2010-2019
პატარა და უბრალო საქმეები
აპრილი, 2018 წ.


პატარა და უბრალო საქმეები

ჩვენ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ საერთო ჯამში, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ამ თითქოს და პატარა საქმეებით ხდებოდა დიდი საქმეების კეთება.

I.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მეც, თქვენ მსგავსად, ეს გზავნილები, მუსიკა და გრძნობები ღრმად შემეხო, დამმოძღვრეს და შთამაგონეს. თქვენთან საუბრისას გამოვხატავ მადლიერებას ჩვენი დებისა და ძმების მიმართ, რომლებმაც, არიან რა იარაღები ღმერთის ხელში, მოგვცეს ეს სიძლიერის შეგრძნება.

მადლიერი ვარ, რომ აღდგომის კვირა დღეს მივმართავ ამ აუდიტორიას. დღეს ჩვენ ვუერთდებით სხვა ქრისტიანებს და ვზეიმობთ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის იესო ქრისტეს აღდგომა, ამ სიტყვის სრულიმნიშვნელობით, ჩვენი რწმენის ბურჯია.

რადგან ჩვენ გვწამს ბიბლიაში და მორმონის წიგნში აღწერილი იესო ქრისტეს აღდგომა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ ასევე გვწამს უთვალავი სულიერი სწავლებებისა, რომ მსგავსი აღდგომა ელის ყოველ მოკვდავს, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწის ზურგზე. ეს აღდგომა გვაძლევს, რასაც პეტრე მოციქული ეძახის „ცოცხალ იმედს“ (1 პეტრე 1:3). ეს ცოცხალი იმედი არის ჩვენი დარწმუნებულობა იმაში, რომ სიკვდილი არა ჩვენი იდენტურობის დასასრული, არამედ უბრალოდ აუცილებელი ნაბიჯია მამაზეციერის მოწყალე გეგმისა მისი შვილების ხსნისთვის. ეს გეგმა მოითხოვს მოკვდავობიდან უკვდავებაში გადასვლას. ამ გადასვლის მთავარი ნაწილია სიკვდილის მზის ჩასვლა და დიდებული დილის გათენება, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი უფლისა და მხსნელის აღდგომის გამო, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ აღდგომის ამ კვირა დღეს.

II.

ელიზა რ. სნოუს მიერ დაწერილი დიდებული ჰიმნის სიტყვებია:

რაოდენ დიადი, დიდებული და სრულია

გამოსყიდვის დიადი ჩანაფიქრი,

სადაც ერთად იყრის თავს სამართალი, სიყვარული და მოწყალება

ღვთიურ ჰარმონიაში!1

ამ ღვთიური ჩანაფიქრისა და ჰარმონიის გაგრძელებაა ჩვენი შეკრებები, ამ კონფერენციის ჩათვლით, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით და ვამხნევებთ.

ამ დილით ვიგრძენი, რომ უნდა გამომეყენებინა ალმას სწავლების სიტყვები მისი შვილის, ჰელამანისადმი, მორმონის წიგნიდან: „პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება“ (ალმა 37:6).

ჩვენ იესო ქრისტეს სახარება უამრავ პატარა და უბრალო საქმეს გვასწავლის. ჩვენ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ საერთო ჯამში, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ამ თითქოს და პატარა საქმეებით ხდებოდა დიდი საქმეების კეთება. მთავარმა ხელმძღვანელებმა და სხვა პატივცემულმა მასწავლებლებმა მრავალ გამოსვლაში ისაუბრეს ამ თემაზე. ეს თემა იმდენად მნიშვენლოვანია, რომ კვლავ ვგრძნობ მასზე საუბრის აუცილებლობას.

დილით რომ ვსეირნობდი, ვიხილე რაღაც, რამაც გამახსენა პატარა და უბრალო საქმეების ძალა. აი სურათი, რომელიც გადავიღე. სქელ, მაგარ ბეტონზე ბზარი გაჩნდა.ეს ქვემოდან ძლიერი და დიდი მოწოლის შედეგია? არა, ეს ბზარი გაჩნდა ხის ფესვის ნელი, პატარა ზრდის შედეგად.აი სხვა ქუჩაზე დანახული მსგავსი მაგალითი.

