2010-2019
აჰა, კაცი!
აპრილი, 2018 წ.


აჰა, კაცი!

ისინი, ვინც რამენაირად ახერხებენ, იხილონ კაცი, პოულობენ შესასვლელს ცხოვრების უდიდესი სიხარულისკენ და სასოწარკვეთილებისგან მოსაშუშებელ ბალზამს.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ამ მშვენიერი გენერალური კონფერენციის დროს თქვენთან ვარ. მე და ჰარიეტი თქვენთან ერთად ვხარობთ, ვუჭერთ რა მხარს უხუცესებს სოარესს და გონგს, ასევე მრავალ სხვა დასა და ძმას, ვინც მიიღეს მნიშვნელოვანი მოწოდებები ამ გენერალური კონფერენციის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ მენატრება ჩემი ძვირფასი მეგობარი, პრეზიდენტი თომას ს. მონსონი, მე მიყვარს, მხარს ვუჭერ და გვერდში ვუდგავარ ჩვენს წინასწარმეტყველსა და პრეზიდენტს, რასელ მ. ნელსონს და მის კეთილშობილ მრჩევლებს.

მე ასევე მადლიერი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა იმის საშუალება, რომ ახლოს მემუშავა ჩემს საყვარელ ძმებთან თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.

ყველაზე მეტად მიხარია და თავმდაბლობით ვიღებ იმ ფაქტს, რომ ვარ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი, სადაც მილიონობით ქალი, მამაკაცი და ბავშვი მზად არიან, აიღონ ტვირთი იქ, სადაც არიან - რა ვითარებაში და რომელ მოწოდებაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ და მთელი გულით ემსახურონ ღმერთს და მოყვასს ღვთის სასუფევლის შენებისას.

დღეს წმინდა დღეა. აღდგომის კვირაა, როცა ჩვენ ვიხსენებთ იმ დიდებულ დილას, როცა ჩვენმა მხსნელმა სიკვდილის თოკები გაწყვიტა1 და გამარჯვებული გამოვიდა სამარხიდან.

ეს ისტორიაში ყველაზე დიდი დღეა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში ავკრიფე: რომელმა დღემ შეცვალა ყველაზე მეტად ისტორია?

პასუხები სხვადასხვა იყო, დაწყებული მოულოდნელიდან და უცნაურიდანდამთავრებული შთამაგონებელით და დამაფიქრებელით. პასუხებს შორის ნახსენები იყო დღე, როცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე იუკატანის ნახევარკუნძულზე ასტეროიდი ჩამოვარდა, ასევე 1440 წ, როცა იოჰან გუტენბერგმა დაამთავრა საბეჭდი მანქანა; რა თქმა უნდა, 1903 წ, როცა ძმებმა რაითებმა უჩვენეს კაცობრიობას, რომ ადამიანს შეეძლო ფრენა.

თქვენთვის რომ იგივე შეკითხვა დაესვათ, რას იტყოდით?

მე ზუსტად ვიცი პასუხი.

იმისთვის, რომ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ვიპოვოთ, ჩვენ უნდა 2000 წ. უკან დავბრუნდეთ, გეთსიმანიის ბაღში, საღამოს, როცა იესო ქრისტემ დაიჩოქა ძლიერ ლოცვაში და საკუთარი თავის შეწირვაშესთავაზა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. ამ არნახული სულიერი და ფიზიკური ტანჯვის დიადი, უზომო მსხვერპლგაღების დროს, იესო ქრისტეს, თავად ღმერთს, ყოველი ფორიდან სისხლი მოსდიოდა.სრულყოფილი სიყვარულის გამო მან ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ ყველაფერი მიგვეღო. მისი უზენაესი მსხვერპლის ბოლომდე გააზრება რთულია, ჩვენ მხოლოდ მთელი გულითა და გონებით შეგვიძლია ვიგრძნოთ იგი და ეს გვახსენებს იმ საერო მადლიერების ვალს, რომელიც გვმართებს ქრისტეს წინაშე მისი ღვთაებრივი ძღვენისთვის.

