2010-2019
გაფრთხილების ხმა
აპრილი 2017 წ.


გაფრთხილების ხმა

თუმცა გაფრთხილების ვალდებულება განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობოდა წინასწარმეტყველთა მიერ, ამ ვალდებულებას მრავალი სხვაც იზიარებს.

წინასწარმეტყველი ეზეკიელი დაიბადა 20 წლით იმაზე ადრე, ვიდრე ლეჰი და მისი ოჯახი დატოვებდნენ იერუსალიმს. 597 წ. ძვ. წ. 25 წლის ასაკში, ეზეკიელი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ნაბუქოდონოსორის მიერ ტყვეთ იქნა წაიყვანილი ბაბილონში და რამდენადაც ვიცით, მთელი დარჩენილი ცხოვრება იქ გაატარა. 1 იგი აარონის მღვდლობის შტოს მიეკუთვნებოდა, 30 წლის ასაკში კი წინასაწარმეტყველი გახდა. 2

ეზეკიელის უფლებამოსილების მინიჭებისას იეღოვამ გამოიყენა მეტაფორა და შეადარა იგი გუშაგს.

„და დაინახავს [გუშაგი] მახვილს, აღმართულს ამ ქვეყანაზე, ჩაჰბერავს საყვირს და გააფრთხილებს იმ ერს;

„და მომსმენი მოისმენს საყვირის ხმას, მაგრამ არ გაფრთხილდება; მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება“. 3

მეორე მხრიდან, „გუშაგი კი, თუ დაინახავს მომავალ მახვილს და არ ჩაჰბერავს საყვირს და ხალხი არ გაფრთხილდება; მაშინ მოვა მახვილი და წაართმევს მათ სულს, ... მის სისხლს კი გუშაგის ხელიდან მოვიკითხავ“. 4

შემდეგ, პირდაპირ ეზეკიელს მიმართავს იეღოვა და აცხადებს: „ შენ კი ძეო კაცისავ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე; და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან“. 5 გაფრთხილებაში იგულისხმებოდა ცოდვაზე უარის თქმა.

„როდესაც ვეუბნები ბოროტისმომქმედს, ‘ბოროტმომქმედო, მოკვდები; და შენ არ დაელაპარაკები მას გასაფრთხილებლად მისი გზის გამო, ის ბოროტმომქმედი თავის ურჯულოებაში მოკვდება; მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ.

„მაგრამ, თუ გააფრთხილე ბოროტმომქმედი მისი გზის გამო, რომ მოქცეულიყო მისგან, მაგრამ არ მოიქცა თავისი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. ...

„და როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: ‘მოკვდები“! და ის მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალსა და სიმართლეს; ...

„ყველა მისი ცოდვა, რომელიც შესცოდა, აღარ გაეხსენება მას. სამართალსა და სიმართლეს იქმს; სიცოცხლით იცოცხლებს“. 6

საინტერესოა, რომ იგივე გაფრთხილებაა მართალთათვის. „როცა ვეუბნები მართალს: ‘იცოცხლებ’ და მას იმედი აქვს თავისი სიმართლისა და იქმს უსამართლობას, მისი სამართალი სულ არ გაიხსენება და მის უსამართლობაში, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება“. 7

ღმერთი, როცა ევედრება თავის შვილებს, ეუბნება იეზეკიელს: „უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ მე’,- სიტყვა უფალი ღმერთისა, - არ მსურს მე ბოროტმომქმედის სიკვდილი, არამედ ბოროტმომქმედის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და რატომღა მოკვდებით, ისრაელის სახლო“? 8

მამაზეციერს და ჩვენს მხსნელს სურთ ჩვენი ბედნიერება და არა დასჯა, ამიტომაც გვევედრებიან, მოვინანიოთ, რამეთუ კარგად იციან, რომ „ბოროტმოქმედება არასდროს არ იყო [და არ იქნება] ბედნიერება“. 9 ასე რომ, ეზეკიელი და ყველა მისი წინამორბედი წინასწარმეტყველი სავსე გულიდან წარმოთქვამენ ღვთის სიტყვას, აფრთხილებდნენ ყველას, უარი თქვან სატანაზე, რომელიც მათი სულების მტერია და „აირჩიონ თავისუფლება და მარადიული ცხოვრება ადამიანთა დიადი შუამავლის მეშვეობით“. 10

