2010-2019
იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა
აპრილი 2017 წ.


იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა

ყოველთვის, როცა გეჩვენებათ, რომ ვინმე რაიმე რთულის გაკეთებას გთხოვთ, იფიქრეთ უფალზე, რომელიც დაგაკვირდათ, შეუყვარდით და გთხოვათ, მიჰყვეთ მას.

რამდენიმე წლის წინ მე მეუღლე ჯეკისთან ერთად, მომიწვიეს თავმჯდომარედ ვაშინგტონში, სპოკანის მისიაში. ჩვენ ჩამოვედით მისიაში შიშისა და მღელვარების შერეული გრძნობით: ჩვენ გვევალებოდა ამდენ შესანიშნავ ახალგაზრდა მისიონერთან მუშაობა. ისინი სხვადასხვა ოჯახებიდან იყვნენ, მაგრამ მალე საკუთარი შვილებივით შევიყვარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა კარგად ართმევდა თავს საქმეს, რამდენიმეს უჭირდა მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა. მახსოვს, ერთმა მისიონერმა მითხრა: „პრეზიდენტო, მეუბრალოდ არ მიყვარს ადამიანები“. რამდენიმემ მითხრა, რომ დიდად არ სურდათ საკმაოდ მკაცრი მისიონერული წესების დაცვა. მე ვწუხდი და ვფიქრობდი, რისი გაკეთება შეგვეძლო იმისთვის, რომ შეგვეცვალა იმ რამდენიმე მისიონერის გული, რომლებმაც ჯერ არ იცოდნენ, რა სიხარული მოაქვს მორჩილებას.

ერთხელ, როცა მანქანით მოვდიოდი მშვენიერი ხორბლის მინდვრებში ვაშინგტონ-აიდაჰოს საზღვარზე, ახალ აღთქმას ვუსმენდი. როცა ვისმენდი ნაცნობ ნაწყვეტს მდიდარი ახალგაზრდის შესახებ, რომელიც მხსნელთან მივიდა და ჰკითხა, რისი გაკეთება შეეძლო მარადიული სიცოცხლის მისაღწევად, მე მივიღე მოულოდნელი, ღრმა, პირადი გამოცხადება, რომელიც ახლა ძვირფასი მოგონებაა.

მას შემდეგ, რაც იესომ ჩამოთვალა მცნებები და ახალგაზრდამ უპასუხა, რომ ყველას იცავდა ბავშვობიდან, მე მოვუსმინე მხსნელის რბილ ჩასწორებას: „ერთი რამ გაკლია: რაც გაქვს გაყიდე და მერე მოდი და გამომყევი.“ 1 ჩემდა გასაკვირად ამის ნაცვლად გავიგონე ხუთი სიტყვა, რომელიც ამ მუხლის წინ იყო. მომეჩვენა, რომ ისინი არასდროს არ მსმენია და არ წამიკითხავს. თითქოს ისინი დაამატეს წმინდა წერილს. მე მიკვირდა შთაგონებული წვდომა, რომელიც შემდეგ გაიშალა ჩემ წინაშე.

რა იყო ის ხუთი სიტყვა, რომლებმაც ასეთი ღრმა ეფექტი მოახდინა? მოისმინეთ, რათა დაინახოთ, შეძლებთ იმ თითქოს ჩვეულებრივი სიტყვების ამოცნობას, რომლებიც მხოლოდ მარკოზის სახარებაში მოიხსენიება?

„ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან .... და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა , რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”

„იესომ უთხრა მას

„იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“

„მან უთხრა: მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“

იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“2

„იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა .

როცა გავიგონე ეს სიტყვები, გონებაში მკაფიოდ წარმიდგა უფალი, რომელიც შეყოვნდა დადააკვირდა ამ ახალგაზრდას. დაკვირვება- თითქოს ღრმად შეაღწია მის სულში, დაინახა მისი პოტენციალი და სიკეთე, ასევე განსაზღვრა მისი უდიდესი საჭიროება.

შემდეგ უბრალო სიტყვები - იესოს შეუყვარდა იგი. მან იგრძნო აურაცხელი სიყვარული და მოწყალება ამ ახალგაზრდის მიმართ და მისი სიყვარულის გამო და ამ სიყვარულით, იესომ უფრო მეტი მოითხოვა მისგან. მე წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ამ ახალგაზრდისთვის, აღმოჩენილიყო ასეთ სიყვარულში მაშინ, როცა სთხოვდნენ გაეკეთებინა ის, რაც ასე ძნელი იყო - გაეყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა და დაერიგებინა იგი ღარიბებისთვის.

იმ მომენტში ვიცოდი, რომ არა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენი მისიონერის გული უნდა შეცვლილიყო, არამედ ჩემი გულიც საჭიროებდა ამას. კითხვა ის კი აღარ იყო: „რა უნდა მოიმოქმედოს გულგატეხილმა მისიის პრეზიდენტმა, რომ შეცვალოს რთულ მდგომარეობაში მყოფი მისიონერის ქცევა“? ამჟამად კითხვა იყო „როგორ აღვივსო ქრისტეს სიყვარულით ისე, რომ ჩემ მეშვეობით მისიონერმა იგრძნოს ღმერთის სიყვარული და შეცვლის სურვილი“? როგორ შემიძლია დავაკვირდე მას ისე, როგორც უფალი დააკვირდა იმ მდიდარ ახალგაზრდას, დავინახო რა მათში ის, რაც სინამდვილეში არიან და რა შეიძლება გახდნენ და არა უბრალოდ ის, რას აკეთებენ ან არ აკეთებენ ისინი? როგორ უფრო დავემსგავსო მხსნელს?

„იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა.“

იმ დროიდან, როდესაც მიწევდა ახალგაზრდა მისიონერთან გვერდიგვერდ ჯდომა, რომელსაც მორჩილებასთან პრობლემები ჰქონდა, გულში ვიცოდი, რომ ეს იყო ერთგული ახალგაზრდა მისიონერი, რომელიც საკუთარი სურვილით წამოვიდა მისიაში. შემდეგ უკვე შემეძლო მოსიყვარულე მშობლის გრძნობით მეთქვა3: „უხუცესო ან და, რომ არ მყვარებოდი, არ შევიწუხებდი თავს იმის ცოდნით, რა ხდება შენს მისიაში. მაგრამ მიყვარხარ და ამ სიყვარულის გამო მე მაღელვებს ის, ვინ გახდები. ამიტომ, გიწვევ, შეცვალო ის, რისი კეთებაც გიჭირს და გახდე ის, რაც უფალს სურს“.

ყოველთვის, როცა მისიონერებს გასაუბრებას ვუტარებდი, მე ჯერ ვლოცულობდი მოწყალების ძღვენისთვის და იმისთვის, რომ ყოველი უხუცესი და და უფლის თვალით დამენახა.

საოლქო კონფერნციამდე, როცა და პალმერი და მე ცალ-ცალკე ყოველ მისიონერს ვესალმებოდით, მე ვჩერდებოდი იმისთვის, რომ ღრმად ჩამეხედა მათ თვალებში, დავკვირვებოდი მათ, უსიტყვოდ გავსაუბრებოდი და შემდეგ ყოველთვის, დიდი სიყვარულით აღვსილიყავი ღვთის ძვირფასი შვილებისადმი.

ამ ღრმა პირადმა გამოცდილებამ მარკოზის მე-10 თავიდან მრავალი ცხოვრების შემცვლელი გაკვეთილი მასწავლა. აი ოთხი გაკვეთილი, რომელიც ჩემი აზრით, ყველას დაგვეხმარება:

  1. როცა ვსწავლობთ იმას, რომ დავინახოთ სხვები უფლის და არა ჩვენი თვალით, ჩვენი სიყვარული მათ მიმართ, ასევე მათი დახმარების სურვილი, გაიზრდება. .ჩვენ დავინახავთ მათში იმ პოტენციას, რომელსაც თავად ვერ ხედავენ საკუთარ თავში. ქრისტესმიერი სიყვარულით ჩვენ არ შეგვეშინდება თამამი საუბრის, რადგან „სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს“. 4 და ჩვენ არასდროს არ დავყრით ფარ-ხმალს, გვემახსოვრება რა ის, რომ ყველაზე ძნელია მათი შეყვარება, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სიყვარულს.

  2. გულგატეხილობის ან წყრომის დროს ვერ მოახერხებთ ვერც ჭეშმარიტ სწავლას და ვერც სწავლებას. არც გული არ შეიცვლება უსიყვარულოდ. როცა ჩვენ გამოვდივართ მასწავლებლის, მშობლის ან ხელმძღვანელის როლში, ჭეშმარიტი სწალვება მოხდება მხოლოდ ნდობის ატმოსფეროში და არა განსჯის. სახლი ყოველთვის უსაფრთხო თავშესაფარი უნდა იყოს ჩვენი შვილებისთვის და არა მტრული გარემო.

  3. როცა კი ბავშვი, მეგობარი ან ოჯახის წევრი ვერ გაამართლებს ჩვენს მოლოდინს, ჩვენ არ უნდა მოვაკლოთ მათ სიყვარული. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწია იმ ახალგაზრდა მდიდარს მას შემდეგ, რაც დაღონებული ჩამოშორდა იესოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფალს იგი მაინც სრულყოფილი სიყვარულით უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მან სხვა გზა აირჩია. შესაძლოა მოგვიანებით, როცა აღმოაჩენდა თავისი საკუთრების ამაოებას, მას გაახსენდებოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც მისი უფალი მოექცა მაშინ - დააკვირდა, შეუყვარდა და მოიწვია, მიჰყოლოდა მას.

  4. უფალი ბევრს მოელის ჩვენგან თავისი სიყვარულის გამო. თუ დავიმდაბლებთ თავს, ჩვენ მივიღებთ უფლის მოწვევას მოვინანიოთ, გავიღოთ მსხვერპლი და ვიმსახუროთ, როგორც მისი სრულყოფილი სიყვარულის მტკიცებულება ჩვენსადმი. ბოლოს და ბოლოს, მოწვევა მონანიებისკენ ასევე არის მოწვევა მიტევებისა და სიმშვიდის შესანიშნავი ძღვენის მისაღებად. ასე რომ, „უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი.“5

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ახლა, ნებისმიერ დროს, როცა კი გთხოვენ, გააკეთოთ რაიმე რთული - უარი თქვათ ცუდ ჩვევაზე, საერო მიზნებზე, საყვარელ ღონისძიებაზე კვირა დღეს, იმ ადამიანის მიტევებაზე, რომელიც ცუდად მოგექცათ - გაიხსენეთ უფალი, რომელიც დაგაკვირდათ, შეუყვარდით და მოგიწვიათ, მიატოვოთ ყველაფერი და მიჰყვეთ მას. მადლობა უთხარით მას, რომ ისე უყვარხართ, რომ უფრო მეტს ითხოვს თქვენგან.

მე ვმოწმობ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, შესახებ და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა იგი ხელს მოგვხვევს, დაგვაკვირდება და მოგვაქცევს თავის სრულყოფილ სიყვარულში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.