2018
იქონიეთ კავშირი მასთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ შემთხვევაში
January 2018


შინა მასწავლებლის პრინციპები, იანვარი 2018 წ.

იქონიეთ კავშირი მასთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ შემთხვევაში

შინა მასწავლებლის პროგრამა მსახურებაზეა აგებული. იესო ემსახურებოდა ყველას, ყველგან. ჩვენ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ.

„ემსახურო“ ნიშნავს გაუწიო მსახურება, ზრუნვა ან დახმარება, რაც მოჰგვრის სხვას ნუგეშს ან ბედნიერებას. სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამა ნიშნავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სტუმრობ, მსახურების გზის აღმოჩენას. იესო ქრისტე ემსახურებოდა ყველას, ყველგან. მან დააპურა 5 000 ადამიანი, ანუგეშა მარიამი და მართა მათი ძმის გარდაცვალებისას და ჭასთან ქალებს თავისი სახარება უქადაგა. მან ეს გააკეთა თავისი გულწრფელი სიყვარულის გამო.

ჩვენ, როგორც სტუმრად მოსულ მასწავლებლებს, მივყვებით რა უფლის მაგალითს, შეგვიძლია გავიცნოთ ყოველი და, რომელსაც ვსტუმრობთ და სიყვარულით აღვივსოთ მათ მიმართ, რამეთუ გვახსოვს, რომ ყოველივე ჩვენი ქმედების საფუძველი სიყვარულია. როცა ვლოცულობთ შთაგონებისთვის, როგორ ვემსახუროთ მას და დავეხმაროთ რწმენის გაძლიერებაში, „ვერ შეაფერხებთ ანგელოზებს, რომ არ დაგეხმარონ“.1

მოწყალების საზოგადოების დაარსების დღიდან, 1842 წ. დაწყებული დღემდე, ქალების მსახურებამ დალოცა მრავალი ადამიანის ცხოვრება. მაგალითად, ჯოან ჯონსონი, 82 წლის ქვრივი და მისი მეწყვილე, დადიან 89 წლის ფილტვების ანთებით დაავადებულ მეზობელთან სტუმრად, მოსული მასწავლებლის პროგრამით. მათ დაინახეს, რომ ისინი მეზობელს თვეში ერთხელ მეტჯერ სჭირდებოდა, ამიტომ ყოველ კვირას ნახულობდნენ ან ტელეფონით უკავშირდებოდნენ მას .

სხვა სტუმრად მოსული მასწავლებლებისთვის გამამხნევებელი მესიჯის ან იმეილის გაგზავნა შესაძლოა თვის საუკეთესო მოვლენა გახდეს რომელიმე დისთვის. პირადი კავშირების დამყარება და სიყვარულით მოსმენა არის სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამის არსი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დროის დამზოგველი პირისპირ შეხვედრები გვეხმარება ამ პროგრამის განხორციელებაში ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხერხით.2 ეს არის იესოს მსგავსად მსახურება.

შენიშვნები

  1. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007წ.), გვ. 454.

  2. იხ Handbook 2: Administering the Church (2010), 9.5.1