2010-2019
ნუ იყურებით ირგვლივ, აიხედეთ ზემოთ
აპრილი 2017 წ.


ნუ იყურებით ირგვლივ, აიხედეთ ზემოთ!

ჩვენი მიზანია - მოვიწვიოთ ქრისტესთან სხვები და ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, თუ იესო ქრისტეს ვუცქერთ.

ჩემი მიზანია - „მოვიწვიო სხვები ქრისტესთან“. 1 ეს ასევე თქვენი მიზანიც არის. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამ მიზანს, თუ ქრისტეს პატივისცემით მივეპყრობით.

გამოსახულება
უხუცესი ჩოის ოჯახი

მე მშობლებთან ერთად მოვინათლე 16 წლის ასაკში. ჩემი უმცროსი ძმა, კუინგ-ჰუანი, რომელიც 14 წლის იყო, ბიძაჩემის, იანგ ჯიკ ლის, მეშვეობით გახდა ეკლესიის წევრი და ჩვენც მიგვიწვია. ჩვენი ოჯახის 10 წევრი სხვადასხვა ეკლესიას ეკუთვნოდა, ასე რომ ძალიან გვიხაროდა ჭეშმარიტების პოვნა და ნათლობის შემდეგ გვსურდა, სხვებისთვის გაგვეზიარებინა იესო ქრისტეს სახარებაში ნაპოვნი ბედნიერება.

გამოსახულება
უხუცეს ჩოის ოჯახი სხვებთან ერთად

ჩვენ შორის მამაჩემი ყველაზე მონდომებული იყო, ესწავლა და გაეზიარებინა ჭეშმარიტება. იგი დილით ადრე იღვიძებდა, რათა ყოველ დღე ორი საათი მაინც დაეთმო წმინდა წერილის შესწავლისთვის. სამსახურის შემდეგ იგი მისიონერებთან ერთად დადიოდა ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების, მეზობლებისა და სხვების მოსანახულებლად. ჩვენი ნათლობიდან შვიდი თვის შემდეგ ჩვენი ოჯახიდან და ნათესავებიდან 23 ადამიანი გახდა ეკლესიის წევრი. ამას მოჰყვა საოცრება - მომდევნო წელს 130 ადამიანი მოინათლა მამაჩემის მისიონერული სამუშაოს შედეგად.

გამოსახულება
მისიონერული სამუშაოს დასაწყისი
გამოსახულება
გაფართოვებული მისიონერული სამუშაო

მისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ოჯახური ისტორია და მან მოიძია ჩვენი წინაპრების რვა თაობა. იმ დროიდან, ჩვენი ოჯახური მოქცევის შედეგი დაიწყო ჩემი 14 წლის ძმით და სხვადასხვა უთვლავი გზით გაგრძელდა არა მხოლოდ ცოცხალთა, ასევე გარდაცვლილთა შორის. ჩვენი ოჯახური ხე ახლა 32 თაობას მოიცავს და ამას საფუძვლად უდევს მამაჩემისა და სხვების მიერ დაწყებული სამუშაოთი..მრავალ თაობისთვის სატაძრო სამუშაოს ვასრულებთ??. დღევანდელ დღეს გაოცებული და უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან წინაპრებს და შთამომავლებს ვაკავშირებ ერთმანეთთან.

გამოსახულება
გაფართოებული ოჯახური ისტორია

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ ჩაიწერა მსგავსი რამ ოჰაიოს კოლამბუსის ტაძარში:

„ტაძარში ვიჯექი და ვფიქრობდი [ჩემი დიდი პაპის, პაპისა და მამის] ცხოვრებაზე. გავხედე ჩემს ქალიშვილს, მის ქალიშვილს, ... და მის შვილებს, ჩემს შვილთაშვილებს. უცებ გავიაზრე, რომ ამ შვიდ თაობას შორის ვიდექი - სამი ჩემზე წინ იყო და სამი ჩემს შემდეგ.

„იმ წმინდა საღმრთო სახლში ჩემს გონებაში გაიელვა უზარმაზარმა ვალდებულების გრძნობამ, რომ ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მივიღე ჩემი წინამორბედებისგან, უნდა გადავცე ჩემს მომავალ თაობებს“. 2

გამოსახულება
ჩვენს თაობათა შორის

ჩვენ ყველანი მარადიული ოჯახის შუაგულში ვიმყოფებით. ჩვენი როლი შეიძლება გახდეს შემობრუნების წერტილი, საიდანაც მნიშვნელოვანი პოზიტიური ან ნეგატიური ცვლილებები შესაძლოა მოხდეს. პრეზიდენტი ჰინკლი აგრძელებს: „არასდროს არ მისცეთ საკუთარ თავს იმის ნება, რომ თქვენი თაობების ჯაჭვში სუსტ რგოლად იქცეთ“. 3 თქვენი სახარების ერთგულება გააძლიერებს თქვენს ოჯახს. რა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მარადიული ოჯახის ჯაჭვში ვიყოთ ძლიერი რგოლი?