თუმცა გაფრთხილების ვალდებულება განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობოდა წინასწარმეტყველთა მიერ, ამ ვალდებულებას მრავალი სხვაც იზიარებს. „ყოველი ადამიანი, რომელიც გააფრთხილეს, ვალდებულია გააფრთხილოს თავისი მოყვასი“. 11 ჩვენ, რომლებმაც მივიღეთ ბედნიერების დიადი გეგმის ცოდნა და მისი განხორციელებისთვის საჭირო მცნებები, უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, გავუზიაროთ ეს ცოდბა, რადგან ამით იცვლება ყველაფერი ცხოვრებაში, ამ ქვეყნადაც და მარადისობაშიც. და თუ ვიკითხავთ“ „ვინაა ჩემი მოყვასი, რომელიც უნდა გავაფრთხილო“? რა თქმა უნდა, პასუხი მოიძებნება იგავში, რომელიც იწყება ასე:“ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, [და ა.შ.]“. 12

იგავი კეთილ სამარიელზე ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, გაგვახსენდება, რომ შეკითხვა „ვინაა ჩემი მოყვასი“ უკავშირდება ორ დიდ მცნებას: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ 13 ის, რის გამოც აღიმაღლეს ხმა, არის სიყვარული, ღმერთისა და მოყვასის სიყვარული. გაფრთხილება მოდის სიყვარულისგან. უფალი გვმოძღვრავს, რომ იგი უნდა მოხდეს „რბილად და თავმდაბლად“, 14 ასევე „დარწმუნებით, მოთმინებით, რბილად ... და გულწრფელი სიყვარულით“. 15 იგი შეიძლება იყოს სასწრაფო, როცა, მაგალითად, ბავშვს ვაფრთხილებთ, არ ჩაყოს ხელი ცეცხლში. იგი უნდა იყოს გასაგები და ზოგჯერ მკაფიო. ხანდახან გაფრთხილებამ შეიძლება მიიღოს განკიცხვის ფორმა, „თუკი სულიწმინდა გვიბიძგებს ამისკენ“, 16 მაგრამ იგი ყოველთვის სიყვარულიდან აღმოცენდება. მაგალითად, სიყვარული, რომელიც ამოძრავებს ჩვენს მისიონერებს, იმსახურონ და გაიღონ მსხვერპლი.

რა თქმა უნდა,სიყვარული აიძულებს მშობლებს, გააფრთხილონ თავიანთი უახლოესი „მოყვასი“, საკუთარი შვილები. ეს ნიშნავს მათთვის სახარების ჭეშმარიტების სწავლებებსა და მათ დამოწმებას. ეს ნიშნავს შვილებისთვის ქრისტეს მოძღვრების სწავლებას: რწმენას, მონანიებას, ნათლობასა და სულიწმინდის ძღვენს.17უფალი ახსენებს მშობლებს: „გიბრძანეთ, აღზარდოთ შვილები სინათლესა და ჭეშმარიტებაში“. 18

მშობლის გაფრთხილების მოვალეობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია არა მხოლოდ დაუხატონ შვილებს ცოდვის დამანგრეველი შედეგი, არამედ ასევე მცნებების დამორჩლებისგან მომავალი სიხარული. გაიხსენეთ ენოსი, რამ მიიყვანა იგი ღმერთთან, მიაღებინა ცოდვების მიტევება და მოაქცია იგი:

აჰა, წავედი ტყეში სანადიროდ; და სიტყვები, რომლებიც ხშირად მესმოდა მამაჩემისგან მარადიული ცხოვრების შესახებ და წმინდანთა სიყვარულზე, ღრმად ჩამწვდა გულში.

„და სულს მოსწყურდა; და დავიჩოქე შემქმნელის წინაშე და შევღაღადე მას ძლიერი ლოცვითა და ვედრებით.“ 19

მისი შეუდარებელი სიყვარულისა და სურვილის გამო, ყველა იყოს ბედნიერი, იესო არ ყოყმანობდა გაფრთხილების გამო. თავისი მსახურების დასაწყისიდანვე იგი ქადაგებდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“. 20 რადგან მან იცის, რომ ნებისმიერი ბილიკით ცაში ვერ მივალთ, მან გვიბრძანა:

„შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე:

„ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. 21

იგი დროს უთმობდა ცოდვილებს, ამბობდა რა: „მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ“. 22

