2010-2019
გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით
აპრილი 2017 წ.


გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით

როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას გავაკეთოთ ის, „რასაც ღმერთი გვეტყვის“, ჩვენ მონდომებით ვიღებთ ვალდებულებას, შევუთანხმოთ ყოველდღირი საქციელი ღმერთის ნებას.

მხსნელმა მოახდინა თავისი პირველი საოცრება, რომელიც ჩაწერილ იქნა, გალილეის კანაში, ქორწილის დროს. მისი დედა, მარიამი, და მისი მოწაფეებიც იქ იმყოფებოდნენ. მარიამი, როგორც ჩანს, ნადიმს უძღვებოდა. ზეიმის დროს შეიქმნა პრობლემა - სტუმრებს ქორწილში ღვინო გაუთავდათ. მარიამი შეწუხდა და იესოსთან მივიდა. მათ მოკლედ ისაუბრეს, მარიამი სტუმრებს დაუბრუნდა და თქვა:

„გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“

„იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი...[ამ ჭურჭელში წყალი ინახებოდა არა დასალევად არამედ დასაბანად, მოსეს კანონის თანახმად]

„ეუბნება მათ [მსახურებს] იესო, დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები. და მათაც დაავსეს პირთამდე.“

„და ეუბნება მათ, ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს, და მიართვეს.“

„[შემდეგ] სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს“ და გაიკვირვა, რომ საუკეთესო ღვინო ნადიმის ბოლოს ჩამოატარეს1

ჩვენ ვიხსენებთ ამ მოვლენას, რადგან წყლის ღვინოდ გადაქცევა ღმერთის ძალის დემონსტრაცია ანუ სასწაული იყო. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა არის მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი იოანეს სახარებიდან. მარიამი „ძვირფასი... ჭურჭელი“ იყო.2 მას ღმერთმა მოუწოდა, ეშვა, გამოეკვება და აღეზარდა თვით ღმერთის ძე. მან მის შესახებ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანზე მეტი რამ იცოდა. მან იცოდა სიმართლე მისი სასწაული შობის შესახებ. მან იცოდა, რომ იგი უცოდველი იყო და რომ იგი „სხვების მსგავსად არ საუბრობდა, ვერ ვერავინ ვერაფერს ვერ ასწავლიდა; რადგან არ იყო ამის საჭიროება“ 3 მან მარიამმა იცოდა მის მიერ პრობლემების გადაწყვეტის განსაკუთრებული შესაძლებლობის შესახებ, იმ ერთის ჩათვლით, როცა მან ქორწილი ღვინით უზრუნველყო. მას მტკიცედ სწამდა მისი და მისი ღვთიური ძალის. მარიამის უბრალო, პირდაპირი მითითებები მსახურებისთვის იყო უპირობო, შეთანხმებებისა და შეზღუდვების გარეშე: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“

მარიამი პატარა გოგო იყო, როცა მას გაბრიელ ანგელოზი გამოეცხადა. თავიდან „შეშფოთდა“, როცა უწოდეს „მიმადლებულო და „კურთხეულო დედათა შორის...და ჩაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.“ გაბრიელმა დაარწმუნა, რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს, მან კარგი ამბავი მოუტანა. იგი „დაორსულდება და შობს ძეს... უზენაესის [ძეს] ...“ და „ „[ძე] საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე.“

მარიამმა ხმამაღლა წამოიძახა გაკვირვებით: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“

ანგელოზმა აუხსნა, თუმცა მოკლედ, დაარწმუნა იგი რა, რომ „ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.“

მარიამმა მორჩილად უპასუხა, რომ გააკეთბდა იმას, რასაც ღმერთი სთხოვდა, დეტალების ცოდნის გარეშე და მიუხედავად უთვლადი შეკითხვებისა, რომლებიც ეხებოდა მისი მომავალი ცხოვრების გართულებებს. მან აიღო ვალდებულება და ზუსტად არც ესმოდა, რატომ სთხოვდა ამას ღმერთი ან როგორ მოგვარდებოდა ყველაფერი. მან უპირობოდ მიიღო ღმერთის სიტყვა, წინასწარ, 4 მწირი ცოდნით იმის შესახებ, რა იქნებოდა მომავალში. უბრალოდ ნდობით უპასუხა მარიამმა ღმერთს: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“5

როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას გავაკეთოთ ის, „რასაც ღმერთი გვეტყვის“, ჩვენ მონდომებით ვიღებთ ვალდებულებას, შევუთანხმოთ ყოველდღირი საქციელი ღმერთის ნებას. ისეთ უბრალო ქმედებებს, როგორიცაა ყოველდღიურად წმინდა წერილის შესწავლა, რეგულარული მარხვა, მონდომებით ლოცვა, აღრმავებს ჩვენს სულიერ შესაძლებლობებს, გავუმკლავდეთ მიწიერ მოთხოვნილებებს. დროთა განმავლობაში რწმენის უბრალო ჩვევები მიგვიყვანს საოცარ შედეგამდე. ამ ქმედებებს ჩვენი რწმენის ჩანასახი გადაჰყავთ აქტიურ ძალაში. შემდგომ, როცა გზად სირთულეები წარმოიქმნება, ქრისტეში გამდგარი ფესვი, სულისთვის ძალას წარმოშობს. ღმერთი ჩვენს სისუსტეებს გააძლიერებს, სიხარულს გვმატებს და „ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ მოაგვარებს“.6

რამდენიმე წლის წინ ვესაუბრე ახალგაზრდა ეპისკოპოსს, რომელიც, თავისი ვალდებულებების გამო ყოველ კვირას საათობით თათბირობდა მეურვეობის წევრებთან. მან ასეთი რამ შენიშნა. პრობლემები, რომლებიც მისი მეურვეობის წევრებს ჰქონდათ, იყო იგივე, რაც აქვთ წევრებს მთელ მსოფლიოში, მაგალითად: ბედნიერი ოჯახის შექმნა, არასტაბილური სამსახური, ოჯახი და საეკლესიო ვალდებულებები, სიბრძნის სიტყვა, დასაქმება, პორნოგრაფია, ეკლესიის პოლიტიკა ან ისტორიული საკითხები, რომლებიც არ ესმით და ამიტომ აწუხებთ.

მისი რჩევის ნაწილი მეურვეობის წევრებს ძალიან ხშირად იყო რწმენის უბრალო ქმედებებისკენ დაბრუნება: მორმონის წიგნის შესწავლა, როგორც ეს გვირჩია პრეზიდენტმა მონსონმა, მეათედის გადახდა და ეკლესიაში თავდადებით მსახურება . ხშირად მათი პასუხი სკეპტიკური იყო: „არ გეთანხმებით, ეპისკოპოსო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის კეთება კარგია. ჩვენ ხომ ყოველივე ამაზე მუდამ ვსაუბრობთ ეკლესიაში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ჩემი გესმით. რა კავშირი აქვს ყოველივე ამის შესრულებას იმ საკითხთან, რომელიც მე მაწუხებს“?

ეს სამართლიანი კითხვაა. დროთა განმავლობაში მე და იმ ახალგაზრდა ეპისკოპოსმა შევნიშნეთ, რომ ისინი, ვინც გაცნობიერებულად აკეთებენ „პატარა უბრალო საქმეებს“ 7და თითქოს ასევე უბრალოდ ემორჩილებიან მათ, დალოცნილნი არიან რწმენითა და ძალით, რომელიც მორჩილების რეალურ ქმედებების მიღმა გადის და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ აქვთ მათთან არანაირი კავშირი. ზოგჯერ ძნელია, დააკავშირო მორჩილების ყოველდღიური ქმედებები და დიდი პრობლემების გადაწყვეტილებები, რომლების წინაშეც აღმოვჩნდებით. მაგრამ კავშირი არსებობს. ჩემი გამოცდილებით, ყოველდღე რწმენის პატარა ჩვევების გამოსწორება, ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ ჩვენი გაძლიერების ერთადერთი გზაა. რწმენის პატარა ქმედებები, მაშინაც კი, როცა ისინი თითქოს უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის ჩვენს პრობლემებთან კავშირში, ყველაფერში გვლოცავს

გაიხსენეთ ნაყამანი, „არამის მეფის სარდალი“ და „მამაცი კაცი“,თუმცა კეთროვანი. მოსამსახურე გოგონამ უთხრა მას წინასწარმეტყველის შესახებ ისრაელში, რომელსაც შეეძლო მისი განკურნება, ასე რომ იგი მოსამსახურეებთან და ჯარისკაცებთან ერთად, საჩუქრებით დატვირთული, ისრაელში გაემგზავრა. როცა იგი ელიასის სახლთან მივიდა, მას ელიასი კი არა, მისი მსახური დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ უფლის ბრძანებით იგი „ წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში“. მარტივი რამ. ალბათ ამ უბრალო პროცედურამ გააკვირვა ეს ძლიერი მეომარი, რადგან ძალიან არალოგიკური, მარტივი და მისი ღირსებისთვის შეუფერებელი იყო, რადგან მას ეს შეთავაზება შეურაცხმყოფელად მოეჩვენა. ბოლოს და ბოლოს, ელიასის რჩევა ნაყამანს უაზროდ მოეჩვენა, ასე რომ „გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული.“

