მისიის მოწოდებები
პირველი პრეზიდენტობის გზავნილი


„პირველი პრეზიდენტობის გზავნილი“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„პირველი პრეზიდენტობის გზავნილი“, იქადაგე ჩემი სახარება

პირველი პრეზიდენტობის გზავნილი

ძვირფასო მეგობარო მისიონერო:

გილოცავ ამ საოცარი შესაძლებლობის მიღებას - იყო უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მისიონერი. არ არსებობს იმაზე მყარი და მნიშვნელოვანი სამუშაო, ვიდრე ისრაელის შეკრება.

იქადაგე ჩემი სახარება მიზნად ისახავს დაგეხმაროს, გახდე უფრო კარგად მომზადებული და სულიერად მომწიფებული მისიონერი. ასევე, ეცდება დაგეხმაროს, უკეთ ასწავლო სხვებს. მოგიწოდებთ გამოიყენო ეს სახელძღვანელო ყოველდღიური პირადი და მეწყვილესთან ერთად სწავლის დროს. კარგი იქნება, თუ ასევე გამოიყენებ მას ოლქის საბჭოს შეხვედრებზე და ზონალურ კონფერენციებზე. შეისწავლე მოხსენიებული წმინდა წერილები და ისწავლე მოძღვრება და პრინციპები.

გიწვევთ, ახლებურად გაიაზრო ვალდებულება, დაეხმარო მამაზეციერს მის ბრწყინვალე საქმეში. ყოველ მისიონერს აქვს მნიშვნელოვანი როლი, დაეხმაროს უფალს მის საქმეში - „[აღასრულოს] ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“ (მოსე 1:39).

უფალი დაგლოცავს, როცა მის მსახურებას მორჩილად მიუძვნი თავს. მოგეპოვებინოს უდიდესი სიხარული და ბედნიერება ზეციური მამის შვილების მსახურებაში.

პირველი პრეზიდენტობა