მწიგნობრებთან, ფარისეველთა და სადუკეველთა მიმართებაში, იესო შეუპოვრად აკრიტიკებდა მათ თვალთმაქცობას. მისი გაფრთხილებანი და ბრძნებები პირდაპირი იყო: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში - განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ“. 23 რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დაადანაშაულებს მხსნელს იმაში, რომ მას არ უყვარდა ის მწიგნობრები ან ფარისევლები - ბოლოს და ბოლოს იგი დაიტანჯა და გარდაიცვალა მათ გადასარჩენადაც. მაგრამ რადგან ისინი უყვარდა, ვერ დაუშვებდა, რომ ცოდვებს სჩადიოდნენ და მას მათთვის ეს არ ეთქვა. . ერთმა ადამიანმა შენიშნა: “იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს ეკეთებინათ ის, რასაც თავად აკეთებდა - ყველასთან ყოფილიყო მეგობრული, თუმცა ესწავლებინა ცოდვის შესახებ, რადგამ სიყვარული მოითხოვს ადამიანების გაფრთხილებას იმის შესახებ, რაც ზიანს მიაყენებს მათ“.24

ზოგჯერ ისინი, ვინც აღიმაღლებენ გაფრთხილების ხმას, აღიქმებიან როგორც კრიტიკოსები. პარადოქსია, მაგრამ ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება შედარებითია და მორალური სტანდარტები პირადულია, ხშირად არიან ისინი, რომლებიც ყველაზე მკაცრად აკრიტიკებენ მათ, ვინც არ იღებს „სწორი აზროვნების“ ამჟამინდელ ნორმას. ერთმა მწერალმა ამას „სირცხვილის კულტურა“ დაარქვა.

„დამნაშავეობის კულტურაში თქვენ არჩევთ ავსა და კარგს ნამუსის მიხედვით. სირცხვილის კულტურაში კი თქვენ ხართ კარგი ან ცუდი ადამიანი იმის მიხედვით, რას იტყვიან თქვენზე, განგადიდებთ ეს თუ განგდევნით მათ რიგებიდან. ...[იმავე კულტურაში] მორალური ცხოვრება ეწყობა არა სწორისა და მცდარის პრინციპებზე, არამედ იმაზე, რას იღებენ თუ არ იღებენ სხვები.

„... ყველანი მორალურ სისტემაში სულ დაუცველად გრძნობენ თავს, რადგან იქ ყველაფერი აწყობილია მიღებაზე და გაძევებაზე. არ არსებობს მარადიული სტანდარტები, უბრალოდ ბრბოს ცვალებადი აზრი. ეს არის ზედმეტი მგრძნობადობის, რეაგირებისა და ხშირად მორალური პანიკის კულტურა, რომლის დროსაც ყველანი იძულებულნი არიან, აჰყვნენ მას. ...

„ დამნაშავეობის კულტურა შეიძლება იყოს უხეში, მაგრამ სულ მცირე, შეგიძლიათ გძულდეთ ცოდვა და მაინც გიყვარდეთ ცოდვილი. სირცხვილის თანამედროვე კულტურა ვითომ აფასებს ინკლუზიას და ტოლერანტობას, მაგრამ შეიძლება იყოს უცნაურად დაუნდობელი მათ მიმართ, ვინც არ ეთანხმება ან არ ერგება მას“. 25

ამის საპირისპიროა „მხსნელის კლდე“, 26 სამართალისა და სათნოების მყარი, მუდმივი საძირკველი. რაოდენ უკეთესია, იქონიო ღვთის უცვლელი კანონი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი საბოლოო დანიშნულება და არა ვიყოთ არაპროგნოზირებადი წესებისა და სოციალური მედიის რისხვის მძევალი. რაოდენ უკეთესია იცოდე ჭეშმარიტება და არ იყო მათ შორს, ვისაც „არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი“. 27 რაოდენ უკეთესია მოინანიო და გაიზარდო სახარების სტანდარტებამდე, ვიდრე იქცეოდე ისე, თითქოს არ არსებობს სწორი და მცდარი და სუსტდებოდე ცოდვისა და სინანულის გამო.

უფალმა განაცხადა: „გაფრთხილების ხმა მიაღწევს ყოველ ადამიანს ჩემი მოწაფეების პირით, რომელნიც ავირჩიე ამ უკანასკნელ დღეებში“. 28 როგორც გუშაგები და მოწაფეები, ჩვენ ვერ დავიკავებთ ნეიტრალურ პოზიციას ამ „უფრო აღმატებული გზის“ შესახებ“.29 ეზეკიელის მსგავსად, ჩვენ ვერ ვხედავთ მახვილს და ვერ „ჩავბერავთ საყვირს“. 30 ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვაკაკუნოთ მეზობლის კარზე ან დავდგეთ მოედანზე და ვყვიროდეთ: „მოინანიეთ“! ჭეშმარიტად, როცა უფიქრდებით ამას ვხვდებით, რომ აღდგენილ სახარებაში მოიპოვება ის, რაც ადამიანებს სურთ გულის სიღრმეში. ასე რომ, გაფრთხილების ხმა არა მხოლოდ თავაზიანი, არამედ, მეფსალმუნის ენით რომ ვთქვათ, „სახალისო ხმაურია“.31