გამოსახულება
ბზარი ტროტუარზე
გამოსახულება
კიდევ ერთი ბზარი ტროტუარზე

მოწოლის ძალა, რომელმაც ეს მძიმე ბეტონი გაბზარა, ძალიან პატარაა, თუ მას ყოველდღიური ან ყოველთვიური მასშტაბით გავზომავთ, მაგრამ მისი ეფექტი გარკვეული დროის განმავლობაში არაჩვეულებრივად ძლიერი იყო.

იგივეა პატარა და უბრალო საქმეების ძლიერი ეფექტი გარკვეული დროის განმავლობაში, რაზედაც გვასწავლიან წმინდა წერილი და ცოცხლაი წინასწარეტყველები. ჩვენ გვასწავლეს, რომ წმინდა წერილის შესწავლა უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ასევე პირადი ლოცვა ან ოჯახთან ერთად, მუხლის მოდრეკით, რაც ერთგული უკანასკნელ დღეთა წინდანებისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ამის გარდა, ახალგაზრდებისთვის სემინარიისა ან ინსტიტუტის დასწრება ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანებისთვის. თითოეული ამსაქმეთაგან თითქოს და პატარა და უბრალოა, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი შედეგი ძლიერი სულიერი ამაღლება და ზრდაა. ეს ხდება, რადგან ყოველი ეს პატარა და უბრალო საქმე იწვევს სულიწმინდის თანხლებას, იმ დამმოწმებლისა, რომელიც გაგვანათლებს და მიგვმართავს ჭეშმარიტებისკენ, როგორც ეს პრეზიდენტმა აირინგმა აგვიხსნა.

სულიერი ამაღლებისა და ზრდის სხვა წყარო არის მუდმივი მონანიება, თუნდაც თითქოს უმნიშვნელო შეცოდებებისა.ჩვენი საკუთარი შთაგონებული თვითშეფასება დაგვეხმარება იმის დანახვაში, სად აგვიცდა ფეხი და როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება. ამგვარი მონანიება წინ უნდა უძღოდეს ჩვენს ყოველკვირეულ ზიარების მიღებას. მონანიების პროცესისთვის საჭირო რამდენიმე აზრი გამოხატულია ჰიმნში „ვინმეს რამე ვარგე“?

დღეს მე ვინმეს რამე ვარგე?

დავეხმარე ვინმე გაჭირვებულს?

გავამხნევე და გავამხიარულე ვინმე მოწყენილი?

თუ არა, მაშინ, ჭეშმარიტად, ვერაფერი ვარგე.

დღეს ვინმეს გასაჭირი შევუმსუბუქე

რადგან მსურდა თანაგრძნობა?

დავეხმარე ავადმყოფს და დაღლილს?

ვიყავი იქ, როდესაც მათ სჭირდებოდათ ჩემი დახმარება?

რა თქმა უნდა, ეს პატარა საქმეებია, მაგრამ ძალაინ კარგი მაგალითებია იმისა, რასაც ალმა ასწავლიდა თავის შვილს, ჰელამანს: „და უფალი ღმერთი ასე აღასრულებს თავის დიდ და მარადიულ მიზნებს; და პატარა საშუალებებით უფალს … მოაქვს ხსნა მრავალი სულისთვის“ (ალმა 37:7).

პრეზიდენტმა სტივენ ს.უილრაითმა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში, ჰავაიზე, ასე შთაგონებულად განმარტა ალმას სწავლება: „ალმა უდასტურებს შვილს, რომ უფლის ნიმუში ჭეშმარიტად ეფექტურია მაშინ, როცა ჩვენ მასში რწმენას ვამჟღავნებთდა მივყვებით მის რჩევას პატარა და უბრალო საქმეებში. მაშინ გვლოცავს იგი პატარა ყოველდღიური კურთხევებით, დროთა განმავლობაში კი სასწაულებით“.3

