წმინდა წერილი
ალმა 13


თავი 13

მამაკაცები არჩეულ იქნენ მღვდელმთავრებად, თავიანთი ღრმა რწმენისა და კეთილი საქმეებისათვის. მათ უნდა ასწავლონ მცნებები. სამართლიანობით ისინი განწმენდილნი არიან და შედიან უფლის სავანეში. ერთ-ერთი მათგანი იყო მელქიცედეკი. ანგელოზები აუწყებენ სასიხარულო ამბებს მთელ მიწაზედ. ისინი აცხადებენ ქრისტეს ნამდვილ მოსვლაზე. დაახლოებით 82 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და კიდევ, ჩემო ძმებო, მე მსურს, რომ მიაპყროთ გონება იმ დროს, როდესაც უფალმა ღმერთმა მისცა ეს მცნებები თავის შვილებს; და მე მსურს, რომ გახსოვდეთ: უფალმა ღმერთმა აკურთხა მღვდლად, საკუთარი წმინდა წესისამებრ, რომელიც იყო მისი ძის წესისამებრ, რათა ეს ყველაფერი ხალხისთვის ესწავლებინათ.

2 და იმ მღვდლებმა მიიღეს კურთხევა მისი ძის წესისამებრ, იმგვარად, რომ ხალხს სცოდნოდა, როგორ დალოდებოდა მისი ძის გამოსყიდვას.

3 და ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც მათ მიიღეს კურთხევა, იყვნენ რა მოწოდებულნი და მომზადებულნი ამაქვეყნის დასაბამიდან, ღმერთის წინასწარმცოდნეობის მიხედვით, მათი უდიდესი რწმენისა და კეთილი საქმეებისთვის; თავდაპირველად იყვნენ თავის ნებაზე მიშვებულნი კეთილისა და ბოროტის არჩევანში; რადგან არჩიეს რა კეთილი და გამოიჩინეს ღრმა რწმენა, მოხმობილნი არიან წმინდა მოწოდებით, დიახ, იმ წმინდა მოწოდებით, რომელიც მომზადებული იყო ამგვართათვის, წინასწარ მომზადებულ გამოსყიდვასთან ერთად და მის შესაბამისად.

4 და ამგვარად, ისინი არჩეულ იქნენ ამ წმინდა მოწოდებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, როდესაც სხვები უარყოფდნენ ღმერთის სულს, თავიანთი გაქვავებული გულებისა და გონების სიბრმავის გამო, იმავე დროს, ეს რომ არა, მათაც ექნებოდათ დიდი უპირატესობა, ისე, როგორც მათ ძმებს.

5 ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, თავიდან ისინი იყვნენ ერთნაირ მდგომარეობაში თავიანთ ძმებთან ერთად; ამგვარად, ეს წმინდა მოწოდება, მომზადებულია რა ამაქვეყნის დასაბამიდან მათთვის, რომლებიც არ გაიქვავებდნენ გულს, გამოსყიდვის ნაწილია და მიიღწევა მხოლოდშობილი ძის მეშვეობით, რომელიც იყო მომზადებული –

6 და ამგვარად, არიან რა მოხმობილნი ამ წმინდა წოდებით და მიიღეს მღვდელმთავრობის კურთხევა ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, რათა მისი მცნებები ასწავლონ ადამიანთა შვილებს, რომ მათაც შეძლონ მის სავანეში შესვლა –

7 ეს მღვდელმთავრობა, არის რა მისი ძის წესის მიხედვით, რომელი წესიც იყო ქვეყნის დასაბამიდან; ანუ სხვა სიტყვებით – არ აქვს დღეების დასაწყისი და არც წლების დასასრული, არის მომზადებული მარადიულობიდან სრულიად მარადისობამდე, მისი ყველაფრის წინასწარჭვრეტის შესაბამისად –

8 ახლა მათ მიიღეს კურთხევა ასეთი წესის მიხედვით, იყვნენ რა არჩეულნი წმინდა წოდებაზე და წმინდა წეს-ჩვეულებით ხელდასხმულნი და თავის თავზე იღებდნენ წმინდა წესის მღვდელმთავრობას, რომელ მოწოდებასა და წეს-ჩვეულებას და მღვდელმთავრობას არა აქვს არც დასაწყისი არც დასასრული –

9 ამგვარად, ისინი სამუდამოდ ხდებიან მღვდელმთავრები, ძის წესის მიხედვით, მამის მხოლოდშობილისა, რომელსაც არ აქვს დღეების დასაწყისი და არც წლების დასასრული, რომელიც სავსეა მადლით, მიუკერძოებლობითა და ჭეშმარიტებით. და ეს არის ასე. ამინ.