გაზეთ Deseret News („დეზერეთ ნიუს“) რედაქტორს, ჰოლ ბოიდს, მოჰყავს მაგალითი იმისა, რა დათვურ სამსახურს უწევს სხვებს დუმილი. მან შენიშნა, რომ იმ დროს, როცა ქორწინების იდეა ჯერ კიდევ „ინტელექტუალური დებატების“ საქმეა ამერიკის ელიტალურ წრეში, თავად ქორწინება, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ არის დებატების საკითხი. „ელიტა ქორწინდება და რჩება შეუღლებული და ყველაფერს აკეთებს, რომ მათი შვილები სტაბილური ქორწინების კურთხევებს იღებდნენ. ... თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ისინი არ ქადაგებენ იმას, რასაც პრაქტიკაში იყენებენ“. მათ არ სურთ „თავზე მოახვიონ“ მათ, ვისაც შეუძლიათ თავიანთი მორალური ხელმძღვანელობის გამოყენება, მაგრამ იქნებ „დროა, ... განათლებული და ძლიერი ოჯახების მქონე პირები შეეშვან ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნას და დაიწყონ იმის ქადაგება, რასაც პრაქტიკაში იყენებენ ოჯახებთან და დედ-მამობასთან დაკავშირებით, რათა დაეხმარონ ამერიკელ მეგობრებს მიიღონ ეს მიდგომა.”32

ჩვენ გვწამს, რომ ზუსტად თქვენ, მოზარდო თაობავ, ახალგაზრდებო და ზრდასრულო ადამიანებო, რომლებსაც უფალი თავის საქმეში წარმატების მიღწევაში ეყრდნობა, მხარს დაუჭერს სახარების სწავლებებს და ეკლესიის სტანდარტებს როგორც საზოგადოებაში, ასევე ინდივიდუალურად.ნუ მიატოვებთ მათ, ვინც იღებს ჭეშმარიტებას, რათა არ იფართხალონ და არ ჩაიძირონ უცოდინარებაში. არ დაუთმოთ ტოლერანტობას ან შიშის ცრუ შეხედულებებს, გეშინოდეთ უხერხულობის, დაუკმაყოფილებლობის და ტანჯვისაც კი. გახსოვდეთ მხსნელის დაპირება:

„ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყველანაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემ გამო.

„იხარეთ და იმხიარულეთ: ვინაიდან დიდია ათქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ“. 33

და ბოლოს, ყველანი პასუხისმგებელნი ვართ ღმერთის წინაშე ჩვენი არჩევანისა და ცხოვრების წესის გამო. მხსნელმა განაცხადა: „მამამ გამომგზავნა, რათა აღმართულ ვიყავი ჯვარზე; და ამის შემდეგ აღმმართეს ჯვარზე, რათა შემეძლო ადამიანების მოყვანა ჩემთან, რომ ისე, როგორც მე აღმმართეს ადამიანებმა, ისე აღემართა მამას ისინი, რათა წარსდგნენ ჩემ წინაშე და განიკითხონ მათი საქმეებისამებრ, იყო ისინი ავი თუ კარგი“. 34

უფლის უზენაესობის აღიარებით, მე გევედრებით ალმას სიტყვებით:

„ახლა, ძმებო, [და დებო] გულით მსურს, დიახ, დიდი მონდომებით, ტკივილამდეც კი, რომ ... მიატოვოთ ცოდვები და არ გადადოთ თქვენი მონანიების დღე;

„თავი დაიმდაბლეთ უფლის წინაშე და შეჰღაღადეთ მის წმინდა სახელს. მარად ილოცეთ და იფხიზლეთ, რათა არ გაცდუნონ იმაზე მეტად, რისი ატანაც შეგიძლიათ და სული წმინდა იყოს თქვენი გზამკვლევი. ... ;

„გქონდეთ უფლის რწმენა; იქონიეთ იმედი, რომ მიიღებთ მარადიულ ცხოვრებას; ყოველთვის იქონიეთ გულში ღმერთის სიყვარული, რათა უკანასკნელ დღეს წაყვანილ იქნეთ მის სასუფელელში“. 35

დაე, თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს, დავითთან ერთად, უფლისთვის თქმა: “შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის. შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა”.36 იესო ქრისტეს სახელით, ამინ!