2010-2019
მოემზადეთ ღმერთთან შესახვედრად
აპრილი, 2018 წ.


მოემზადეთ ღმერთთან შესახვედრად

ღვთაებრივი ვალდებულებების შესრულებით პატიოსნებაში, ერთიანაბოსა და თანასწორობაში ჩვენ ვემზადებითღმერთთან შესახვედრად.

ელიზა რ. სნოუმ, საუბარში კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ცერემონიასთან დაკავშირებით (რომელსაც იგი ესწრებოდა) თქვა: „მიძღვნითი ცერემონიები შეიძლება კარგად ნავარჯიშები იყოს, მაგრამ ენით არ აიღწერება იმ მნიშვენლოვანი დღის ღვთაებრივი გამოვლინება. ზოგს ანგელოზები მოევლინა და ეს მოხდა, რადგან ყოველმა იქ მყოფმა ღვთიურობის სუფევა გაიაზრა და ყოველი გული აუღწერელი სიხარულითა და დიდებით აივსო“.1

ღვთაებრივი გამოვლინება კირტლანდის ტაძარში დაედო საფუძვლად იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის მიზანს, მამაზეციერის შვილების ხსნისა და ამაღლების განსახორციელებლად.2 როცა ღმერთთან შესახვედრად ვემზადებით, შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ჩვენი ღვთაებრივი ვალდებულებები, თუკი განვიხილავთ კირტლანდის ტაძარში აღდგენილ წმინდა გასაღებების დანიშნულებას.

მიძღვნით ლოცვაში წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი მორჩილად ევედრებოდა უფალს „მიიღე ეს სახლი … რომლის აშენებაც გვიბრძანე“.3

ერთი კვირის შემდეგ, აღდგომის დილას, უფალი გამოეცხადა მას დიდებულ ხილვაში და მიიღო თავისი ტაძარი. ეს მოხდა 1836 წ. 3 აპრილს, ამ აღდგომის კვრიდან დაახლოებით 182 წ. წინ. ეს ასევე პასექის დრო იყო - ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენა, როცა აღდგომა და პასექი ერთმანეთს ემთხვევა. ხილვის დასასრულს, სამი ძველი დროის წინასწარმეტყველი - მოსე, ელიასი და ელია გამოეცხადნენ და გადასცეს გასაღებები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი იყო უფლის მიზნის შესასრულებლად მის მიერ აღდგენილი ეკლესიისთვის ამ წყობაში. ეს მიზანი უბრალოდ, თუმცა მჭერმეტყველურად, განმარტებულ იქნა, როგორც ისრაელის შეკრება და ოჯახების ჩაბეჭდვა, ასევე სამყაროს მომზადება უფლის მეორე მოსვლისთვის.4

როგორც ელიასთვის, ისე მოსესთვის გამოჩენა იყო „გასაოცარი პარალელი… იუდეველთა ტრადიციასთან, რის თანახმადაც მოსე და ელია ერთად მოევლინებოდნენ ჟამის ამოწურვისას“.5 ჩვენს დოქტრინაში ამ გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გარკვეული გასაღებების აღდგენას, „რომლებიც … მიცემულ იქნა ბოლო დღეებისთვის და საბოლოოდ, რაშიც მდგომარეობს ჟამთა სისრულის წყობა“.6

კირტლანდის ტაძარი, როგორც მდებარეობით, ისე ზომით, შედარებით უცნობი იყო. მაგრამ საკაცობრიო უდიდესი დანიშნულების თვალსაზრისით მისით მარადისობა ფორმირდებოდა. ძველი დროის წინასწარმეტყველებმა აღადგინეს მღვდლობის გასაღებები იესო ქრისტეს სახარების ხსნის მარადიული წეს-ჩვეულებების შესასრულებლად. ამის შედეგი გახდა ერთგული წევრების უდიდესი სიხარული.

