მისიის მოწოდებები
თავი 5: გამოიყენე მორმონის წიგნის ძალა


„თავი 5: გამოიყენე მორმონის წიგნის ძალა“, იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023 წ)

„თავი 5“, იქადაგე ჩემი სახარება

გამოსახულება
„იესო ქადაგებს დასავლეთ ნახევარსფეროში” (იესო ქრისტე ამერიკის კონტინენტზე), ავტორი: ჯონ სკოტი

თავი 5

გამოიყენე მორმონის წიგნის ძალა

განიხილე შემდეგი

  • რატომ არის მორმონის წიგნი ჩვენი რელიგიის ქვაკუთხედი?

  • რატომ არის მორმონის წიგნი მოქცევის პროცესში ასეთი ძლიერი?

  • რას გვასწავლის მორმონის წიგნი იესო ქრისტეზე?

  • როგორ გამოვიყენო მორმონის წიგნი ჩემთვის და სხვების დასახმარებლად, რათა ღმერთს მივუახლოვდეთ?

  • რას პასუხობს მორმონის წიგნი სულთან დაკავშირებულ საკითხებზე?

  • როგორ დავეხმარო ადამიანებს მორმონის წიგნის წაკითხვასა და მოწმობის მიღებაში?

მორმონის წიგნი, სულიწმინდის თანხლებით, საუბრისას ყველაზე ძლიერი რესურსია. ეს წიგნი უძველესი, წმინდა ჩანაწერია, დაწერილი იმისათვის, რომ დაარწმუნოს ყველა ადამიანი, რომ იესო არის ქრისტე (იხ. მორმონის წიგნის თავფურცელი). როგორც მისი ქვესათაური ამბობს, მორმონის წიგნი არის „კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ“. ის ასევე დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ღმერთმა მოიხმო ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველად და მისი მეშვეობით აღადგინა იესო ქრისტეს სახარება.

გამოსახულება
თაღოვანი კარი საჭექი ქვით

მორმონის წიგნი ჩვენი რელიგიის საჭექი ქვაა

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის სწავლებით, მორმონის წიგნი არის „ჩვენი რელიგიის საჭექი ქვა“ (მორმონის წიგნის შესავალი). სხვა შემთხვევაში მან ასევე თქვა: „გააქრეთ მორმონის წიგნი და გამოცხადებები და რა იქნება ჩვენი რელიგია? არაფერი“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: ჯოზეფ სმითი] [2007 წ], 196).

თაღი არის ძლიერი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც დამზადებულია სოლისებრი ნაწილებისგან, რომელნიც ერთმანეთს ეყრდნობა. შუა ნაწილი ანუ „საჭექი ქვა“, როგორც წესი, სხვა სოლებზე დიდია და ისაა საყრდენი.

პრეზიდენტ ეზრა ტაფთ ბენსონის სიტყვებით, მორმონის წიგნი მინიმუმ სამი გზითაა ჩვენი რელიგიის საჭექი ქვა:

ქრისტეს მოწმე. „მორმონის წიგნი არის იესო ქრისტეზე ჩვენი მოწმობის საჭექი ქვა, ხოლო ქრისტე არის ჩვენი ყოველი საქმის ქვაკუთხედი. იგი ძალითა და სიცხადით მოწმობს მის რეალობაზე“.

მოძღვრების სისრულე. „უფალმა თავად ბრძანა, რომ მორმონის წიგნი შეიცავს „იესო ქრისტეს სახარების სისრულეს“ [მოძღვრება და აღთქმები 20:9; 27:5]. … მორმონის წიგნში აღმოვაჩენთ ჩვენი ხსნისათვის საჭირო [მოძღვრების] სისრულეს. და [ის] ისწავლება მარტივი ენით, რათა ხსნისა და ამაღლების გზების გაგება ბავშვებმაც კი შეძლონ“.

მოწმობის საფუძველი. „ისევე, როგორც თაღი იშლება, თუ საჭექი ქვა ამოღებულია, ასევე მთელი ეკლესია დგას ან ეცემა მორმონის წიგნის ჭეშმარიტებაზე. … თუ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია … უნდა დავეთანხმოთ აღდგენის მტკიცებულებას“. (Teachings of Presidents of the Church: Ezra Taft Benson [ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: ეზრა ტაფთ ბენსონი] [2014 წ], 129, 131128.)