იმავე საღამოს, მოგვიანებით, იესო მოიყვანეს პოლიტიკური და რელიგიური უფლებამოსილი პირების წინაშე, რომლებიც დასცინოდნენ, სცემდნენ და სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯეს.იგი აგონიაში ეკიდა ჯვარზე, სანამ ყველაფერი არ დამთავრდა.2 მისი უსიცოცხლო სხეული ნათხოვ სამარხში დადეს. და შემდეგ, მესამე დღის დილას, იესო ქრისტე, ყოვლისშემძლე ღმერთის ძე, გამოვიდა სამარხიდან როგორც დიდებული, სინათლის, ბრწყინვალებისა და სიდიადის აღმდგარი არსება.

დიახ, ისტორიაში უამრავი მოვლენაა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდიანა ერებისა და ხალხების ბედზე. მაგრამ ყველა რომ შევკრიბოთ, ისინი მაინც ვერ შეედრება იმის მნიშვნელობას, რაც მოხდა აღდგომის იმ დილას.

რის გამოა იესო ქრისტეს უსაზღვრო მსხვერპლი და აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისტორიაში, რატომ აქვს მას ომებზე, კატაკლიზმებსა და ცხოვრების შემცვლელ სამეცნიერო აღმოჩენებზე უფრო დიდი გავლენა?

იმიტომ, რომ იესო ქრისტეს გამო ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიცხოვროთ

პასუხი დევს ორ დიად, გადაულახავ გამოწვევაში, რომლის წინაშეც ყოველი ჩვენგანი აღმოჩნდება.

პირველი: ჩვენ ყველანი მოვკვდებით. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სილამაზეს, ჯანმრთელობას, სიფრთხილეს - დადგება დღე, როცა სიცოცხლე მიატოვებს სხეულს. მეგობრები და ოჯახი დაგიტირებენ. მაგრამ მათ არ შეუძლიათ თქვენი გაცოცხლება.

თუმცა, იესო ქრისტეს გამო ეს სიკვდილი დროებითი იქნება. თქვენი სული ერთ მშვენიერ დღეს თქვენს სხეულს შეუერთდება. ეს აღმდგარი სხეული აღარ დაექვემდებარება სიკვდილს,3 და თქვენ მარადისობაში იცხოვრებთ და იქნებით ტკივილისა და ფიზიკური ტანჯვისგან თავისუფალნი.4

ეს მოხდება იესო ქრისტეს წყალობით, რომელმაც სიცოცხლე შეწირა ჩვენთვის და შემდეგ კვლავ დაიბრუნა იგი.

მან ეს გააკეთა მათთვის, ვისაც მისი სწამს.

მან ეს გააკეთა მათთვისაც, ვისაც მისი არ სწამს.

მან ეს გააკეთა მათთვისაც, ვინც მას დასცინოდა, შეურაცხყოფდა და სწყევლიდა.5

იესო ქრისტეს გამო ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიცხოვროთ ღმერთთან

მეორე: ჩვენ ყველას გვაქვს ცოდვები. ჩვენი ცოდვები არ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ კვლავ გვეცხოვრა ღმერთთან, რადგან ვერაფერი უწმინდური ვერ შევა მის სასუფეველში.6

ამის შედეგად, ვერცერთი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი ვერ მივიდოდა მის გარემოცვაში, სანამ იესო ქრისტე, უმწიკვლო კრავი, არ შეწირავდა საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. რადგან იესოს არ ჰქონდა არანაირი დანაშაული, მას შეეძლო ვალის გადახდა და ყოველი სულისთვის დაეკმაყოფილებინა სამართალის მოთხოვნა.და ეს ჩემი და თქვენი ჩათვლით.

იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა.

ყოველი ცოდვის.

იმ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს იესო ქრისტემ გახსნა სიკვდილის კარი და გადალახა ის დაბრკოლებები, რომლებიც გვაკავებდა მარადიული ცხოვრების წმინდა სამყოფელში შესვლისგან. ჩვენი უფლისა და მხსნელის გამო, მე და თქვენ გვეძლევა ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი ძღვენი - მიუხედავად წარსულისა, ჩვენ შეგვიძლია მოვინანიოთ და მივყვეთ გზას, რომელსაც მივყავართ ცელესტიალური სინათლისა და დიდებისკენ, გარშემოხვეულებს მამაზეციერის ერთგული შვილებით.