ეს გასაღებები უზრუნველყოფს „ძალას ზეციდან“7 ღვთაებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მაშინაც და ახლაც წარმოადგენს ეკლესიის მთავარ მიზანს.8 იმ მშვენიერ აღდგომის დღეს კირტლანდის ტაძარში, აღდგენილ იქნა სამი გასაღები:

პირველი: მოსე გამოეცხადა და გადასცა ისრაელის შეკრების გასაღებები დედამიწის ოთხი კიდიდან, რაც მისიონერული სამუშაოა.9

მეორე: ელიასი გამოეცხადა და გადასცა აბრამის სახარების წყობის გასაღებები, რაც მოიცავს აბრაამის აღთქმის აღდგენას.10 პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა, რომ აღთქმის გასაღებების მიზანია, მოვამზადოთ წევრები ღვთის სასუფევლისთვის. მან თქვა: „ჩვენ ვიცით, ვინ ვართ და რას ელის ღმერთი ჩვენგან“.11

მესამე: ელია გამოეცხადა და გადასცა ჩაბეჭდვის გასაღებები ამ წყობაში, რაც ოჯახური ისტორიის და ტაძრის შემცვლელი წეს-ჩვეულებებია და უზრუნველყოფს ხსნას როგორც ცოცხალი, ასევე გარდაცვლილი ადამიანებისთვის.12

პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ხელმძღვანელობის ქვეშ ეკლესიის სათაო ოფისში არსებობს სამი აღმასრულებელი საბჭო, რომელიც მეთვალყურეობს ამ სამ ღვთაებრივ ვალდებულებას, რომელიც დაფუძნებულია კირტლანდის ტაძარში აღდგენილ გასაღებებზე. ესენია: მისიონერთა აღმასრულებელი საბჭო, სამღვდელოებისა და ოჯახების აღმასრულებელი საბჭო და ტაძრებისა და ოჯახური ისტორიის აღმასრულებელი საბჭო.

სად ვიმყოფებით ამჟამად ამ ღვთაებრივი ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებაში?

პირველი: მოსეს მიერ ისრაელის შეკრების გასაღებების აღდგენით დღეს დაახლოებით 70 000 მისიონერია დედამიწის ზურგზე, რომლებიც ქადაგებენ უფლის სახარებას მის რჩეულთა შესაკრებად.ეს არის ნეფის მიერ ნაწინასწარმეტყველები დიადი და საოცარი სამუშაოს დასაწყისი წარმართთა და ისრაელის სახლს შორის.ნეფიმ იხილა ჩვენი დრო, როცა ღმერთის წმინდანები იქნებოდნენ მთელ დედამიწის ზურგზე, მაგრამ რიცხობრივად ისინი ცოტანი იქნებოდნენ ბოროტების გამო. თუმცა, მან იხილა, რომ ისინი „შეიარაღებულნი იყვნენ სიმართლით და ღვთის ძალით, დიდ სიდიადეში“.13 როცა აღდგენილი ეკლესიის ისტორიას გადავავლებთ თვალს, მისიონერული მცდელობები ყველაზე მნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი. ჩვენ ვხედავთ ნეფის ხილვის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად ცოტანი ვართ, ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს და მივწვდებით მათ, ვინც გამოეხმაურება მხსნელის გზავნილს.

მეორე: ელიასი გამოეცხადა და გადასცა აბრამის სახარების წყობა, განაცხადა რა რომ ჩვენში და ჩვენს შთამომავლებში ყოველი თაობა კურთხეული უნდა იყოს. ამ კონფერენციაზე მნიშვნელოვანი მითითებები იქნა მიცემული იმისთვის, რომ დაეხმარონ წმინდანებს სრულყოფილების მიღწევაში და ღვთის სასუფევლისთვის მომზადებაში.14 სამღვდელოების სესიაზე გაკეთებული განცხადება უხუცესთა და მღვდელმთავრების ქვორუმების მიმართებაში გაანთავისუფლებს მღვდლობის ძალასა და უფლება-მოსილებას. შინა და სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამები, ახლა უკვე „მსახურება“, როგორც ეს მჭერეტყველურად წარმოგვიდგინეს ამ სესიაზე, მოამზადებს უკანასკნელ დღეების წმინდანებს ღმერთთან შესახვედრად.