უხუცესი ჰოვარდ ვ.ჰანთერი გვასწავლიდა, რომ „ხშირად ბანალური დავალებები… ახდენს უდიდეს დადებით ეფექტს სხვების ცხოვრებაზე, თუკი ამას შევადარებთ იმას, რასაც სამყარო ხშირად უწოდებს სიდიადეს“.4

იმავე პრინციპების დამაჯერებელი საერო სწავლებებით გვეხმაურება ინდიანიდან ყოფილი სენატორი, დენ ქოუთსი: „ერთადერთი მზადება იმ ბრძნული გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც შეუძლია ცხოვრების და ერის შეცვლაც კი, არის ის ასობით და ათასობით სანახევროდ გაცნობიერებული, თვითგანმსაზღვრელი, თითქოს და უმნიშვნელო გადაწყვეტილებები, რომლებსაც პირადად ჩვენთივის ვიღებთ5

ეს „თითქოს და უმნიშვნელო“ პირადი გადაწყვეტილებები მოიცავს იმასაც, როგორ ვიყენებთ საკუთარ დროს, რას ვუყურებთ ტელევიზორში და ინტერნეტში, რას ვკითხულობთ, რა ხელოვნებისა და მუსიკის ნიმუშებით ვართ გარემოცულნი, რა სახის გართობებს ვეძებთ და როგორ ვანხორციელებთ ვალდებულებას, ვიყოთ პატიოსანნი და მართალნი. კიდევ ერთი თითქოს და პატარა და უბრალო საქმეა იყო მხიარული და ზრდილობიანი პირად ურთიერთობებში.

არცერთი ამ სასურველი პატარა და უბრალო საქმეთაგან არ აგვამაღლებს დიად საქმემდე, თუკი ჩვენ მათ უწყვეტად და თანმიმდევრულად არ გავატარებთ ცხოვრებაში. პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა თქვა: „ჩვენი ცხოვრება შედგება პატარა, უბრალო ვითარებებისგან, რომლებიც, ერთად მოყრილი და შეჯამებული, წარმოადგენენ დიდ საქმეს ქალისა თუ მამაკაცის ცხოვრებაში“.6

ჩვენზე ახდენს გავლენას მედია და კულტურის გაუარესება, რაც იწვევს ჩვენი ფასეულობების დაკნინებას, თუკი ჩვენ ამას გამუდმებით არ ვებრძვით. იმისთვის, რომ მარადიული მიზნის დინებას ავყვეთ, ჩვენ გამუდმებით უნდა ვმუშაობდეთ ნიჩბებით. თუ ჩვენ ერთი გუნდის წევრებივით ერთად ვმუშაობთ ნიჩბებით, ეს ყოველთვის დაგვეხმარება საქმეში. ეს მაგალითი კიდევ უფრო რომ განვავრცოთ, ვიტყვით, რომ სხვადასხვა კულტურის დინება ისეთი ძლიერია, რომ თუ როდისმე შევწყვეტთ ნიჩბების მოსმას, იგი ჩამოგვიტანს ქვევით და აღმოვჩნდებით არა სასურველ ადგილას, არამედ იქ, სადაც ეს გარდაუვალი გახდება, თუკი გამუდმებით არ მოვახდენთ წინ წაწევის მცდელობებს.

ნეფიმ, მას შემდეგ, რაც ილაპარაკა თითქოს პატარა მოვლენაზე, დაწერა: „და ამგვარად ვხედავთ, რომ მცირე შესაძლებლობებით უფალს შეუძლია განახორციელოს დიდი საქმენი“ (1 ნეფი 16:29). ამის შთამბეჭდავი მაგალითი გვაქვს ძველ აღთქმაში. იქ ვკითხულობთ, როგორ შემოესივნენ ისრაელეიელებს ცეცხლოვანი გველები. მრავალი ადამიანი დაიხოცა მათი ნაკბენების გამო (იხ. რიცხვნი 21:6). როცა მოსემ ილოცა შვებისთვის, მან მიიღო შთაგონება, „გაეკეთებინა სპილენძის გველი და დაედო იგი დროშაზე“.და “თუ დაგესლავდა გველი კაცს და შემდეგ შეხედავდა იგი სპილენძის გველს, ცოცხალი რჩებოდა” (9). აი, ასეთი პატარა საქმე ასეთი დიადი შედეგის მისაღებად! და მაინც, როგორც ნეფიმ ახსნა, როცა იგი ასწავლიდა ამ მაგალითს მათ, ვინც აუჯანყდა უფალს, მაშინაც კი, როცა უფალი სთავაზობდა უბრალო მოქმედებას, რითიც მათ განკურნება შეეძლოთ, “მაგრამ ამ გზის სიმარტივის ან სიადვილის გამო მრვალნი დაიღუპნენ” (1 ნეფი 17:41).