10 ახლა, როგორც მე ვთქვი წმინდა წესის შესახებ ანუ ამ მღვდელმთავრობაზე, იყვნენ მრავალნი, რომლებმაც მიიღეს კურთხევა და გახდნენ ღმერთის მღვდელმთავარნი; და ეს იყო მათი ღრმა რწმენისა და მონანიებისათვის და მათი სამართლიანობისათვის ღმერთის წინაშე, ირჩიეს რა, მოენანიებინათ და აღესრულებინათ სამართალი, ვიდრე დაღუპულიყვნენ;

11 ამიტომ, ისინი იყვნენ არჩეულნი ამ წმინდა წესის მიხედვით და განიწმინდნენ და მათი სამოსელი სითეთრემდე გაირეცხა კრავის სისხლის მეშვეობით.

12 ახლა, ისინი, სულიწმინდის მეშვეობით განწმენდის შემდეგ, ჰქონდათ რა გათეთრებული სამოსელი, იყვნენ რა წმინდა და უმწიკვლონი ღმერთის წინაშე, სხვაგვარად უკვე ვეღარ უყურებდნენ ცოდვას, თუ არა ზიზღით; და იქ ასეთნი ბევრნი იყვნენ, ძალზედ ბევრნი, რომლებიც განიწმინდნენ და შევიდნენ უფლის, თავიანთი ღმერთის, სავანეში.

13 და ახლა, ჩემო ძმებო, მსურს, დაიმდაბლოთ თავი ღმერთის წინაშე და მოიტანოთ მონანიებისათვის შესაფერისი ნაყოფი, რათა თქვენც ასევე შეხვიდეთ იმ სავანეში.

14 დიახ, დაიმდაბლეთ თავი, ისე, როგორც ხალხი მელქიცედეკის დღეებისას, რომელიც ასევე მღვდელმთავარი იყო იმავე წესის მიხედვით, რომელზედაც ვილაპარაკე, რომელმაც ასევე სამუდამოდ აიღო თავის თავზე მღვდელმთავრობა.

15 და ეს იყო ის მელქიცედეკი, რომელსაც აბრაამი მეათედს უხდიდა; დიახ, ჩვენი მამა აბრაამიც კი იხდიდა მთელი თავისი ქონების ერთ მეათედს.

16 ახლა, ეს წეს-ჩვეულებები მოცემულ იქნა იმგვარად, რომ მათი მეშვეობით ადამიანები დალოდებოდნენ ღმერთის ძეს; და ეს იყო მისი წესის სიმბოლო ანუ იყო მისი წესი; და ეს, რათა მას დალოდებოდნენ თავიანთი ცოდვების მისატევებლად, რათა შესულიყვნენ უფლის სავანეში.

17 ახლა, მელქიცედეკი იყო სალიმის მიწის მეფე; და მისი ხალხი ჩაეფლო ურჯულოებაში და სისაძაგლეში; დიახ, ისინი ყველანი ასცდნენ გზას; ისინი აღვსილნი იყვნენ ყველანაირი სიბოროტით;

18 მაგრამ მელქიცედეკმა, გამოავლინა რა ძალზედ ძლიერი რწმენა და მიიღო მღვდელმთავრის წოდება ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, უქადაგებდა მონანიებას თავის ხალხს. და აჰა, მათ მოინანიეს და მელქიცედეკმა დაამყარა მშვიდობა მიწაზე თავის დღეებში; ამიტომ, მას ეწოდა მშვიდობის უფლისწული, რადგან ის იყო სალიმის მეფე; და იგი თავისი მამის მეთვალყურეობის ქვეშ მეფობდა.

19 ახლა, მრავალნი იყვნენ მის მოსვლამდე და მრავალნი მის შემდეგ, მაგრამ არცერთი არ იყო მასზე უფრო დიდი; ამიტომ, მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ.

