2010-2019
ერთ ხმად
აპრილი, 2018 წ.


ერთსულოვნად

იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს უმაღლესი დანიშნულების ადგილს, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და უნდა ვიყოთ ერთიანნი.

ერთ-ერთი საოცარი ქმნილება დედამიწაზე სამეფო პეპელაა. როცა მექსიკაში მივდიოდით, რათა მეუღლის ოჯახთან ერთად შევხვედროდით შობას, ჩვენ პეპლების თავშესაფარი ვიხილეთ, სადაც მილიონობით სამეფო პეპელა ზამთრობს. ასეთი შთამბეჭდავი სანახაობისგან სული გვეკვრებოდა. ეს იყო ერთიანობისა და ღმერთის ქმნილებებისთვის არსებული ღვთაებრივი კანონისადმი მორჩილების მაგალითი.1

გამოსახულება
სამეფო პეპელა
გამოსახულება
პეპლების ჯგუფი

სამეფო პეპელა ნავიგაციის ოსტატია. იგი ორიენტაციისთვის მზის პოზიციას იყენებს. ყოველ გაზაფხულზე ისინი ათასობით კილომეტრს მიფრინავენ მექსიკიდან კანადამდე და ყოველ შემოდგომას იგივე წმინდა ნაძვნარში ბრუნდებიან მექსიკაში.2 ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებენ, ფრთის პატარა აქნევით. მოგზაურობისას ისინი ღამეს ხეზე ჯგუფურად ერთად ატარებენ, სიცივისა და მტაცებლებისგან თავის დასაღწევად.3

გამოსახულება
პეპლების კალეიდოსკოპი
გამოსახულება
პეპლების კიდევ ერთი კალეიდოსკოპი

პეპლების ჯგუფს კალეიდოსკოპს უწოდებენ.4 ხომ მშვენიერია? ყოველი პეპელა კალეიდოსკოპში უნიკალური და განსხვავებულია, თუმცა ეს თითქოს და ფაქიზი ქმნილებები მოსიყვარულე ღმერთმა შექმნა და მიანიჭა მათ მოგზაურობის, გამრავლების, გადარჩენისა და სიცოცხლის გადატანის უნარი, როცა მათ ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაფრენით მტვერი გადააქვთ. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი პეპელა განსხვავდება, ისინი ერთად მოქმედებენ, რათა უფრო გაალამაზონ და ნაყოფიერი გახადონ სამყარო.

ისევე, როგორც სამეფო პეპლები, ჩვენც ვიმყოფებით უკან, ზეციურ სამყოფელში დასაბრუნებელ მოგზაურობის გზაზე, სადაც ღვთიურ მშობლებს შევუერთდებით.5 ჩვენ, ისევე, როგორც პეპლებს, მოგვეცა ღვთიური დახასიათებები, რომლების მეშვეობითაც ვახდენთ ორიენაციას ცხოვრებაში, რათა მივაღწიოთ ჩვენი შექმნის სისრულეს”6 მათ მსგავსად, თუ ჩვენც ერთად ჩავაქსოვთ გულებს,7 უფალი შეგვიფარებს ისე, როგორც კრუხი წიწილებს ფრთებს ქვეშ8 და მშვენიერი კალეიდოსკოპივით აგვაწყობს.

გოგონებო და ბიჭებო, ახალგაზრდა ქალებო და მამაკაცებო, დებო და ძმებო, ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს უმაღლესი დანიშნულების ადგილს, ერთმანეთი გვჭირდება და უნდა ვიყოთ ერთიანნი. უფალმა გვიბრძანა: „თუ არ ხართ ერთიანნი თქვენ არ ხართ ჩემი“.9

იესო ქრისტე არის ჩვენი მამაზეციერთან ერთიანობის საბოლოო მაგალითი. ისინი არიან ერთიანნი მიზანში, სიყვარულში და საქმეში, სადაც ძის ნება მამის ნებაში შთაინთქა.10

როგორ შეგვიძლია, მივყვეთ უფლის მამასთან ერთიანობის სრულყოფილ მაგალითს და უფრო შევერწყათ მათ და ერთმანეთს?