ერთხელ, ჩემი ნათლობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გავიგე, რომ ზოგიერთი წევრი ერთმანეთს აკრიტიკებდა ეკლესიაში. მე ძალიან გავნაწყენდი. სახლში მივედი და მამას ვუთხარი, რომ ალბათ აღარ მივიდოდი ეკლესიაში. ძნელი იყო, გენახა წევრები, რომლებიც ასე აკრიტიკებდნენ ერთმანეთს. მამამ მომისმინა და შემდეგ მასწავლა, რომ სახარება აღდგენილ იქნა და იგი სრულყოფილია, მაგრამ წევრები ჯერ არა, არც თვითონ და არც მე. მან მტკიცედ მითხრა: „არ დაკარგო რწმენა შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების გამო, დაამყარე ძლიერი ურთიერთობანი იესო ქრისტესთან. ნუ იყურები ირგვლივ, აიხედე ზემოთ“!

ახედე იესო ქრისტეს - მამაჩემის ბრძნული რჩევაა, რომელიც ყოველთვის, როცა კი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდები, აძლიერებს ჩემს რწმენას. მან მასწავლა, როგორ გამოვიყენო ქრისტეს სწავლებანი და ეს ჩანს მის სიტყვებში: „ყოველ აზრში მე მიყურე; არ გქონდეს არც ეჭვი და არც შიში“. 4

გამოსახულება
მისიონერები სიეტლის ვაშინგტონის ტაძარში

როცა ვაშინგტონის სიეტლის მისიას ვთავმჯდომაროებდი, იქ ხშირად წვიმდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა მისიონერებმა მიიღეს მითითებები, წვიმაშიც იქადაგონ. მე ვეუბნებოდი ხოლმე მათ: „გადით წვიმაში, ახედეთ ცას, გააღეთ პირი და ყლაპეთ წვიმა! როცა ზემოთ აიხედებით, ძალა მოგეცემათ იმისთვის, რომ ყოველივე შიშის გარეშე პირი გააღოთ ნებისმიერ ადამიანთან“. მათთვის ეს იყო სიმბოლური გაკვეთილი, აეხედათ ზემოთ, როცა მისიის შემდეგაც კი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. გთხოვთ, ნუ იზამთ ამას გაბინძურებულ უბნებში.

ჯერ კიდევ სიეტლის მისიაში ვმსახურობდი, როცა უფროსმა ვაჟმა, სანბიმმა, დამირეკა. იგი პიანისტია და მითხრა, რომ მოიგო საერთაშორისო შეჯიბრი და მიეცა უპირატესობა, დაეკრა ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში. ჩვენ ისე გვიხაროდა ეს ამბავი! თუმცა, იმ საღამოს, როცა ჩემი მეუღლე მადლიერებით ლოცულობდა, იცოდა რა, რომ ვერ ვიქნებოდით შვილის კონცერტზე, უთხრა მამაზეციერს დაახლოებით ასეთი რამ: „მამაზეციერო, მადლიერი ვარ იმ კურთხევისთვის, რომელიც სანბიმს უბოძე. ძალიან ვწუხვარ, რომ იქ ვერ ვიქნები. წავიდოდი, თუ ამ დალოცვას უბოძებდი მისიის წინ ან დასრულების შემდეგ. არ ვწუწუნებ, თუმცა ცოტა სინანულის გრძნობა მაქვს“.

როგორც კი მან ლოცვა დაასრულა, აშკარად გაიგო ხმა: „რადგან შენ ვერ მიდიხარ, იმიტომაც მიეცა შენს შვილს ეს უპირატესობა. გაუცვლი ამ შესაძლებლობას?“

ჩემი მეუღლე გაკვირვებული იყო. მან იცოდა, რომ შვილები დალოცვილნი იქნებოდნენ მათი მშობლების ერთგული სამუშოსთვის უფლის სასუფეველში, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ასე ნათლად გაიაზრა თავისი როლი. მან მაშინვე უპასუხა უფალს: „არა, არა, არაუშავს, რომ ვერ მივდივარ. დატკბეს ამ პატივით“.

ძვირფასო დებო და ძმებო, არ არის ადვილი ჩვენთვის, ამოვიცნოთ მამაზეციერის სიყვარული, როცა ირგვლივ მიწიერი თვალებით ვიყურებით, რადგან ვხედავთ უხერხულობას, დანაკარგს, ტვირთს ან მარტოობას. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვიხილოთ დალოცვები, თუკი ზემოთ ავიხედებით. უფალმა გაგვიმხილა: „როცა ღმერთისგან ნებისმიერ დალოცვას ვიღებთ, ეს ხდება ჩვენი იმ კანონისადმი მორჩილების გამო, რომელზედ ეს დალოცვაა დაპირებული“. 5 ყოველმა მათგანმა კი, ვინც ჩაერთეთ ღმერთის ნებისმიერ მსახურებაში, იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მყარი კავშირი ძლიერი დალოცვებისთვის, იმ თაობებისთვის, რომლებიც თქვენზე წინ იყო და რომლებიც თქვენ შემდეგ იქნება.