ეს მაგალითი და სწავლება გვახსენებს, რომ დავალების სიმარტივე ან სიუბრალოვე არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მართალი სურვილის მიღწევა არ არის მნიშვნელოვანი.

მსგავსად ამისა, ურჩობის პატარა გამოვლენა ან უმნიშვნელო გადახვევა მართალი საქმიანობისგან ჩამოგვიყვანს ისეთ შედეგამდე, რომლის თავიდან არიდების შესახებაც გაგვაფრთხილეს. ამის მაგალითს გვაძლევს სიბრძნის სიტყვა. ერთი სიგარეტის, ალკოჰოლური სასმელის ან ნარკოტიკის დოზის გავლენა სხეულზე ვერ გაიზომება. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს გავლენა ძლიერდება და შეიძლება შეუქცევადი გახდეს. გახსოვდეთ, როგორ აჩენს ბზარს ხის ფესვის მუდმივი პატარა ზრდა. ერთი რამ არის ცხადი - ნებისმიერი რამ, რაც იწვევს მიჩვევას, ნარკოტიკის ანპორნოგრაფიის მსგავსად და იწვევს ჩვენი აზრების დეგრადაციას, შეიძლება აბსოლუტურად აიცილო თავიდან, თუკი პირველად, ერთხელ მაინც არ გასინჯავ მას.

მრავალი წლის წინ უხუცესი მ. რასელ ბალარდი უხსნიდა გენერალურ კონფერენციაზე შეკრებილ აუდიტორიას, „როგორ შეიძლება იყოს პიროვნების ხსნისთვის უარყოფითი და გამანადგურებელი პატარა და უბრალო საქმე“. მან თქვა: “ისევე, როგორც სუსტი ქსოვილი ქმნის ძლიერ ნართს, შემდეგ კანაფს და ბოლოს თოკს, ეს პატარა საქმეები, ერთად მოყრილი, შესაძლოა მეტისმეტად ძნელი გახდეს გასაწყვეტად. ჩვენ მარად უნდა გვახსოვდეს პატარა და უბრალო საქმეების ძალა, რომელსაც შეუძლია სულიერების გაძლიერება”, - თქვა მან. იმავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა გამოიყენებს პატარა და უბრალო საქმეებს იმისთვის, რომ წაგვიყვანოს სასოწარკვეთილებისა და უბედურებისკენ”.7

პრეზიდენტმა უილრაითმა მსგავსი გაფრთხილებით მიმართა ჰავაიზე შეკრებილ ბიუ აუდიტორიას: „ პატარა და უბრალო საქმეების არ შესრულებით სუსტდება რწმენა, აღარ აქვს ადგილი სასწაულებს და ჯერ ნელდება უფლისა და მისი სასუფევლისკენ მიმავალი წინსვლა, შემდეგ კი ჩერდება ან უკან მიდის, რადგან ღვთის სასუფევლის ძიებას ჩაანაცვლებს უფრო მიწიერი საქმეები და საერო ამბიციები.8

იმისთვის, რომ დავიცვათ თავი ერთობლივი უარყოფითი ზემოქმედებისგან, რაც დამანგრეველია ჩვენი სულიერი წინსვლისთვის, ჩვენ გვმართებს, მივყვეთ პატარა და უბრალო საქმეების სულიერ ნიმუშს. უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში ქალთა კონფერენციაზე თქვა: ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უფრო მეტი რამ შევიტყოთ სულიერი ნიმუშის ხასიათისა და ბუნების შესახებ, თუ შევადარებთ დაბალი სიხშირით წყლის წვეთების ვარდნის ტექნოლოგიით … მორწყვას წყლის დიდი რაოდენობით მორწყვას ან დატბორვას იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობს.