რატომ გვიხარია

ჩვენ აღდგომის კვირა დღეს სიცოცხლეს ვზეიმობთ!

იესო ქრისტეს გამო ჩვენ ყველანი აღვდგებით სიკვდილის სასოწარკვეთლებისგან და გულში ჩავიკრავთ საყვარელ ადამიანებს და სიხარულითა და მადლიერებით აღვსილნი, ცრემლსაც დავღვრით.იესო ქრისტეს გამო ჩვენ ვიარსებებთ, როგორც მარადიული არსებები,უსასრულო სამყაროები.

იესო ქრისტეს გამო ჩვენი ცოდვები არა მხოლოდ წაიშლება, ისინი მიგვეტევება.

ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ და ავმაღლდეთ.

გავხდეთ წმინდანი.

ჩვენი საყვარელი მხსნელის გამო ჩვენ მუდამ შეგვიძლია ვსვათ იმ წყაროდან, რომელიც მარადიული ცხოვრების წყაროდ გადაიქცევა.7 ჩვენ შეგვიძლია მარად ვიცხოვროთ ჩვენი მარადიული მეფის სავანეში, წარმოუდგენელ დიდებაში და სრულყოფილ ბედნიერებაში.

ვხედავთ კაცს?

ყოველივე ამის მიუხედავად, დღეს მსოფლიოში მრავალი ადამიანია, რომელმაც ან არ იცის და ან არ სჯერა იესო ქრისტეს ძვირფასი ძღვენის, რომელიც მან გვიბოძა. შეიძლება მათ სმენიათ იესო ქრისტეს შესახებ და იციან, რომ ისტორიული პერსონაჟია, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ მას თავის ჭეშმარიტ როლში.

როცა ამაზე ვფიქრობ, მახსენდება მხსნელი, რომელიც იუდეის რომაელი პრეფექტის, პონტიუს პილატეს წინაშე იდგა, სიკვდილამდე რამდენიმე საათის წინ.

პილატე იესოს მხოლოდ მიწიერი თვალსაზრისით უყურებდა. პილატი თავის საქმეს ასრულებდა და ეს ორ დავალებას ითვალისწინებდა: რომაელთაგან მოსაკრებლის აკრეფას და სიმშვიდის შენარჩუნებას. ახლა ებრაელმა სინედრიონმა მის წინაშე კაცი მოიყვანა, რომელიც, მათი თქმით, დაბრკოლების ქვა იყო ორივე დავალების შესასრულებლად.8

დაკავებულის დაკითხვის შემდეგ პილატემ გამოაცხადა: ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.9 მაგრამ იგრძნო, რომ უნდა დაეკმაყოფილებინა იესოს ბრალმდებლები, ასე რომ პილატემ მიმართა ადგილობრივ წესს, რომლიც თანახმადაც ერთ-ერთი დაკავებულთაგანი შეიძლება განთავისუფლებულიყო პასექის დროს. განა არ იხსნიდნენ იესოს ცნობილი ავაზაკისა და მკვლელი ბარაბას ნაცვლად?

მაგრამ ხმაურიანმა ბრბომ მოითხოვა პილატესგან ბარაბას განთავისუფლება და იესოს ჯვარზე გაკვრა.

რატომ?” იკითხა პილატემ. რა ბოროტება აქვს ჩადენილი?

მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ. “ჯვარს აცვი იგი”!11

ბრბოს დასაკმაყოფილებლად პილატემ ბოლო მცდელობას მიმართა - უბრძანა იესოს გამათრახება.12 ასეც მოიქცნენ, დატოვეს იგი დასისხლიანებული და დაჟეჟილი. ისინი დასცინოდნენ, თავზე ეკლების გვირგვინი დაადგეს და ძოწეულით შემოსეს.13

ალბათ პილატე ფიქრობდა, რომ ამით სისხლმოწყურებული ბრბო დაკმაყოფილდებოდა.რომ იქნებ შეიბრალებდნენ კაცს.“აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან,” - თქვა პილატემ, “რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში … აჰა, კაცი”!14

თავად ძე ღვთისა იდგა იერუსალიმის მაცხოვრებლების წინაშე.