დღეს მადლიერებით ავღნიშნავ, რომ ჩემი ოჯახის უამრავი წევრი ერთგულია ამ აღთქმის გზაზე და ვწუხვარ, რომ წარმოვიდგენ ცარიელ სკამებს ჩვენს გვერდით. უხუცესმა მ. რასელ ბალარდმა თქვა: „თუ აირჩევთ, გახდეთ არააქტიურები ან საერთოდ დატოვოთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია, სად წახვალთ? რას იზამთ? გადაწყვეტილება, არ იაროთ ეკლესიის წევრებთან და უფლის რჩეულ ხელმძღვანელებთან ერთად მოახდენს ისეთ ხანგრძლივ გავლენას, რის დანახვასაც ახლა ვერ შეძლებთ“. 6 პრეზიდენტი თომას ს. მონსონი გვაგულიანებს: „დაე, ყოველთვის ავირჩიოთ რთული მართალი ვიდრე მარტივი მცდარი“. 7

არასდროს არ არის გვიანი, ახედო ქრისტეს. მისი ხელები ყოველთვის გაშლილია შენთვის. ჩვენამდე და ჩვენს შემდეგ თაობები დამოკიდებულნი არიან ჩვენზე ქრისტესკენ სავალ გზაზე, რათა ჩვენ ვიყოთ ღმერთის მარადიული ოჯახი.

როცა პალოს პრეზიდენტის მოწოდებიდან გამანთავისუფლეს, ჩემი შვილები ძალიან გახარებულნი იყვნენ, რომ მეტ დროს გაატარებდნენ ჩემთან. სამი კვირის შემდეგ მომიწოდეს სამოცდაათიანელთა პოზიციაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ არ გაუხარდებოდათ, მაგრამ ჩემმა უმცროსმა ვაჟმა ასეთი თავმდაბალი პასუხი გამცა: „მამა, ნუ წუხარ. ჩვენ მარადიული ოჯახი ვართ“. რა უბრალო და ცხადი ჭეშმარიტება იყო ეს! მე ცოტათი განვიცდიდი, რადგან თავიდან მხოლოდ ამ მიწიერ ცხოვრებაში ვიყურებოდი აქეთ-იქით, მაგრამ ჩემი ვაჟი ისეთი ბედნიერი იყო, რადგან აქეთ-იქით კი არა, ზემოთ, მარადისობას და უფლის მიზანს მიაპყრო მზერა.

ყოველთვის არ არის ადვილი, ზემოთ იყურებოდე, როცა შენი მშობლები სახარებას უპირისპირდებიან, როცა ეკლესიის პატარა დანაყოფის წევრი ხარ, როცა შენი მეუღლე არაა წევრი, როცა ჯერ კიდევ მარტო ხარ, თუმცა ძალიან ეცადე, დაოჯახებულიყავი, როცა შვილმა სწორ გზას გადაუხვია, როცა აღმოჩნდა, რომ ხარ მარტოხელა მშობელი, როცა ფიზიკური ან ემოციური პრობლემები გაკვს, ან როცა სტიქიის მსხვერპლი ხარ და ა.შ. ასეთ მძიმე მომენტებში ჩაეჭიდეთ რწმენას. ახედეთ ქრისტეს ძალას, წონასწორობისა და განკურნებისთვის. იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალის მეშვეობით „ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ მოგვარდება“. 8

მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე, რომ იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. როცა მივყვებით ჩვენს ცოცხალ წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ თომას ს. მონსონს, ჩვენ იესო ქრისტეს ვუყურებთ. როცა ვლოცულობთ და ყოველდღიურად ვსწავლობთ წმინდა წერილს, ყოველ კვირას გულწრფელად ვიღებთ ზიარებას, ჩვენ ვიღებთ ძალას, ყოველთვის ვუყუროთ მას. მე ძალიან ბედნიერი ვარ ეკლესიაში ჩემი წევრობით და რომ ვარ მარადიული ოჯახის წევრი. მიყვარს დიადი სახარების გაზიარება სხვებისვის. ჩვენი მიზანია - მოვიწვიოთ ქრისტესთან სხვები და ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, თუ იესო ქრისტეს ვუცქერთ. მე მორჩილად ვმოწმობ ყოველივე ამაზე იესო ქრისტეს სახელით, ამინ.