მესამე, ელიამ გადასცა ამ წყობის ჩაბეჭდვის გასაღებები. ჩვენს დროში მცხოვრებთათვის ტაძრების რაოდენობისა და ოჯახური ისტორიის სამუშაოს ზრდა ფენომენალურ შედეგს აღწევს. ეს ტემპი შენარჩუნდება და გაიზრდება კიდევაც მხსნელის მეორე მოსვლამდე, თუკი „მის მოსვლამდე მთელი დედამიწა არ შეწყვეტს არსებობას“.15

თანამედროვე ტექნოლოგიებით ზეციდან კურთხეული ოჯახური ისტორიის სამუშაო ამ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. არ იქნებოდა ბრძნული ჩვენი მხრიდან, ვიყოთ თვითკმაყოფილნი ამ ღვთაებრივი ვალდებულების გამო და ველოდოთ, რომ დეიდა ჯეინი ან რომელიმე სხვა თავდადებული ნათესავი მოაგვარებს ამას.ნება მომეცით, გაგიზიაროთ პრეზიდენტ ჯოზეფ ფილდინგ სმითის მოსასმენად არც თუ ისე სასიამოვნო კომენტარები ამ თემაზე: „არავის არ თავისუფლდება ამ დიადი ვალდებულებისგან. ეს ისევე მოეთხოვება მოციქულს, როგორც ყველაზე თავმდაბალ უხუცესს [ან დას]. ადგილი, განმასხვავებელი ნიშანი, ეკლესიაში …მსახურების დიდი სტაჟი არავის არ ათავისუფლებს გარდაცვლილთა ხსნისგან“.16

ჩვენ ახლა მთელს მსოფლიოში გვაქვს ტაძრები და ტაძარში მოსიარულეთა დახმარების ფონდები მათ დასახმარებლად, ვინც გასაჭირში არიან და ტაძრიდან შორს იმყოფებიან.

ჩვენ, როგორც ცალკე პირებს, შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი მცდელობები მისიონერულ, სატაძრო და ოჯახური ისტორიისა და ღმერთთან შესახვედრად მომზადების სამუშაოში.

პატიოსნება, ერთიანობა და თანასწორობა უფლის წინაშე განამტკიცებს ამ წმინდა ვალდებულებებს.

პატიოსნების გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ ეს ცხოვრება ყოველი ჩვენგანისთვისარის ღმერთთან შესახვედრად მომზადების დრო.17 მორმონის წიგნი გვაძლევს უამრავ მაგალითს ტრაგიკული შედეგებისა, როცა ცალკე პირები ან ჯგუფები არ იცავენ ღვთის მცნებებს.18

ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიწიერი ცხოვრების საკითხები და საზრუნავი გადაინაცვლa ერთი უკიდურესობიდან მეორემდე - დაწყებული არასერიოზული და ყოველდღიური საკითხებიდან და დამთავრებული სერიოზული ამორალურობით. შესაქებია, როცა სექსუალური ძალადობა გამოაშკარავდება და განიკიცხება.19 ასეთი ამორალურობა ეწინააღდეგება საზოგადოების კანონებს. თუმცა, ვისაც ესმის ღვთის გეგმა, უნდა ასევე დაუპირისპირდეს თავისუფალ ყოფაქცევას, რაც ასევე ცოდვაა. მოწოდება მსოფლიოს გვაფრთხილებს, რომ „ისინი, ვინც უმანკოების კანონებს არღვევენ და შეურაცხყოფას აყენებენ მეუღლეს ან შვილებს … გარკვეულ დროს პასუხს აგებენ ღმერთის წინაშე“.20

როცა ირგვლივ ვიყურებით, ვხედავთ ბოროტების განადგურებას და ყოველ ნაბიჯზე - ჩვევებს.თუკი ჩვენ, როგორც ინდივიდებს, მართლაც გვაწუხებს ჩვენი მხსნელის საბოლოო განკითხვა, უნდა ვეძიოთ მონანიება. ვშიშობ, რომ მრავალი ადამიანი აღარ თვლის, რომ პასუხს აგებს ღმერთის წინაშე და არ კითხულობს წმინდა წერილს ან წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რათა იხელმძღვანელონ მათით. თუკი ჩვენ ,როგორც საზოგადოება, განვიხილავთ ცოდვის შედეგს, აგორდება მასიური საზოგადოებრივი პროტესტი პორნოგრაფიისა და ქალთა დამონების საწინააღმდეგოდ.21 როგორც ალმამ უთხრა თავის შვილს, კორიანტონს, მორმონის წიგნში, „ბოროტება არასდროს არ ყოფილა ბედნიერება“.22