ისინი უყურებდნენ ქრისტეს, მაგრამ ვერ ხედავდნენ მას.

მათ ამისთვის თვალები არ ჰქონდათ.15

გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ჩვენც გვიწვევენ, ვიხილოთ კაცი. სამყაროში მასზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ძველი დროის და თანამედროვე წინასწარმეტყველები მოწმობენ, რომ იგი არის ძე ღვთისა. მეს ვმოწმობ ამას. მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ ჩვენ ყველამ ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ დასკვნა. ასე რომ, როცა თქვენ ფიქრობთ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ, რას ხედავთ?

ისინი, ვინც რამენაირად ახერხებენ, იხილონ კაცი, პოულობენ შესასვლელს ცხოვრების უდიდესი სიხარულისკენ და სასოწარკვეთილებისგან მოსაშუშებელ ბალზამს.

ასე რომ, როცა ცხოვრებისეული გასაჭირი და მწუხარება შემოგარტყვამთ წრეს, იხილეთ კაცი.

როცა თავს დაკარგულად და მივიწყებულად გრძნობთ, იხილეთ კაცი.

როცა სასოწარკვეთილად, მიტოვებულად, ეჭვებში, დაზარალებულად ან დამარცხებულად გრძნობთ თავს - იხილეთ კაცი.

იგი განუგეშებთ.

იგი განგკურნავთ და თქვენს მოგზაურობას აზრს მიანიჭებს. იგი თავის სულს გადმოღვრის თქვენზე და უსაზღვრო სიხარულით აგივსებთ გულს.16

იგი აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს.17

როცა ჭეშმარიტად ვიხილავთ კაცს, ჩვენ შევიტყობთ მის შესახებ და ვეძიებთ, ჩვენი ცხოვრება მის ცხოვრებას გავუტოლოთ. ჩვენ ვინანიებთ და ვცდილობთ, ვსრულყოთ ჩვენი ბუნება და ყოველდღე ცოტათი მივუახლოვდეთ უფალს. ჩვენ ვენდობით მას. მცნებების დაცვით და ცხოვრებით წმინდა აღთქმებითურთ ჩვენ ვამჟღავნებთ მის მიმართ სიყვარულს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვხდებით მისი მოწაფენი.

მისი გამწმენდი ნათელი კვებას ჩვენს სულს. მისი მადლი აგვამაღლებს. ჩვენი ტვირთი შემსუბუქდება, ჩვენი სიმშვიდე გაიზრდება. როცა ჭეშმარიტად ვიხილავთ კაცს, ჩვენ გვეძლევა დალოცვილი მომავლის დაპირება, რაც შთაგვაგონებს და გვაძლებინებს ცხოვრების მოგზაურობის უსწორმასწორო გზაზე. უკან რომ მოვიხედავთ დავინახავთ, რომ არსებობს ღვთიური ნიმუში და ყველაფერს თავისი ახსნა ექნება.18

როცა მიიღებთ მის მსხვერპლს, გახდებით მისი მოწაფე და ბოლოს მიაღწევთ მიწიერი მოგზაურობის დასასრულს, რა მოუვა იმ გასაჭირს, რომლის ატანაც მოგიწიათ ამ ცხოვრებაში?

ის გაქრება.

გულგატეხილობა, ღალატი, დევნა, რომლის წინაშეც აღმოჩნდით?

გაქრება!

ტანჯვა, გულის ტკივილი, ბრალი, სირცხვილი და წვალება, რომელიც გაიარეთ?

გაქრება!

დავიწყებას მიეცემა.

გასაკვირია, რომ ვსაუბრობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე …რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, თუ რომელ წყაროს დაეყრდნონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად“?19

გასაკვირია, რომ მთელი გულით ვცდილობთ, ჭეშმარიტად ვიხილოთ კაცი?