მან ახსნა: „წყლის წვეთების უწყვეტი ვარდნა უფრო ღრმად აღწევს ნიადაგში და უზრუნველყოფს უფრო მაღალ ტენიანობას მცენარეების გასახარებლად. მსგავსად ამისა, თუ თქვენ და მე ვიქნებით ფოკუსირებულნი და ხშირად მივიღებთ სულიერი საკვების უწყვეტად მომდინარე წვეთებს,სახარების ფესვები უფრო ღრმად გაიშლება ნიადაგში, უფრო მყარად განვითარდება და მოისხამს არაჩვეულებრივ, გემრიელ ნაყოფს“.

შემდეგ მან თქვა: სულიერ მაგალითს პატარა და უბრალო საქმეებისა, რომლების საშუალებითაც სრულდება დიადი საქმე, მოაქვს სიმტკიცე და ურყეობა, აღრმავებს თავდადებულებას და უფრო ღრმად მოგვაქცევს უფალ იესო ქრისტესა და მის სახარებაზე.9

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა ამ პრინციპს სიტყვებით, რომლებიც ახლა შეტანილია მოძღვრებასა და აღთქმებში: არც ერთმა ადამიანმა არ უნდა განიხილოს ისინი როგორც პატარა საქმენი; რამეთუ არის იმდენი რამ, … რაც ეხება წმინდანებს, რაც ამ პატარა საქმეებზეა დამოკიდებული (მოძღვრება და აღთქმები 123:15).

მისურიში ეკლესიის დაარსებასთან ადრეულ მცდელობებთან დაკავშირებით უფალმა მოუწოდა მოთმინებისკენ, რადგან ყოველივე უნდა მომხდარიყო თავის დროზე (მოძღვრება და აღთქმები 64:32). შემდეგ მან მოგვცა ეს დიადი სწავლება: ასე რომ, ნუ დაიღლებით სიკეთის კეთებით, რამეთუ თქვენ საფუძველს უყრით დიად საქმეს. და პატარა საქმე დიადის მომტანია (მოძღვრება და აღთქმები 64:33).

მე მწამს, რომ ჩვენ ყველას გვსურს, მივყვეთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გამოწვევას - წინ მივიწევდეთ აღთქმულ გზაზე.10 ჩვენი ეს დაპირება ძლიერდება პატარა საქმეების მუდმივი კეთებით, რასაც გვასწავლიან იესო ქრისტეს სახარება და მისი ეკლესიის ხელმძღვნანელები. მე ვმოწმობ უფალზე და ვევედრები მისი დალოცვებისთვის ყველასთვის, ვინც ეძიებს მის აღთქმულ გზას, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. “How Great the Wisdom and the Love,” ჰიმნები, no. 195.

  2. “Have I Done Any Good?” Hymns, no. 223.

  3. Steven C. Wheelwright, “The Power of Small and Simple Things” (Brigham Young University–Hawaii devotional, Aug. 31, 2007), 2, devotional.byuh.edu.

  4. Teachings of Presidents of the Church: Howard W. Hunter

  5. Dan Coats, “America’s Youth: A Crisis of Character,” Imprimis, vol. 20, no. 9 (Sept. 1991), 4; see also Elder Wilford Andersen in his column in the Mesa Tribune, May 1996.

  6. Brigham Young, discourse in Ogden Tabernacle, July 19, 1877, as reported in “Discourse,” Deseret News, Oct. 17, 1877, 578.

  7. M. Russell Ballard, “Small and Simple Things,” Ensign, May 1990, 7, 8.

  8. Steven C. Wheelwright, “The Power of Small and Simple Things,” 3.

  9. David A. Bednar, “By Small and Simple Things Are Great Things Brought to Pass” (Brigham Young University Women’s Conference, Apr. 29, 2011), womensconference.byu.edu.

  10. Russell M. Nelson, “As We Go Forward Together,” Liahona, Apr. 2018, 7.