ერთიანობასთან მიმართებაში მხსნელმა განაცხადა: „თუ არ ხართ ერთიანნი თქვენ არ ხართ ჩემი“.23 ჩვენ ვიცით, რომ კამათის სული ეშმაკისაა.24

ჩვენს დროში წმინდა წერილში აღწერილ ერთიანობას იგნორირებენ და მრავალი ადამიანისთვის აქცენტი კეთდება ტრაიბალიზმზე,25 რასაც ხშირად საფუძვლად ედება სტატუსი, სქესი, რასა ან სიმდედრე. მრავალ ქვეყანაში, ყველგან თუ არა, მოსაზრებები ცხოვრების სტილზე იყოფა. უფლის ეკლესიაში ერთადერთი კულტურა, რომელსაც მივყვებით და ვასწავლით, არის იესო ქრისტეს სახარება. ერთიანობა, რომელსაც ვეძიებთ, უნდა შერწყმულ იქნას მხსნელთან და მის სწავლებებთან.26

თუ ეკლესიის მთავარ მიზნებს შევხედავთ, ისინი ყველანი დაფუძნებულია უფლის წინაშე თანასწორობაზე 27 და იესო ქრისტეს სახარების კულტურის მიხედვით ცხოვრებაზე. მისიონერული სამუშაოს გათვალისწინებით ვიტყვი, რომ ნათლობის ძირითადი მოთხოვნილება არის ღვთის წინაშე თავის დამდაბლება და გატეხილი გულითა და მომნანიებელი სულით მოსვლა.28 განათლება, სიმდიდრე, რასა თუ ეროვნება არც კი განიხილება.

ამის გარდა, მისიონერები მორჩილად მსახურობენ იქ, სადაც მათ მოუწოდებენ. ისინი არ ცდილობენ მსახურებას მიწიერი სტანდარტების გათვალისწინებით ან მომავალი კარიერისთვის მოსამზადებლად. ისინი მსახურობენ მთელი გულით, ძალით, გონებითა და ღონით იქ, სადაც ისინი გაამწესეს. ისინი არ ირჩევენ ძმადნაფიცს და ბეჯითად ეძიებენ ქრისტეს მსგავსი თვისებების განვითარებას,29 რაც იესო ქრისტეს კულტურის შუაგულს წარმოადგენს.

წმინდა წერილი გვაძლევს მითითებებს ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის. მხსნელმა გვასწავლა, რომ პირველი მცნებაა „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი“. მეორე კი „შეიყვარე მოყვასი შენი როგორც თავი შენი.”30

მხსნელი სულ გვეუბნებოდა იმას, რომ ყოველი ადამიანი ჩვენი მოყვასია.31 მორმონის წიგნი გარკვევით გვიხსნის, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი სიმდიდრის, თავადობისა თუ თანამდებობაზე აგებული სხვაობები.32 ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და თანასწორნი ღმერთის წინაშე.

წმინდა წეს-ჩვეულებები და ღვთაებრივი ვალდებულებები აგებულია ამ წინაპირობაზე. მე ველი იმას, რომ თქვენი პირადი გამოცდილება ტაძარში ჩემი გამოცდილების მსგავსი იქნება.როცა სან-ფრანცისკოში ვმუშაობდი, სამუშაოს შემდეგ ოკლანდის ტაძარში ჩავდიოდი და იქ სიყვარულისა და სიშვიდის გრძნობაში ვიძირებოდი.ეს გრძნობა ძირითადად მიჩნდებოდა იმის გამო, რომ ვგრძნობდი - ღმერთთან და მის მიზნებთან ახლოს მივდიოდი.ხსნის წეს-ჩვეულებები ჩემი ძირითადი მიზანი იყო, მაგრამ ამ მშვენიერი გრძნობების მნიშვნელოვანი ნაწილი თანასწორობისა და ერთიანობის გრნობის გამო იყო, რითაც ტაძრის ატმოსფერო იყო გაჯერებული. ყველა თეთრებშია გამოწყობილი. არ შეიმჩნევა სიმდიდრის, თანამდებობის, განათლებისა თუ სხვა სახის მიღწევები; ჩვენ ყველანი ღმერთის წინაშე თავმდაბალი დები და ძმები ვართ.