ჩემო საყვაელო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კაცობრიობის ისტორიაში იყო ის დღე, როცა იესო ქრისტემ, ძე ღვთისამ, გაიმარჯვა სიკვდილსა და ცოდვაზე ღმერთის ყოველი შვილისთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენსა და ჩემს ცხოვრებაში არის ის დღე, როცა ვსწავლობთ, ვიხილოთ კაცი!; როცა ვხედავთ მას ისეთს, როგორიც იგი ჭეშმარიტად არის; როცა მთელი გულითა და გონებით ვიღებთ მის გამოსყიდვის ძალას; როცა განახლებული ენთუზიაზმითა და ძალით ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივყვეთ მას.დაე, ეს იყოს დღე, რომელიც არაერთხელ გამეორდება ჩვენს ცხოვრებაში.

მე ვმოწმობ და გაკურთხებთ იმაზედ, რომ როცა ვიხილავთ კაცს, ჩვენ ვიპოვით აზრს, სიხარულსა და სიმშვიდეს ამ მიწიერ და მარადიულ ცხოვრებაშიც კი, რომელიც გველის. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. მოსია 15:23.

  2. იოანე 19:30.

  3. იხ. ალმა 11:45

  4. იხ. გამოცხადება 21:4.

  5. იხ. 1 კორინთელთა 15:21–23.

  6. 3 ნეფი 27:19.

  7. იხილეთ იოანე 4:14.

  8. იხილეთ ლუკა 23:2.

  9. იოანე 18:38. იმისთვის, რომ იესოს გასამართლებისგან თვი აერიდა, პილატემ ეს საქმე გადასცა ჰეროდ ანტიპას. თუკი ჰეროდი, რომელმაც უბრძანა იოანე ნათისმცემლის მოკვლა (იხ. მათე14:6-11), ასევე იესოს დასდებდა ბრალს, პილატე შეძლებდა განეცხადებინა, რომ ეს იყო ადგილობრივი საქმე და იგი დათნხმდა განაჩენს, რათა სიმშვიდე შეენარჩნებინა. მაგრამ იესოს ჰეროდისთვის სიტყვაც არ უთქვამს (იხ. ლუკა 23:6-12.) და ჰეროდმა იგი ისევ პილატესთან გაგზავნა.

  10. იხ. მარკოზი 15:6–7; იოანე 18:39–40. ერთ-ერთი მწიგნობარი ახალი აღთქმიდან წერს:“როგორც ჩანს, წესი იყო ისეთი, რომ პასექის დროს რომაელი მმართველი ათავისუფლებდა ერთ-ერთ ებრაელ ბრალდებულს, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი” (Alfred Edersheim, The Life and Times of Jesus the Messiah [1899], 2:576). სახელი ბარაბა ნიშნავს მამაის ძე.” საინტერესოა, რომ იერუსალიმის მცხოვრებთ მიეცათ არჩევანი ორ ამ ადამიანს შორის.

  11. იხ. მარკოზი 15:11–14.

  12. გამათრახება იმდენად საშინელი იყო, რომ მას უწიდებდნენ შუალედურ სიკვდილს (Edersheim, Jesus the Messiah, 2:579).

  13. (იხ. იოანე 19:1-3).

  14. იოანე 19:4-5.

  15. იმაზე ადრე იესომ შენიშNა, რომ ამ ადამიანთა გულები გაბილწდა და ყური მოიყრუეს, თვალები დახუჭეს; მაგრამ მათ ყურებით უნდა მოისმინონ, თვალებით იხილონ, გულით გაიგონ და მოიქცნენ რწენაზე და მე უნდა განვკურნო ისინი. შემდეგ რბილად უთხრა მოწაფეებს: „ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ“.(მათე 13:15–16). გავიქვავებთ გულს თუ გავახელთ თვალებს და გავხსნით ყურებს, რათა ჭეშმარიტად ვიხილოთ კაცი?

  16. იხ. მოსია 4:20.

  17. ესაია 40:29.

  18. იხ. Dieter F. Uchtdorf, “The Adventure of Mortality” (worldwide devotional for young adults, Jan. 14, 2018), broadcasts.lds.org.

  19. 2 ნეფი 25:26.