როდესაც ვიღებთ მოწმობას, რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა, ჩვენ ასევე შეგვიძლია მივიღოთ მოწმობა იმისა, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველი იყო. მისი მეშვეობით ღმერთის მღვდლობის უფლებამოსილება აღდგა ზეციური მაცნეების მეშვეობით. ღმერთმა ასევე უბოძა უფლებამოსილება ჯოზეფ სმითს, რომ შეექმნა იესო ქრისტეს ეკლესია. გამოცხადება დღესაც გრძელდება, ცოცხალი წინასწარმეტყველების მეშვეობით.

გამოსახულება
ახალგაზრდა კაცი კითხულობს წმინდა წერილს

პირადი მოქცევისას მორმონის წიგნი უმნიშვნელოვანესია

მოქცევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია სულიწმინდის ძალით მოწმობის მიღება, რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია. გულწრფელად წაკითხვისა და შესწავლის დროს იგრძნობ, როგორ აფართოებს მისი სიტყვები სულს. მისი სიტყვები ნათელს მოჰფენს შენ მიერ ცხოვრების, ღვთის გეგმისა და იესო ქრისტეს გააზრებას (იხ. ალმა 32:28). ილოცე ამ წიგნის შესახებ ნამდვილი განზრახვითა და ქრისტესადმი რწმენით. და ასე თუ მოიქცევი, მიიღებ მოწმობას სულიწმინდის მეშვეობით, რომ ეს არის ღვთის სიტყვა (იხ. მორონი 10:4–5).

მორმონის წიგნის შესახებ შენი მოწმობა გამოიწვევს ღრმა და მუდმივ რწმენას მის ძალაში, დაგეხმაროს სხვების მოქცევაში. დაეხმარე შენს მოწაფეებს, აღმოაჩინონ ის სინათლე, რომელსაც გრძნობენ, როცა გულწრფელად კითხულობენ მას. ხაზი გაუსვი წიგნის ძლიერ მოწმობას იესო ქრისტეს შესახებ. წაახალისე ისინი ილოცონ, რათა მიიღონ საკუთარი დასტური ამ წიგნის ჭეშმრიტების შესახებ.

შენი სწავლების მთავარი აქცენტი უნდა იყოს ადამიანების წახალისება, ეძიონ სულიწმინდისგან დასტური მორმონის წიგნის შესახებ. მორმონის წიგნს მათი ცხოვრების შეცვლა სამუდამოდ შეუძლია.

გამოიყენე მორმონის წიგნი იესო ქრისტეს სახარების სწავლებისას

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის სიტყვებით, „მორმონის წიგნი დედამიწაზე არსებულ ყველა წიგნთა შორის ყველაზე სწორი წიგნია“ (მორმონის წიგნის შესავალი). ის მოწმობს ქრისტეს შესახებ და ნათლად ასწავლის მის მოძღვრებას (იხ. 2 ნეფი 31; 32:1–6; 3 ნეფი 11:31–39; 27:13–22). ის ასწავლის სახარების სისრულეს. მორმონის წიგნში ნასწავლი სახარების პირველი პრინციპები და წეს-ჩვეულებები არის უხვი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა.

აღდგენილი სახარების სწავლებისას მორმონის წიგნი ძირითად წყაროდ გამოიყენე. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩამოთვლილია მორმონის წიგნის ზოგიერთი ჭეშმარიტება, რომელსაც შენ ასწავლი.

მისიონერის გაკვეთილი მე-3 თავში

მოძღვრება

ცნობები

მისიონერის გაკვეთილი მე-3 თავში

იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გზავნილი

მოძღვრება

ღვთის ბუნება, მხსნელის მსახურება და გამოსყიდვა, გზიდან გადახვევა, აღდგენა, ჯოზეფ სმითი, მღვდლობის უფლებამოსილება

ცნობები

1 ნეფი 12–14

2 ნეფი 3; 26–29

მოსია 2–5

მისიონერის გაკვეთილი მე-3 თავში

ზეციური მამის ხსნის გეგმა

მოძღვრება

„მარადიული ღმერთის დიდებული გეგმა“, მათ შორის, ადამის და ევას დაცემა, იესო ქრისტეს მიერ გამოსყიდვა, აღდგომა და სამსჯავრო