შთამაგონებელი მაგალითი მოიპოვება საქმეები 1:14. წერია: “[კაცები] ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან.“11

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ფრაზა „ერთსულოვნად“ საქმეებში რამდენჯერმე გვხვდება, სადაც აღწერილია, რა გააკეთეს იესო ქრისტეს მიმდევრებმა უმალვე მისი აღდგომის შემდეგ, როცა იგი ამაღლდა და ის კურთხევები, რომლებიც მათ მიიღეს თავიანთი ძალისხმევით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მაგალითი გვხვდება ერთგულთა შორის ამერიკის კონტინენტზე, როცა უფალი ეწვია მათ და ემსახურა. “ერთსულოვნად” ნიშნავს შეთანხმებულად, ერთიანად, ყველა ერთად.

ზოგიერთი რამ, რაც ერთგულმა წმინდანებმა ერთად მოიმოქმედეს ორივე ადგილას, იყო ის, რომ ისინი მოწმობდნენ იესო ქრისტეზე, ერთად სწავლობდნენ ღვთის სიტყვას და ერთმანეთს სიყვარულით ემსახურებოდნენ.12

უფლის მიმდევრები იყვნენ ერთიანნი მიზანში, სიყვარულსა და საქმეში. მათ იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი, მათ იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ და ისინი ამას აკეთებდნენ სიყვარულით ღმერთისა და ერთმანეთის მიმართ. ისინი საოცარი კალეიდოსკოპის ნაწილი იყვნენ, რომელიც ერთ ხმად წინ მიიწევდა.

ზოგიერთი მიღებული დალოცვებისაგან იყო ის, რომ ისინი სული წმინდით აღივსნენ, მათ შორის სასწაულები ხდებოდა, ეკლესია იზრდებოდა, არ იყო კამათი ხალხთა შორის და უფალი ლოცავდა მათ ყველაფერში.13

შეგვიძლია დავუშვათ, რომ ისინი ასე ერთიანნი იყვნენ იმიტომ, რომ პირადად იცნობდნენ უფალს. ისინი მასთან ახლოს იყვნენ და იყვნენ მისი ღვთიური მისიის, მის მიერ მოხდენილი სასწაულებისა და აღდგომის მოწმენი. მათ იხილეს ნიშნები მის ხელებსა და ფეხებზე და შეეხნენ მათ. მათ დაბეჯითებით იცოდნენ, რომ იგი დაპირებული მესია იყო, სამყაროს მხსნელი. მათ იცოდნენ, რომ იგი იყო ყოველი განკურნების, მშვიდობისა და მარადიული წინსვლის წყარო.14

მართალია, მხსნელი თვალით არ გვინახავს, მაგრამ ვიცით, რომ იგი ცოცხალია.როცა მას ვუახლოვდებით, როცა ვეძიებთ პირად გამოცხადებას მის ღვთიურ მისიაზე სულიწმინდის მეშვეობით, ჩვენ უკეთ გავიგებთ ჩვენს მიზანს; ჩვენს გულებში ღვთის სიყვრული დაისადგურებს;15 ჩვენ გვექნება მიღებული გადაწყვეტილება, ვიყოთ ერთ კალეიდოსკოპში ოჯახთან, მეურვეობასთან და სამეზობლოსთან; და ჩვენ გავუწევთ ერთმაენთს მსახურებას უფრო განახლებული, გაუმჯებესებული ხერხით.16

სასწაულები ხდება, როცა ღვთის შვილები ერთად იღწვიან სულიწმინდის გაძღოლით, რათა მისწვდნენ მათ, ვინც გასაჭირშია.

გამოსახულება
დატბორილი ქუჩები და მაშველები

ჩვენ იმდენი ისტორია გვესმის მოყვასის სიყვარულზე, რომელსაც ადამიანები ამჟღავნებენ კატასტროფის დროს. მაგალითად, როცა ჰიუსტონში შარშან წყალდიდობა იყო, ხალხმა საკუთარი საჭიროებები დაივიწყა და დასახმარებლად წავიდა. უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტმა მოითხოვა დახმარება თემში და 77 ნავი უცებ მოიყვანეს მწყობრში. მაშველები დატბორილ უბნებში დადიოდნენ და ოჯახები მთლიანად გადაჰყავდათ ერთ-ერთ სამლოცველოში, სადაც ისინი იქ თავშესაფარსა და ასე საჭირო დახმარებას იღებდნენ. წევრები და არაწევრები ერთად მუშოაბდნენ ერთი მიზნით.

