წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 21


ნაწილი 21

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადება, ქ. ფაიეტი, ნიუ-იორკის ოლქი, 1830 წ. 6 აპრილი. ეს გამოცხადება მიღებულ იქნა ეკლესიის ჩამოყალიბებისას, მითითებულ თარიღს, პიტერ ვიტმერი უფროსის სახლში. მონაწილეობას იღებდა ექვსი კაცი, რომელნიც მანამდე მოინათლნენ. ხმის მიცემით, ერთსულოვან ამ პირებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა, ღმერთის მცნებების შესაბამისად ჩამოეყალიბებინათ ეკლესია (იხ. ნაწილი 20). მათ ასევე ხმა მისცეს ჯოზეფ სმით უმცროსისა და ოლივერ ქაუდერის ეკლესიის მმართველ თანამდებობის პირებად მისაღებად და მხარდასაჭერად. ჯოზეფმა შემდგომ ხელდასხმით აკურთხა ოლივერი ეკლესიის უხუცესად და ოლივერმაც იგივენაირად აკურთხა ჯოზეფი. ზიარების კურთხევის შემდეგ, ჯოზეფმა და ოლივერმა ხელი დაასხეს სათითაოდ ყოველ მონაწილეს სულიწმინდის საბოძებლად და ეკლესიის წევრად დასამტკიცებლად.

1–3, ჯოზეფ სმითი მოწოდებულია, იყოს მჭვრეტი, თარჯიმანი, წინასწარმეტყველი, მოციქული და უხუცესი; 4–8, მისი სიტყვები წინ წაუძღვება სიონის საქმეს; 9–12, წმინდანები იწამებენ მის სიტყვებს, როდესაც იგი ნუგეშისმცემლის მიერ შთაგონებული ილაპარაკებს.

1 აჰა, თქვენ შორის უნდა შეინახოს ჩანაწერი; და მასში გეწოდება მჭვრეტი, თარჯიმანი, წინასწარმეტყველი და იესო ქრისტეს მოციქული, ეკლესიის უხუცესი, მამა ღმერთის ნებითა და თქვენი უფლის, იესო ქრისტეს, მადლით,

2 შთაგონებული რა სულიწმინდით, საძირკველი ჩაუყარო ეკლესიას და ააგო იგი უწმინდესი რწმენისთვის.

3 ეკლესია ჩამოყალიბდა და დაარსდა ჩვენი ქვეყნის კანონების შესაბამისად, ღმერთის ნებითა და ბრძანებებით, მეექვსე დღეს მეოთხე თვისა, რომელსაც ეწოდება აპრილი.

4 ამიტომ, იგულისხმება რა ეკლესია, თქვენ ყურს დაუგდებთ ყოველ მის სიტყვასა და ბრძანებას, რომელთაც იგი მოგცემთ, როდესაც მიიღებს მათ ჩემ წინაშე მთელი სიწმინდით სიარულისას;

5 რამეთუ მისი სიტყვები უნდა მიიღოთ, ვითარცა ჩემი პირიდან ნათქვამი, მთელი მოთმინებითა და რწმენით.

6 რამეთუ ყოველივე ამის შესრულებისას, ვერ დაგძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი; დიახ, და უფალი გაფანტავს ბნელეთის ძალებს თქვენ წინაშე და აიძულებს ზეცას, აზანზარდეს თქვენ სასიკეთოდ და თავისი სახელის ბრწყინვალებისთვის.

7 ვინაიდან ამას ამბობს უფალი ღმერთი: იგი შთავაგონე, დაეძრა სიონის საქმე სიკეთისათვის ძლევამოსილი ძალით; და მე ვიცი მისი სიბეჯითე და შევისმინე მისი ლოცვები.

8 დიახ, ვიხილე მისი ტირილი სიონისთვის და დავუშვი ის, რომ აღარ იგლოვოს მასზე, ვინაიდან მოვიდა დღეები მისი სიხარულისა ცოდვების მიტევების გამო და მის საქმეებზე ჩემი კურთხევის მოვლინებისა.

9 ვინაიდან, აჰა, ძლევამოსილი კურთხევით ვაკურთხებ ყოველ მათგანს, რომელიც ჩემს ვენახში შრომობს და ისინი იწამებენ მის სიტყვებს, რომლებიც მან ჩემგან მიიღო ნუგეშისმცემლის მეშვეობით, რომელიც მოწმობს, რომ იესო ჯვარს აცვეს ცოდვით აღსავსე ადამიანებმა ამა ქვეყნის ცოდვებისთვის, დიახ, მომნანიებელი გულისთვის ცოდვების მისატევებლად.

10 ამიტომ, აუცილებელია, რომ იგი ხელდასხმულ იქნას შენ მიერ, ჩემო მოციქულო, ოლივერ ქაუდერი;

11 ეს არის წეს-ჩვეულება შენთვის, რომ იყო მისი ხელქვეითი უხუცესი, იგი იყოს პირველი შენ წინაშე, რათა იყო უხუცესი ქრისტესი ამ ეკლესიისა, ჩემი სახელის მატარებლისა –

12 და ამ ეკლესიის პირველი მქადაგებელი, ეკლესიისთვის და ამა ქვეყნისთვის, დიახ, წარმართთათვის; დიახ, ამას ამბობს უფალი ღმერთი, დიახ, დიახ! ასევე იუდეველთათვის. ამინ.