ცნობები

2 ნეფი 29

მოსია 3; 15–16

ალმა 12; 34:9; 40–42

მისიონერის გაკვეთილი მე-3 თავში

იესო ქრისტეს სახარება

მოძღვრება

ქრისტესადმი რწმენა, მონანიება, მონათვლა, სულიწმინდის ძღვენი და ბოლომდე გაძლება

ცნობები

2 ნეფი 31–32

3 ნეფი 11; 27:13–22

მისიონერის გაკვეთილი მე-3 თავში

მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი

მოძღვრება

წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა, მღვდლობაზე ხელდასხმით კურთხევა და ზიარება

ცნობები

3 ნეფი 11:22–2818

მორონი 2–6

წმინდა წერილის შესწავლა

რას ამბობს მხსნელი მორმონის წიგნზე?

მორმონის წიგნი მოწმობს ქრისტეზე

მორმონის წიგნის მთავარი მიზანია დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. ის ადასტურებს მისი ცხოვრების, მისიის, აღდგომისა და ძალის რეალობას. ის გვასწავლის ჭეშმარიტ მოძღვრებას ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ.

რამდენიმე წინასწარმეტყველმა, რომელთა ნაწერები შენახულია მორმონის წიგნში, პირადად იხილა ქრისტე. იარედის ძმამ, ნეფიმ და იაკობმა იხილეს წინამიწიერი ქრისტე. უამრავი ადამიანი იმყოფებოდა ნეფიელებს შორის მხსნელის მსახურების დროს (იხ. 3 ნეფი 11–28). მოგვიანებით კი, მორმონმა და მორონიმ აღმდგარი ქრისტე იხილეს (იხ. მორმონი 1:15; ეფერი 12:39).

როდესაც ადამიანები წაიკითხავენ მორმონის წიგნს და ილოცებენ მის შესახებ, ისინი უკეთ შეიცნობენ მხსნელს და განიცდიან მის სიყვარულს. მათი მოწმობა მის შესახებ გაიზრდება. მათ ეცოდინებათ, როგორ მიუახლოვდნენ მას და გადარჩნენ. (იხ. 1 ნეფი 15:14–15.)

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

„მორმონის წიგნი უზრუნველყოფს იესო ქრისტეს გამოსყიდვის ყველაზე სრულ და სანდო გაგებას, რაც კი შეიძლება სადმე მოიძებნოს. ის გვასწავლის, თუ რას გულისხმობს იყო ხელახლა შობილი. … ჩვენ ვიცით, რატომ ვართ დედამიწაზე. ეს და სხვა ჭეშმარიტებები მორმონის წიგნში უფრო ძლიერად და დამაჯერებლად ისწავლება, ვიდრე ნებისმიერ სხვა წიგნში. მორმონის წიგნი მოიცავს იესო ქრისტეს სახარების სრულ ძალას” (რასელ მ. ნელსონი, „მორმონის წიგნი: როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება მის გარეშე?ლიახონა, ნოემ., 2017 წ, 62).

პირადი სწავლა

შენი მისიის განმავლობაში სამუშაო რვეულში დაწერე პასუხები შემდეგ კითხებზე:

  • მორმონის წიგნის შესწავლისას, რა ისწავლე იესო ქრისტეზე?

  • რა გავლენა მოახდინა მორმონის წიგნის შესწავლამ შენს მოწმობაზე იესო ქრისტეს შესახებ?

  • როგორ შეგიძლია მორმონის წიგნის გამოყენება ადამიანების დასახმარებლად მათი მოწმობის გაძლიერებაში?

წმინდა წერილის შესწავლა

რა მიზეზები მოჰყავდათ მორმონის წიგნის წინასწარმეტყველებს თავიანთი ჩანაწერების შესაქმნელად?

პირადი ან მეწყვილესთნ ერთად სწავლა

მორმონის წიგნი დაწერილია „[ყველა ადამიანის] დასარწმუნებლად, რომ იესო არის ქრისტე“ (მორმონის წიგნის თავფურცელი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია მორმონის წიგნის რამდენიმე თავი, რომელიც მოწმობს იესო ქრისტეს ცხოვრების, სწავლებებისა და მსახურების შესახებ. აირჩიე შენი მისიის განმავლობაში შესასწავლი ნაწყვეტები.