გამოსახულება
მისიონერები ასწავლიან ესპანურს

სანტიაგოში, ჩილეში, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტმა მოინდომა მის სამეზობლოში ჰაიტიდან ჩამოსული იმიგრანტების დახმარება. სამღვდელოების ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ მან სხვა ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყვიტა, ამ იმიგრანტებისთვის ესპანური ენის გაკვეთილების ჩატარება, რაც დაეხმარებოდათ მათ ახალ ადგილზე უკეთ ადაპტირებაში. ყოველ შაბათს, დილით, მისიონერები იკრიბებოდნენ მონდომებულ მოწაფეებთან ერთად. იმ შენობაში ერთიანობის გრძნობა შთამაგონებელი მაგალითია ერთ ხმად მომსახურე სხვადასხვა წარსულის მქონე ადამიანებისა.

გამოსახულება
მოხალისეები მექსიკაში

მექსიკაში ასობით წევრმა რამდენიმე საათი გაატარა გზაში, რათა ორი დიდი მიწისძვრის მსხვერპლის დასახმარებლად მისულიყვნენ. ისინი მივიდნენ ადგილზე იარაღებით, ტექნიკითა და სიყვარულით მოყვასისადმი. როცა მოხალისეები ერთად შეიკრიბნენ სამლოცველოში მითითებების მისაღებად, ქალაქ იქსჰუატანის მერმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა დაინახა ქრისტეს სრულყოფილი სიყვარულის ასეთი გამომჟღავნება.17

უფალი ახლა გვაძლევს საშუალებას, ყოველ თვე ერთად ვითათბიროთ მოწყალების საზოგადოებასთან და სამღვდელოების ქვორუმებთან, რათა გავხდეთ ჩვენი მეურვეობებისა და მრევლის კალეიდოსკოპის ანუ ადგილის, ფრო აქტიური მონაწილენი, სადაც ყველასთვის არის ადგილი და ყველანი საჭირონი ვართ.

ყოველი ჩვენგანის ბილიკი განსხვავდება, თუმცა ჩვენ მაინც ერთად მივაბიჯებთ გზაზე. ჩვენი ბილიკის აზრი მდგომარეობს არა იმაში, რა გავაკეთეთ ან სად ვიყავით; ჩვენი ბილიკის აზრია სად მივდივართ და რანი ვხდებით ერთიანობაში.როცა ერთად ვთათბირობთ და სულიწმინდა წინ მიგვიძღვის, ჩვენ ვხედავთ, სად ვართ და სად უნდა ვიმყოფებოდეთ. სულიწმინდა გვაძლევს ხედვას, რომელსაც ფიზიკური თვალებით ვერ აღვიქვამთ, რადგან გამოცხადებები მიმოფანტულია ჩვენს ირგვლივ18 და როცა ამ გამოცხადებებს ერთად მოვუყრით თავს, ჩვენ გაცილებით მეტს დავინახავთ.

როცა ერთად ვმუშაობთ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს უფლის ნების ძიება და მისი შესრულება; ჩვენი სტიმული უნდა იყოს სიყვარული, რომელსაც ვგრძნობთ ღმერთისა და მოყვასის მიმართ;19 და ჩვენიუდიდესი სურვილი უნდა იყოს ბეჯითად შრომა,20 რათა შევძლოთ მოვამზადოთ გზა მხსნელის დიდებული დაბრუნებისთვის.ამისთვის არსრებობს ერთადერთი გზა - ვიმოქმედოთ ერთ ხმად.

ისევე, როგორც სამეფო პეპელა, მოდით გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა მიზანდასახულად, ყოველი ჩვენგანი ჩვენივე დამახასიათებელი თვისებებით, წვლილით, რათა ეს სამყარო გახდეს უფრო ლამაზი და ნაყოფიერი. მოდით, მოვახდინოთ ეს პატარ-პატარა ნაბიჯებით, მხსნელთან სრულყოფილ ჰარმონიაში.

ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, დაგვპირდა, რომ როცა ერთად შევიკრიბებით მისი სახელით, იგი ჩვენს შორის იქნება.21 მე ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია და აღდგა ერთ მშვენიერ გაზაფხულის დილით, როგორც დღეს. იგი მონარქთა შორის ყველაზე დიდია, იგი მეფეთა მეფე და მეუფეთა მეუფეა.22

დაე, ვიყოთ ერთიანნი მამასთან და მის ძესთან, როცა სულიწმინდა მიგვიძღვის წინ, და მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. აბრამი 3:26; 4:7, 9–12, 15, 18, 21, 24–25.

  2. საინტერესო ის არის, რომ სამეფო პეპლების მხოლოდ მესამე თაობა აღწევს კანადის ჩრდილოეთს. და „სუპერ თობა“ ახდენს სრულ მოგზაურობას მექსიკის სამხრეთ ნაწილში, იქ ატარებს ზამთრს და აკეთბს პირველ წრეს უკან, ჩრდილოეთსკენ. (See “Flight of the Butterflies” [video, 2012]; “‘Flight’: A Few Million Little Creatures That Could,” WBUR News, Sept. 28, 2012, wbur.org.)

  3. იხ. “Why Do Monarchs Form Overnight Roosts during Fall Migration?” learner.org/jnorth/tm/monarch/sl/17/text.html.

  4. იხ. “What Is a Group of Butterflies Called?” amazingbutterflies.com/frequentlyaskedquestions.htm. . Kaleidoscope ბერძნული სიტყვაა, kalos (“ლამაზი”) and eidos (“ფორმა”).

  5. იხ. “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,” Liahona, May 2017, 145.იხილეთ.

  6. Doctrine and Covenants 88:19; see also Doctrine and Covenants 88:25.

  7. See Mosiah 18:21.

  8. 3 ნეფი 10:4.

  9. მოძღვრება და აღთქმები 38:27.

  10. იხ.მოსია 15:7.

  11. Acts 1:14; emphasis added.

  12. ზოგიერთი რამ, რაც წმინდანებმა მოიმოქმედეს იერუსალიმში: აირჩიეს ახალი მოციქული და 7 პატიოსანი ადამიანი და მხარი დაუჭირეს მათ (იხ. საქმენი 1:26; 6:3–5); ერთად იკრიბებოდნენ ორმოცდამეათე დღეს (იხ. საქმენი 2:1); მოწმობდნენ იესო ქრისტეზე (იხ. საქმენი 2:22–36; 3:13–26; 4:10, 33; 5:42); მოუწოდებდნენ ადამიანებს მონანიებისკენ და ნათლავდნენ მათ (იხ. საქმენი 2:38–41); აგრზელებდნენ ლოცვას და პირით ზიარებას (იხ. საქმენი 2:42); იყვნენ ერთად და ყველაფერი ჰქონდათ საერთო იხ. საქმენი 2:44–46; 4:34–35); დადიოდნენ ტაძარში (იხ. საქმენი 2:46); ერთად ჭამდნენ სიხარულით და ერთგულებით (იხ.საქმენი 2:46); ადიდებდნენ ღმერთს და უყვარდათ ყველა (იხ. საქმენი 2:47); იყვნენ რწმენის ერთგულნი (იხ. საქმენი 6:7); გამუდმებით იყვნენ ლოცვაში და მსახურებაში (იხ.საქმენი 6:4). ზოგიერთ რამ, რასაც წმინდანები აკეთებდნენ ამერიკის კონტინენტზე: ქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას 3 ნეფი 28:23); დააწესეს ქრისტეს ეკლესია (იხ. 4 ნეფი 1:1); ნათლავდნენ (იხ. 4 ნეფი 1:1); ყველანი ერთმანეთს სამართლიანად ექცეოდნენ (იხ. 4 ნეფი 1:2); ყველაფერი ჰქონდათ საერთო (იხ. 4 ნეფი 1:3); აღაშენეს ქალაქები (იხ. 4 ნეფი 1:7–9); ქმნიდნენ ოჯახებს (იხ. 4 ნეფი 1:11); ცხოვრობდნენ უფლის მცნებების თანახმად (იხ. 4 ნეფი 1:12); არ წყვეტდნენ ლოცვასა და მარხვას (იხ. 4 ნეფი 1:12); ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ლოცულობდნენ და ისმენდნე უფლის სიტყვას (იხ. 4 ნეფი 1:12).

