემდეგ ადგილებში: ბრაზილია, მანილა, ფილიპინები, კენია, ნაირობი, პოკატელო (აიდაჰო, აშშ) და სარატოგა სპრინგსი, იუტა, აშშ.

ამ დილით მე ვისაუბრებ მორმონის წიგნის ძალის შესახებ და იმ კრიტიკულ საჭიროებაზე, როგორიც გაგვაჩნია, როგორც ამ ეკლესის წევრებს, რათა შევისწავლოთ, დავფიქრდეთ და გამოვიყენოთ მისი სწავლებანი ცხოვრებაში. ვერ გადავამეტებთ მორმონის წიგნის შესახებ მტკიცე, ურყევი დამოწმების მნიშვნელობას.

ჩვენ ვცხოვრობთ დიდი აურზაურისა და ბოროტების ხანაში. რა დაგვიცავს ცოდვისა და ბოროტებისგან, რაც ასე ჭარბობს დღეს სამყაროში? მე ვამტკიცებ, რომ ძლიერი მოწმობა ჩვენს მხსნელზე, იესო ქრისტეზე, და მის სახარებაზე, დაგვეხმარება უსაფრთხო ცხოვრებაში. თუ ყოველდღიურად არ კითხულობთ მორმონის წიგნს, გთხოვთ, წაიკითხოთ. თუ წაიკითხავთ მას ლოცვით და გულწრფელი სურვილით, გაიგოთ ჭეშმარიტება, სულიწმინდა გამოგიცხადებთ მის ჭეშმარიტებას. თუ იგი ჭეშმარიტია - და მე საზეიმოდ ვაცხადებ, რომ იგი არის ჭეშმარიტი - მაშინ ჯოზეფ სმითი იყო წინასწარმეტყველი, რომელმაც იხილა მამაღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე.

რადგან მორმონის წიგნი ჭეშმარიტია, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის უფლის ეკლესია , დედამიწაზე და ღვთის წმინდა მღვდლობა აღდგენილ იქნა მისი შვილების სასარგებლოდ და დასალოცად.

თუ არ გაქვთ მტკიცე დამოწმება ყოველივე ამის შესახებ, გააკეთეთ ის, რაც საჭიროა ამის მოსაპოვებლად. აუცილებელია თქვენთვის, გქონდეთ თქვენი საკუთარი დამოწმება ამ რთულ დროში, რადგან სხვების მოწმობები შორს ვერ წაგიყვანთ. თუმცა, ერთხელ მოპოვებული, მოწმობა მოითხოვს, აცოცხლო იგი და იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს კი შესაძლებელია ღვთის მცნებების მუდმივი დაცვისა და ყოველდღიური ლოცვის და წმინდა წერილის შესწავლით.

ჩემო ძვირფასო თანამშრომლებო უფლის საქმეში, მე გევედრებით, ყოველდღიურად ლოცვით შეისწავლოთ მორმონის წიგნი და დაფიქრდეთ მასზე. ასე რომ მოვიქცევით, ჩვენ შევძლებთ, გავიგოთ სული წმინდის ხმა, წინააღმდეგ გავუწიოთ შიშსა და ეჭვს და მივიღოთ დახმარება ზეციდან ჩვენს ცხოვრებაში. მე ამას ვმოწმობ მთელი გულით იესო ქრისტეს სახელით, ამინ.