ამასთანავე, იფიქრე შენი მოწაფეების საჭიროებებზე. დაგეგმე მათთან ერთად ამ ნაწყვეტების წაკითხვა, რათა გააძლიერო მათი ცოდნა და მოწმობა მხსნელის მიმართ.

თავფურცელი და შესავალი

განმარტე წიგნის მთავარი მიზანი.

1 ნეფი 10–11

ლეხი და ნეფი მოწმობენ მხსნელის შესახებ.

2 ნეფი 29

ლეხი და იაკობი მოწმობენ იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ.

2 ნეფი 31–33

ნეფი ასწავლის ქრისტეს მოძღვრებას.

მოსია 2–5

მეფე ბენიამინი მოწმობს ქრისტეს შესახებ.

ალმა 57

ალმა მოწმობს მხსნელის შესახებ.

ალმა 36

ალმა გამოცდის ქრისტეს გამომსყიდველ ძალას.

3 ნეფი 9–10

მხსნელი იწვევს ადამიანებს, მივიდნენ მასთან.

3 ნეფი 11–18

მხსნელი ასწავლის ნეფიელებს მამისა და მისი მოძღვრების შესახებ.

3 ნეფი 27

მხსნელი ასწავლის თავის სახარებას.

ეფერი 12

ეფერი და მორონი ასწავლიან, რომ იესო ქრისტესადმი რწმენა არის მოქმედებისა და ძალის პრინციპი.

მორონი 7–8

მორმონი ასწავლის ქრისტესადმი წმინდა სიყვარულისა და გამოსყიდვის შესახებ.

მორონი 10

მორონი იხმობს ყველას, მივიდნენ ქრისტესთან და სრულყოფილ იქნენ მასში.

მორმონის წიგნი ღმერთთან უფრო ახლოს მისვლაში გვეხმარება

მორმონის წიგნთან დაკავშირებით წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა, რომ „კაცი [ან ქალი] ღმერთს უფრო მიუახლოვდება მისი მცნებების დაცვით, ვიდრე ნებისმიერი სხვა წიგნით“ (მორმონის წიგნის შესავალი). როდესაც მუდმივად ასწავლი და იწვევ ადამიანებს იცხოვრონ მორმონის წიგნის პრინციპებით, შენ ეხმარები მათ იესო ქრისტესადმი რწმენის განვითარებასა და ღმერთთან უფრო ახლოს მისვლაში.

მორმონის წიგნი ქმნის მოწმობას და იწვევს პირად გამოცხადებას. გამოიყენე მორმონის წიგნი, რათა დაეხმარო ადამიანებს სულიერი გამოცდილების მიღებაში, განსაკუთრებით კი, სულიწმინდისგან მოწმობის მიღებაში იმის შესახებ, რომ ეს წიგნი ღვთის სიტყვაა.

სწავლებისას პრიორიტეტი მიანიჭე ნაწყვეტებს მორმონის წიგნიდან. მათ, სულიწმინდის მეშვეობით, მოქცევის ძალა გააჩნია. როდესაც სახარებას მორმონის წიგნის გამოყენებით ასწავლი, შენი სწავლება გულისა და გონების ძალასა და სიცხადესთან რეზონანსში შევა.

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ გვასწავლა, რომ „მათ, ვინც ლოცვის თანხლებით წაიკითხეს [მორმონის წიგნი] - იქნება მდიდარი თუ ღარიბი, სწავლული თუ უსწავლელი - მისი ძალით გაიზარდნენ“. მან ასევე გვასწავლა:

„ყოველგვარი ეჭვის გარეშე გპირდებით, რომ თუ ლოცვით წაიკითხავთ მორმონის წიგნს, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ გაქვთ ის წაკითხული, თქვენს გულებში უფრო მეტად შემოვა უფლის სული. მოვა გაძლიერებული გადაწყვეტილება, იაროთ მისი მცნებების მორჩილებით და მოვა უფრო ძლიერი დამოწმება ღვთის ძის ცოცხალი რეალობის შესახებ“. („მორმონის წიგნის ძალა”, „Ensign”, ივნისი, 1988 წ, 6).