  13. ზოგიერთი დალოცვა, რომელიც წმინდანებმა მიიღეს იერუსალიმში: აღივსნენ სულიწმინდით (იხ. საქმენი 2:4; 4:31); მიიღს ენებიდან თარგმნისა და წინასწარმეტყველების ძღვენი და საუბრობდნენ ღმერთის შესანიშნავ საქმეებზე (იხ. საქმენი 2:4–18); მრავალი ნიშანი და სასწაული იქნა მოხდენილი მოციქულთა მიერ (იხ. საქმენი 2:43); სასწაულები ხდებოდა (იხ. საქმენი 3:1–10; 5:18–19; 6:8, 15);მეტი ხალხი გაწევრიანდა ეკლესიაში (იხ. საქმენი 2:47; 5:14). ზოგიერთი დალოცვა, რომელიც წმინდანებმა მიიღეს ამერიკის კონტინენტზე: ხალხი ქრისტეზე მოიქცა (იხ. 3 ნეფი 28:23; 4 ნეფი 1:2); მთელმა თაობამ მიიღო დალოცვა (იხ. 3 ნეფი 28:23); მათ შორის არ იყო დაპირისპირება და კამათი (იხ. 4 ნეფი 1:2, 13, 15, 18); არ იყვნენ არც მდიდრები და არც ღარიბები (იხ. 4 ნეფი 1:3); ისინი ყველანი იყვნენ თავისუფალნი და ღვთაებრივი ღღვენის მონაწილენი (იხ.4 ნეფი 1:3); მიწაზე იყო სიმშვიდე (იხ. 4 ნეფი 1:4); ძლიერი სასწაულები მოხდა (იხ. 4 ნეფი 1:5, 13); უფლის დახმარებით ისიინი ყვაოდნენ (იხ. 4 ნეფი 1:7, 18); ისინი ძლიერდებოდნენ, სწრაფად მრავლდებოდნენ და ხდებოდნენ ძალზედ ლამაზები 4 ნეფი 1:10); ისინი დალოცვილნი იყვნენიმ მრავალი დაპირების თანახმად, რომელიც მათ უფალმა მისცა. (იხ. 4 ნეფი 1:11); “არ იყო იმ მიწაზე კამათი ღმერთისადმი სიყვარულის გამო, რომელიც ადამიანების გულში სუფევდა” (4 ნეფი 1:15); “არ იყო შური არც ქიშპობა არც უწესრიგობა არც მრუშობა არც სიცრუე, არც მკვლელობები და არც სხვა სახის უწესობა; და ვერ მოიძებნობოდა ღერთის ქმნილებებს შორის სხვა რომელიმე ხალხი, ვინც მათზე ბედნიერი იქნებოდა” (4 ნეფი1:16); “არ იყო ძარცვა, მკვლელობა, არ იყვნენ არც ლამანიელნი და არც სხვა რომელიმე -ნი; მაგრამ იყვნენ ერთიანნი, ქრისტეს შვილები, და ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი” (4 ნეფი 1:17); უფალმა დალოცა ისინი ყველაფერში (იხ. 4 ნეფი 1:18).

  14. Jean B. Bingham, “That Your Joy Might Be Full,” Liahona, Nov. 2017, 85.

  15. იხ. 4 ნეფი 1:15.

  16. ჯეფრი რ.ჰოლანდი “Emissaries to the Church,” Liahona, Nov. 2016, 62.

  17. მორონი 7:47.

  18. Neil L. Andersen, in “Auxiliary Panels Use New Training Library,” Liahona, Apr. 2011, 76.

  19. იხილეთ მათე 22:37–40.

  20. იაკობი 5:61.

  21. See Matthew 18:20.

  22. 1 ტიმოთე 6:15