20 ახლა, არ მჭირდება ამის გამეორება; საკმარისია, რაც ვთქვი. აჰა, წმინდა წერილები თქვენ წინაშეა; თუ მათ დაამახინჯებთ, ეს თქვენ თავადვე გაგანადგურებთ.

21 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ალმამ მათ უთხრა ეს სიტყვები, მან ხელი მათკენ გაიწოდა და ძლიერი ხმით შეჰყვირა სიტყვებით: ახლა, დადგა დრო მონანიებისათვის, რადგან ხსნის დღე ახლოვდება;

22 დიახ, უფლის ხმა, ანგელოზთა პირით ამას უცხადებს ყველა ერს; დიახ, აუწყებს, რათა მათ იქონიონ სასიხარულო ამბები დიდი ბედნიერებისა; დიახ, ის აუწყებს ამ სასიხარულო ამბებს მთელ თავის ხალხს, დიახ, მათაც, რომლებიც გაფანტულნი არიან დედამიწის პირზე; ამიტომაც, ისინი მოვიდნენ ჩვენთან.

23 და ისინი გვამცნობენ ნათელი გამოთქმებით, რათა გავიგოთ და არ შევცდეთ; და ეს იმიტომ, რომ ვართ უცხო მიწაზე მოხეტიალენი; ამიტომ, ჩვენ ვართ ძალზედ მოწონებულნი, რადგან ეს სასიხარულო ამბები გვეუწყა ჩვენი ვენახის ყოველ კუთხეში.

24 რადგან, აჰა, ანგელოზები ამჟამად ამას მრავალთ აუწყებენ ჩვენს მიწაზე; და ეს ადამიანთა შვილების გულების მომზადების მიზნით, რათა მიიღონ მისი სიტყვა მისი დიდებით მოსვლის ჟამს.

25 და ახლა, ჩვენ მხოლოდ ველოდებით, რომ გავიგოთ ჩვენთვის ანგელოზთა პირით გამოცხადებული სასიხარულო ამბები მისი მოსვლის შესახებ; რადგან ეს დრო მოდის, მაგრამ არ ვიცით, რამდენად მალე. ღმერთმა ქნას, რომ ეს ჩემს დღეებში მოხდეს; თუმცა იქნება ეს ადრე თუ გვიან, მე ამაში გავიხარებ.

26 და ამას გაანდობენ მართალ და წმინდა კაცებს, ანგელოზთა პირით, მისი მოსვლის ჟამს, რათა აღსრულდეს ჩვენი მამების სიტყვები იმის შესაბამისად, რასაც ისინი ამბობდნენ მასზე, რაც შეესაბამისებოდა წინასწარმეტყველების სულს, რომელიც მათში იყო.

27 და ახლა, ჩემო ძმებო, მე მსურს ჩემი გულის სიღრმიდან, დიახ, დიდი შეშფოთებით, ტკივილითაც კი, რომ ყური დაუგდოთ ჩემს სიტყვებს და უარყოთ ცოდვები და არ გადადოთ თქვენი მონანიების დღე;

28 არამედ, დაიმდაბლოთ თავი უფლის წინაშე და შესთხოვოთ მისი წმინდა სახელით და განუწყვეტლივ იფხიზლოთ და ილოცოთ, რომ არ იყოთ ცდუნებულნი იმაზე მეტად, რისი ატანაც შეგიძლიათ და ასე გაგძღოლოდათ სულიწმინდა, გამხდარიყავით თავმდაბალნი, თვინიერნი, მორჩილნი, მომთმენნი, აღვსილნი სიყვარულითა და სულგრძელობით;

29 უფალში რწმენით; იმედით, რომ მიიღებთ მარადიულ სიცოცხლეს; თქვენს გულებში ყოველთვის ღმერთის სიყვარულით, რათა უკანასკნელ დღეს ამაღლდეთ და შეხვიდეთ მის სავანეში.

30 დაე, უფალმა გიბოძოთ მონანიება, რათა არ იწვნიოთ მისი რისხვა, რათა არ იქნათ ჯოჯოხეთის ჯაჭვებით შებოჭილნი, რათა არ იტანჯოთ მეორე სიკვდილით.

31 და ალმამ მრავალი სხვა სიტყვა უთხრა ხალხს, რაც არ არის ამ წიგნში ჩაწერილი.