გამოსახულება
მისიონერები კითხულობენ წმინდა წერილს

მორმონის წიგნი სულის საკითხებს ეხება

მორმონის წიგნის სულიწმინდის გაძღოლით წაკითხვას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს იპოვონ პასუხები ან შთაგონება მათ პირად ან სულიდან წამოსულ კითხვებზე. დაეხმარე ადამიანებს დაინახონ, როგორ პასუხობს ცხოვრებისეულ შეკითხვებს მორმონის წიგნი.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ასეთი კითხვა და პარალელურად მოცემულია შესაბამისი შენიშვნები მორმონის წიგნიდან.

მორმონის წიგნი ასევე გვაწვდის პასუხებს სხვა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა:

გამოსახულება
პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი

„მისიონერებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ მორმონის წიგნი საკუთარ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ ის და სხვებსაც დაეხმარონ ამაში. … მათ უნდა გააცნობიერონ მორმონის წიგნის ძალა აღდგენილი სახარების სწავლებისას, ჯერ მისი საკუთარ ცხოვრებაში გამოყენებით და შემდეგ მოსწავლეებთან გაზიარებით“ (დალინ ჰ. ოუქსი, „რჩევა მისიის ხელმძღვანელებს“, სემინარი მისიის ახალი ხელმძღვანლებისთვის, 25 ივნისი, 2022 წ).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

ჩამოწერე შეკითხვები, რომლებიც შენ ან შენს მეგობრებს გულის სიღრმეში გაქვთ. იპოვე ნაწყვეტები მორმონის წიგნში, რომლებიც დაგეხმარება ამ შეკითხვებთან მიმართებით. სამუშაო რვეულში ჩაიწერე შთაგონებები და მორმონის წიგნის შესაბამისი შენიშვნები. გამოიყენე ისინი სწავლების დროს.

მორმონის წიგნი და ბიბლია ერთმანეთს მხარს უჭერს

უფალმა ბრძანა: „უნდა ასწავლო[თ] ჩემი სახარების პრინციპები, რომლებიც არის ბიბლიაში და მორმონის წიგნში, რომელშიც არის ჩემი სახარების სისრულე“ (მოძღვრება და აღთქმები 42:12). უკანასკნელ დღეთა წმინდანებს „სჯერათ, რომ ბიბლია არის ღვთის სიტყვა, რამდენადაც იგი სწორად არის თარგმნილი” (რწმენის სიმბოლოები 1:8; იხ. ასევე 1 ნეფი 13:29). ბიბლია არის წმინდა წერილი. მორმონის წიგნი კი, მისი თანმხლები წმინდა წერილია, რომელიც შეიცავს იესო ქრისტეს სახარების სისრულეს.

ბიბლია და მორმონის წიგნი ერთმანეთს ავსებს და ამდიდრებს (იხ. ეზეკიელი 37:16–17; 1 ნეფი 13:40; მორმონი 7:8–9). წმინდა წერილის ორივე ტომი არის უძველესი წინასწარმეტყველების მიერ ჩაწერილი სწავლებების კრებული. ბიბლია მოგვითხრობს ღვთის ურთიერთმოქმედების შესახებ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მცხოვრებ ხალხთან ათასობით წლის განმავლობაში. მორმონის წიგნი კი, მოგვითხრობს ღვთის ურთიერთმოქმედების შესახებ ადამიანებთან ძველ ამერიკის კონტინენტზე ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოსახულება
პიროვნება წმინდა წერილის შესწავლისას

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიბლია და მორმონის წიგნი — ორივე იესო ქრისტეზე მოწმობს და ერთმანეთს ავსებს. ბიბლია გვაწვდის ცნობას ჩვენი მხსნელის დაბადების, მოკვდავი მსახურებისა და გამოსყიდვის შესახებ — მისი სიკვდილისა და აღდგომის ჩათვლით. მორმონის წიგნი კი, მოიცავს წინასწარმეტყველებებს მხსნელის დაბადებისა და მისიის შესახებ, სწავლებებს მის გამოსყიდვაზე და ჩანაწერს მისი მსახურების შესახებ ამერიკის კონტინენტზე. მორმონის წიგნი ადასტურებს და ავრცობს ბიბლიის მოწმობას იმის შესახებ, რომ იესო არის ღვთის მხოლოდშობილი ძე და სამყაროს მხსნელი.