მაგრამ ნაყამანის მოხელეები ფრთხილად მიუახლოვდნენ და უთხრეს, ნაყამანს რომ მისთვის „საძნელო რამე“ ... იგი შეასრულებდა. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას სთხოვეს უბრალო მოქმედების შესრულება, თუნდაც მას არ ესმოდა მისი აზრი, არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. ნაყამანმა გადახედა თავის საქციელს დ ალბათ სკეპტიკურად, თუმცა მორჩილად, „და ჩავიდა და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში“ და სასწაულად განიკურნა. 8

მორჩილების ზოგიერთი ჯილდო მალე მოდის; ზოგიერთი კი მხოლოდ გამოცდის შემდეგ. ძვირფას მარგალიტში ჩვენ ვკითხულობთ, როგორ ბეჯითად იცავდა ადამი შესაწირის მცნებებს. როცა ანგელოზმა ჰკითხა, რატომ წირავდა იგი შესაწირს, ადამმა უპასუხა: „არ ვიცი, „უბრალოდ უდფალმა მიბრძანა“. ანგელოზმა აუხსნა, რომ ეს შესაწირი იყო „სიმბოლო მამაზეციერის მიერ მხოლოდშობილის შეწირვისა“. მაგრამ ეს ახსნა მოვიდა მას შემდეგ, რაც ადამმა „მრავალი დღის განმავლობაში“ გამოამჟღავნა უფლის მორჩილების ვალდებულება და როგორც ჩანს, არც კი იცოდა, რატომ უნდა შეეწირა შესაწირი.9

ღმერთი ყოველთვის დაგვლოცავს ჩვენი მისი სახარების მტკიცე მორჩილებისა და მისი ეკლესიის ერთგულების გამო, მაგრამ ამას იშვიათად ახდენს წინასწარ. იგი არ გვიჩვენებს მთლიან სურათს. აქ იწყება რწმენა, იმედი და უფლის მიმართ ნდობა.

ღმერთი გვთხოვს, ვიყოთ მომთმენნი მასთან, გვწამდეს მისი და მივყვეთ მას. იგი გვევედრება „არ ვიკამათოთ იმაზე, რასაც ვერ ვხედავთ“. იგი გვაფრათხილებს, რომ არ უნდა ველოდოთ ადვილ პასუხებს ან პრობლემის სწრაფ გადაწყვეტას ზეციდან. ყველაფერი მოგვარდება, როცა „[ჩვენი] რწმენის გამოცდისას“ მყარად ვდგავართ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს გამოცდა ან რამდენადაც არ უნდა იგვიანებდეს პასუხი.10 მე არ ვსაუბრობ „ბრმა მორჩილებაზე“,11 ეს უფლის სრულყოფილი სიყვარულისა და მისი სრულყოფილი დროის გონივრული რწმენაა.

ჩვენი რწმენის გამოცდა ყოველთვის მოითხოვს რწმენაში მარტივ, ყოველდღიურ ვარჯიშს. მაშინ და მხოლოდ მაშინ იგი გვპირდება, რომ მივიღებთ ღვთიურ პასუხს, რომელსაც ასე ველოდებით. მხოლოდ როცა დავამტკიცეთ, რომ გვაქვს სურვილი გავაკეთოთ ის, რასაც იგი ითხოვს და არ ველოდებოთ იმის ცოდნას, თუ როგორ, როდის და რატომ გვეძლევა საშუალება „მოვიმკოთ ჩვენი რწმენის, სიბიჯითის, მოთმინებისა და გაზლების ჯილდო...12 ჭეშმარიტი მორჩილება უპირობოდ და წინასწარ იღებს ღმერთის მცნებებს.13

ყოველ დღე, შეგნებულად თუ სხვაგვარად, ჩვენ ყველანი ყოვედღიურად ვირჩევთ, „ვის ვემსახუროთ“. 14 ჩვენ ვამჟღავნებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, ვემსახუროთ უფალს, ერთგულების ყოველდღიურ საქმეებში ჩაბმით. უფალი დაგვპირდა, რომ იგი გაგვიძღვება წინ,15 მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიაროთ იმის რწმენით, რომ მან იცის გზა, რადგან იგი თავად არის გზა 16. ჩვენ ბოლომდე უნდა ავავსოთ წყლის ჭურჭელი. როცა ჩვენ მას ვენდობით და მივყვებით, ჩვენი ცხოვრება იცვლება, როგორც წყლის ღვინოდ გადაქცევის შემთხვევაში. ჩვენ ვხდებით იმაზე მეტნი და უკეთესნი, რაც ვიქნებოდით ამის გარეშე. გქონდეთ უფლის იმედი და „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.. . იესო ქრისტეს სახელით, ამინ.