წმინდა წერილი
3 ნეფი 30


თავი 30

უკანასკნელი დღეების წარმართებს უბრძანებენ, მოინანიონ, მოვიდნენ ქრისტესთან და ისრაელის სახლში ჩაითვალონ. დაახლოებით 34–35 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ყური დამიგდეთ, თქვენ, წარმართნო, და მოისმინეთ იესო ქრისტეს სიტყვები, ცოცხალი ღმერთის ძის, რომლებიც მიბრძანა, თქვენს შესახებ მეთქვა, ვინაიდან აჰა, მიბრძანა, დამეწერა, სიტყვებით:

2 მობრუნდით, ყველა წარმართნო, თქვენი ბოროტი გზებიდან; და მოინანიეთ თქვენი ბოროტი საქმენი, თქვენი ტყუილი, სიცრუე და მრუშობა, თქვენი საიდუმლო სისაძაგლენი და კერპთაყვანისმცემლობა, თქვენი მკვლელობები, სამღვდელოების ვერცხლისმოყვარეობა, თქვენი შური და დაპირისპირება, მთელი თქვენი სიბოროტე და სისაძაგლე და ჩემთან მოდით, მოინათლეთ ჩემი სახელით, რათა მიიღოთ საკუთარი ცოდვების მიტევება და აღივსოთ სულიწმინდით, რათა ჩემს ხალხში, ისრაელის სახლში, ჩაითვალოთ.