ბიბლიაც და მორმონის წიგნიც ასწავლის მოწმეთა რჯულს: „ორი მოწმის ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა“ (2 კორინთელთა 13:1; იხ. ასევე 2 ნეფი 11:2–3). ამ რჯულის შესაბამისად, წმინდა წერილის ეს ორივე წიგნი მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ (იხ. 2 ნეფი 29:8).

პირადი ან მეწყვილესთან ერთად სწავლა

მორმონის წიგნსა და ბიბლიაში იპოვე ჯვარედინი მითითებები ჩამოთვლილ საკითხებზე. თითოეული საკითხის შემდეგ მაგალითები მოცემულია ფრჩხილებში. დაამატე საკუთარი საკითხები და ნაწყვეტები.

დაეხმარე ადამიანებს მორმონის წიგნის წაკითხვასა და გააზრებაში

ვინც არ კითხულობს ან ვერ იაზრებს მორმონის წიგნს, გაუჭირდება მისი ჭეშმარიტების შესახებ დასტურის მიღება. შეგიძლია მათთან ერთად წაიკითხო და დაეხმარო ამ წიგნის გააზრებაში. წაიკითხე მოსწავლეებთან დანიშნული შეხვედრის დროს, შემდგომი კონტროლის შეხვედრაზე ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე, შეგიძლია სთხოვო წევრებს, მათთან ერთად წაიკითხონ. დიდად დაგეხმარება მორმონის წიგნის შესახებ ვიდეო მასალის ნახვა და შემდეგ შესაბამისი თავების წაკითხვა.

ილოცე დახმარების მიღებისთვის, როდესაც აირჩევ იმ ნაწყვეტებს, რომლებიც ეხმიანება ადამიანების საზრუნავსა და საჭიროებებს. წაიკითხე და განიხილე მოკლე ნაწყვეტები, როგორიცაა: 1 ნეფი 3:7 ან მოსია 2:17. ასევე, წაიკითხე და განიხილეთ უფრო გრძელი ნაწყვეტები, მაგ.: 2 ნეფი 31, ალმა 7, ან 3 ნეფი 18. წაახალისე ადამიანები, წაიკითხონ მორმონის წიგნი თავიდან, მათ შორის სამი და რვა მოწმის დამოწმება და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მოწმობა.

გამოსახულება
საკვირაო სკოლის გაკვეთილი

მოსწავლეებთან ერთად მორმონის წიგნის კითხვისას გაითვალისწინე შემდეგი რეკომენდაციები:

  • კითხვის დაწყებამდე ილოცე. ითხოვე დახმარება გააზრებისთვის. ილოცე, რათა სულიწმინდამ დაუდასტუროს მათ ამ წიგნის ჭეშმარიტება.

  • მორიგეობით წაიკითხეთ. წაიკითხე მათთვის მოსახერხებელი სიჩქარით. განმარტე უცნობი სიტყვები და ფრაზები.

  • დროდადრო შეჩერდით და განიხილეთ წაკითხული.

  • განმარტე ნაწყვეტის ისტორია და კონტექსტი, მაგალითად, ვინ საუბრობს, როგორი პიროვნებაა, როგორია სიტუაცია მის გარშემო. თუ მორმონის წიგნის შესაბამისი ვიდეო მასალა მოიძებნება, აჩვენე მათ.

  • ხაზი გაუსვი მოსაძიებელ ძირითად გზავნილებს ან მოძღვრებას.

  • გააზიარე შენი მოწმობა, შესაფერისი შთაგონებები, შეგრძნებები და პირადი გამოცდილება.

  • ასწავლე მოძღვრება პირდაპირ მორმონის წიგნის წინასწარმეტყველთა სიტყვებით. ეს დაეხმარება ადამიანებს, იგრძნონ წიგნის სულიერი ძალა.

  • დაეხმარე ადამიანებს, წაკითხული „მიუსადაგონ“ საკუთარ ცხოვრებას (1 ნეფი 19:23). დაეხმარე მათ დაინახონ, როგორ შეესაბამება წმინდა წერილი პირადად მათ.

ამ პრინციპების გამოყენებით შენ ადამიანებს მორმონის წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვის უნარისა და სურვილის განვითარებაში დაეხმარები. ხაზი გაუსვი იმას, რომ წიგნის ყოველდღიური კითხვა მონათვლისა და მოქცევისკენ წინსვლის მთავარი ელემენტია.