ჩაბეჭდვის წმინდა ოთახში მარადიული ქორწინების წეს-ჩვეულება ყველასათვის ერთი და იგივეა. მსიამოვნებს, რომ უღარიბესი და უმდიდრესი შეუღებული წყვილი ერთსა და იმავე გამოცდილებას იღებს. მათ ერთნაირი ტანისამოსი აქვთ და იმავე აღთქმებს დებენ საკურთხეველთან. ისინი ასევე იღებენ ერთსა და იმავე მარადიულ მღვდლობის კურთხევებს. ყოველივე ეს ხდება მშვენიერ ტაძარში, რომელიც აშენებულია წმინდანთა მეათედის შეწირვით უფლის სახლის წმინდა მშენებლობისთვის.

უფლის წინაშე პატიოსნებაზე, ერთიანობაზე და თანასწორობაზე აგებული ღვთაებრივი ვალდებულებების შესრულებას მოაქვს პირადი ბედნიერება და სიმშვიდე ამ ქვეყნად და გვამზადებს მარადიური ცხოვრებისთვის იმ ქვეყნად.33 ეს გვამზადებს ღმეღთთან შესახვედრად.34

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყოველი თქვენგანი, ამჟამინდელი მდგომარეობის მიუხედავად, ეპისკოპოსთან თანამშრომლობით იყოს ღირსი სატაძრო რეკომენდაციის მიღებისა.35

ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ მრავალი წევრი ემზადება ტაძარში წასასვლელად.წლების განმავლობაში შეინიშნება ტაძარში შესასვლელად ღირსეული ზრდასრული წევრების რიცხვის ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად გაიზარდა შეზღუდული გამოყენების რეკომენდაციის მქონე ღირსეული ახალგაზრდების რიცხვი. ცხადია, რომ ეკლესიის ერთგული წევრების ბირთვი არასოდეს არ ყოფილა ასე ძლიერი.

და ბოლოს, გთხოვთ, დარწმუნებული იყოთ, რომ ეკლესიის მთავარი ხელმძღვანელები, რომლებიც ეკლესიის ღვთაებრივ ვალდებულებებს თავმჯდომარეობენ, იღებენ ღვთიურ დახმარებას. ეს დახმარება სულიწმიდნისგან მოდის და ზოგჯერ უშუალოდ მხსნელისგან. ორივე სახის სულიერი რჩევა-დარიგებანი ეძლევათ.მე მადლიერი ვარ ასეთი დახმარების მიღებისთვის, მაგრამ რჩევა-დარიგება უფლის დროს გვეძლევა, ხაზი ხაზზე, მცნება მცნებაზე,36 როცა „ყოვლის მცოდნე უფალი მოინდომებს ჩვენს განსწავლას“.37 ეკლესიისთვის განკუთვნილი რჩევა-დარიგებანი მოდის მხოლოდ მის წინასწარმეტყველთან.

ჩვენ ყველას გვქონდა საშუალება, ამ კონფერენციაზე მხარი დაგვეჭირა პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისთვის, როგორც ჩვენი წინასწარმეტყველისა და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტისთვის. თორმეტმა მოციქულმა, როგორც ერთად ისე ცალ-ცალკე, მიიღო მნიშვნელოვანი სულიერი გამოცდილება, როცა პრეზიდენტ ნელსონსა და პრეზიდენტ დალლინ ჰ. ოუქსს თავზე დავასხით ხელი და ამ მოქმედებით, თითქოს და გავახმოვანეთ მისი ეკლესიის პრეზიდენტად კურთხევა. მე ვმოწმობ, რომ იგი წინასწარ იყო ხელდასხმული და მთელი ცხოვრების განმავლობაში მზად იყო ყოფილიყო ჩვენი დროის უფლის წინასწამეტყველი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.