2010-2019
მსახურება
აპრილი, 2018 წ.


მსახურება

ჩვენ განვახორციელებთ სხვებზე ზრუნვისა და მსახურების ახალ, უფრო წმინდა მიდგომას.

გმადლობთ, უხუცესო გონგ და უხუცესო სოარეს, გულითადი რწმენის გამომჟღავნებისთვის. ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ თქვენთვის და თქვენი მეწყვილეებისათვის.

ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ სულ უფლის მითითების ძიებაში ვართ, რათა ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ წევრებს ღმერთის მცნებების დაცვაში, განსაკუთრებით ორი დიდი მცნების - გიყვარდეს ღმერთი და შენი მოყვასი.1

თვეების განმავლობაში ჩვენ ვეძიებდით, ჩვენი ხალხის სულიერი და მიწიერი საჭიროებებისთვის მხსნელის გზით მსახურების უკეთესი გზების პოვნას.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ შინა მასწავლებლის და სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამები იმ სახით, რა სახითაც ისინი ჩვენთვის ცნობილია. ამის ნაცვლად ჩვენ სხვებზე ზრუნვასა და მსახურებას ახალი, უფრო წმინდა მიდგომით ვცდილობთ.ჩვენ ამ მცდელობებს უბრალოდ “მსახურებას” ვუწოდებთ.

მსახურების ეფექტური მეთოდები მოაქვს დების ბუნებრივ ძღვენს და სამღვდელოების შეუდარებელ ძალას. ჩვენყველას გვჭირდება მსგავსი დაცვა მოწინააღმდეგის მზაკვრული ხრიკებისგან.

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი თრმეტ მოციქულთა ქვორუმიდან და მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, და ჯინ ბ. ბინგჰამი, აგვიხსნიან, როგორ იმოქმედებენ სამღვდელოების ძმები მოწყალების საზოგადოებისა და ახალგაზრდა ქალების დებთან ერთად მთელს მსოფლიოში ეკლესიის წევრებისთვის მსახურებისთვის და ზრუნვისთვის.

პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი გაერთიანდნენ ამ გზავნილის დამტკიცებაში. მადლიერებითა და ლოცვით ჩვენ გადავშალეთ ეკლესიის ისტორიის ახალი ფურცელი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.