დაეყრდენი დაპირებას, რომელიც მოცემულია მორმონი 10:3–5-ში. წაახალისე ადამიანები, გულწრფელად წაიკითხონ მორმონის წიგნი და ილოცონ ნამდვილი მოწადინებით რათა გაიგონ, რომ ის ჭეშმარიტია. განმარტე, რომ ნამდვილი მოწადინებით კითხვა ნიშნავს მზაობას სულიწმინდისგან მიღებული პასუხის მიხედვით მოქმედებას. ყოველ ადამიანი, რომელიც გულწრფელად კითხულობს და ნამდვილი მოწადინებით ლოცულობს მორმონის წიგნის შესახებ, სულიწმინდის ძალით მიიღებს ცოდნას მისი ჭეშმარიტების შესახებ.

შენ ასევე უნდა გამოიყენო ეს დაპირება რეგულარულად, რათა განამტკიცო საკუთარი მოწმობა მორმონის წიგნის შესახებ. შენი მოწმობა მოგცემს თავდაჯერებას, რომ ვინც ამ დაპირებას გამოიყენებს, მიიღებს დასტურს, რომ ეს წიგნი ღმერთის სიტყვაა.


იდეები სწავლისა და გამოყენებისთვის

პირადი სწავლა

  • წაიკითხე 2 ნეფი 2; 9; 30; 3132. ხაზი გაუსვი იესო ქრისტეს შესახებ ყველა მითითებას. შეადგინე ამ თავებში მოცემული ქრისტეს სახელებისა და წოდებების სია. მოინიშნე მის მიერ ნათქვამი სიტყვები. ხაზი გაუსვი მის თვისებებსა და ქმედებებს.

  • როდესაც ყოველდღიურად კითხულობ მორმონის წიგნიდან, ჩაიწერე შენს სასწავლო რვეულში ის მონაკვეთები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თქვენთვის. ჩაიწერე, როგორ გამოიყენებ მათ ცხოვრებაში.

  • დაწერე შენს სამუშაო რვეულში, რა იგრძენი, როცა პირველად მიიღე სულიერი დასტური მორმონის წიგნის ჭეშმარიტებაზე.

  • სამუშაო რვეულში ჩაწერე შემდეგი სამი კითხვა. მისიის განმავლობაში, უპასუხე ამ შეკითხვებს.

    • როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მორმონის წიგნის გარეშე?

    • რა არ მეცოდინებოდა მორმონის წიგნის გარეშე?

    • რა არ მექნებოდა მორმონის წიგნის გარეშე?

  • წაიკითხე ქადაგება მთაზე მათე 5–7-ში და ქრისტეს ქადაგება ტაძარში 3 ნეფი 12–14-ში. როგორ დაგეხმარა მათი ერთად წაკითხვა მხსნელის სწავლებების უკეთ გაგებაში?

  • შეისწავლე მორმონის წიგნის თითოეული შემთხვევა, რომელიც მიუთითებს ვინმეს ლოცვაზე. სამუშაო რვეულში ჩაიწერე, რა გასწავლა მორმონის წიგნმა ლოცვის შესახებ.

  • მოსია 11–16თავების სათაურებიდან დაწერე მოკლე შინაარსი იმის შესახებ, თუ რას ასწავლიდა აბინადი. ხოლო ამ თავების წაკითხვის შემდეგ, განავრცე შენი მოკლე მიმოხილვა.

  • მოსია 2–5თავების სათაურებიდან დაწერე მოკლე მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რას ასწავლიდა მეფე ბენიამინი. ხოლო ამ თავების წაკითხვის შემდეგ, განავრცე შენი მოკლე მიმოხილვა.

მეწყვილესთან ერთად სწავლა და მეწყვილის შეცვლა

  • ერთად წაიკითხეთ ნაწყვეტები მორმონის წიგნიდან. გააზიარეთ, რა ისწავლეთ და რა იგრძენით. განიხილეთ, როგორ გამოიყენებთ მათ ცხოვრებაში.

  • ერთად წაიკითხეთ ალმა 26 და 29. გააზიარეთ, რას ფიქრობთ თქვენი მისიის შესახებ. სამუშაო რვეულში ჩაიწერეთ შეგრძნებები.

  • წაიკითხეთ ალმა 37:9 და განიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წმინდა წერილები ამონისა და მისი თანამემამულე მისიონერებისთვის. იპოვეთ ცნობები, რომლებიც აღწერს, თუ როგორ იყენებდნენ ისინი წმინდა წერილებს.

  • წაიკითხეთ ალმა 11–14და ერთ-ერთმა თქვენგანმა აიღოს ალმას ან ამულეკის როლი, ხოლო მეორემ — ცილისმწამებლის. განიხილეთ, როგორ უპასუხეს ამ მისიონერებმა რთულ შეკითხვებს.

ოლქის საბჭო, ზონალური კონფერენცია და მისიის ხელმძღვანელთა საბჭო

  • გამოიყენეთ მორმონის წიგნი ამ თავის მთავარ სათაურებში ნახსენები თითოეული ხერხით.

  • ჩამოწერეთ თქვენი მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები. ერთმანეთს განუმარტეთ, როგორ უპასუხებდით ამ შეკითხვებს მორმონის წიგნის გამოყენებით.

  • ერთად წაიკითხეთ ნაწყვეტები მორმონის წიგნიდან. გაუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა, შეგრძნებები და მოწმობა.

  • გამოიყენეთ მორმონის წიგნი, რათა დაამტკიცოთ აღდგენის გზავნილი.

  • მოიწვიეთ მისიონერები, გაუზიარონ გამოცდილება, რომელშიც მორმონის წიგნი დაეხმარა მათ და მათ მოსწავლეებს, რომლებსაც მოქცევის პროცესში ასწავლიდნენ.

  • სთხოვეთ მისიონერებს, გააზიარონ საყვარელი წერილი მორმონის წიგნიდან, რომელიც დაეხმარებათ სულთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებაში.

  • მოიწვიეთ მოქცეული წევრი, რათა გააზიაროს მორმონის წიგნის როლი საკუთარ მოქცევაში.

მისიის ხელმძღვანელები და მისიის მრჩევლები

  • ასწავლეთ მისიონერებს, როგორ გამოიყენონ მორმონის წიგნი, რათა დაამტკიცონ აღდგენის გზავნილის ჭეშმარიტება.

  • წაიკითხეთ 1 ნეფი 1 მისიონერებთან ერთად და შეადარეთ ის ჯოზეფ სმითის გამოცდილებას.

  • გადაეცით მისიონერებს მორმონის წიგნის გამოუყენებელი, თხელყდიანი გამოცემა. მოიწვიეთ, წაიკითხონ და მოინიშნონ წიგნში ორჯერ, მომდევნო ორი ან სამი გადასვლის პერიოდში.

    • პირველი წაკითხვისას სთხოვეთ მონიშნონ ყველაფერი, რაც მიუთითებს ან მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ.

    • მეორედ წაკითხვისას სთხოვეთ, მონიშნონ სახარების მოძღვრება და პრინციპები.

    დაეხმარეთ მისიონერებს, გააზიარონ საკუთარი ცოდნა და შეგრძნებები. უხუცესმა რონალდ ა. რასბანდმა აღწერა, როგორ იმოქმედა მორმონის წიგნის ამ გზით კითხვამ მასზე, როგორც მისიონერზე:

გამოსახულება
უხუცესი რონალდ ა. რასბანდი

„ჩემთვის წიგნის წაკითხვა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ წმინდა წერილების მონიშვნა. მორმონის წიგნის ყოველი წაკითხვისას, უფლისადმი ღრმა სიყვარულით ვივსებოდი. ვიგრძენი სიღრმისეული დამოწმება მისი სწავლებების ჭეშმარიტებისა და იმის შესხებ, თუ როგორ ერგება ის „დღევანდელობას“. ამ წიგნს ზუსტად შეეფერება სათაური — „კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ“. ამ შესწავლითა და მიღებული სულიერი დასტურით გავხდი მორმონის წიგნის მისიონერი და იესო ქრისტეს მოწაფე“. („დღევანდელობა”, ლიახონა, ნოემ., 2022 წ, 25).

  • მოიწვიეთ მისიონერები, გაგიზიარონ ნაწყვეტები მორმონის წიგნის წმინდა წერილიდან, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

  • ამოიცანით თქვენი მოსწავლეების სულის სიღრმეში არსებული შეკითხვები. სთხოვეთ მისიონერებს, იპოვონ მორმონის წიგნის ის მუხლები, რომლებიც ამ შეკითხვებს ეხება.