წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 52


ნაწილი 52

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება ეკლესიის უხუცესებისათვის. ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 6 ივნისი, 1831 წ. კონფერენცია ჩატარდა კირტლანდში, გაიხსნა 3 და დასრულდა 6 ივნისს. – ამ კონფერენციაზე პირველად ჩატარდა მღვდელმთავრის გამორჩეული ხელდასხმა, ამოცნობილ და დაგმობილ იქნა ზოგიერთი ცრუ და მაცდური სულების გამოვლენები.

1–2, შემდეგი კონფერენცია დაინიშნა მისურის ოლქში; 3–8, ზოგიერთმა უხუცესმა ერთად უნდა იმოგზაუროს; 9–11, უხუცესებმა უნდა ასწავლონ ის, რაც დაწერეს მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა; 12–21, სულით განათლებულებს მოაქვთ დიდებისა და სიბრძნის ნაყოფი; 22–44, ზოგიერთი უხუცესი დაინიშნა, გაემგზავროს მისურის შტატში, გზადაგზა სახარების ქადაგებით, სადაც ჩატარდება შემდეგი კონფერენცია.

1 აჰა, ამას ეუბნება უფალი უხუცესებს, რომლებსაც მოუწოდა და ამ უკანასკნელ დღეებში აირჩია თავისი სულისკარნახით –

2 სიტყვებით: მე, უფალი, გამცნობთ იმას, რაც მსურს, აკეთოთ ამჟამიდან შემდეგ კონფერენციამდე, რომელიც მოწვეული იქნება მისურიში. მიწაზე, რომელსაც მივუძღვნი ჩემს ხალხს, რომელიც არის იაკობის ნარჩენი და მათ, რომლებიც არიან მემკვიდრენი აღთქმის შესაბამისად.

3 ამიტომ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახურნი, ჯოზეფ სმით უმცროსი და სიდნეი რიგდონი, გაემგზავრონ, როგორც კი მზად იქნებიან თავიანთი სახლების დასატოვებლად, მისურის მიწაზე.

4 და იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგულები არიან ჩემ მიმართ, მათთვის ცნობილი გახდება, რა უნდა გააკეთონ;

5 და ასევე, იმისდა მიხედვით, რამდენად ერთგულები იქნებიან, გავანდობ მათ თქვენი მემკვიდრეობის მიწის შესახებ.

6 და რამდენადაც არ იქნებიან ერთგულნი, ისინი მოიკვეთებიან, ჩემი სურვილისამებრ, ისე, როგორც მივიჩნევ სწორად.

7 და კვლავ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, ლაიმან უაითი და ჩემი მსახური, ჯონ ქორილი, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ;

8 და ასევე ჩემი მსახური, ჯონ მურდოკი, და ჩემი მსახური, ჰაირამ სმითი, გაემგზავრონ იმავე ადგილას, დეტროიტის გზით.

9 და გაემგზავრონ იქიდან, გზადაგზა სახარების ქადაგებით, და არ ილაპარაკონ არაფერი, გარდა იმისა, რაც დაწერილია წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ და რასაც ნუგეშისმცემელი ასწავლის რწმენის ლოცვით.

10 დაე, წავიდნენ ორ-ორი და იქადაგონ გზადაგზა ყველა შეკრებილთან, მონათლონ წყლით და აკურთხონ წყლის პირას.

11 ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: შევამცირებ ჩემს სამუშაო დროს სამართალში, ვინაიდან მოვა დღე, როდესაც გამარჯვებისთვის მოვავლენ განაჩენს.

12 დაე, ფრთხილად იყოს ჩემი მსახური, ლაიმან უაითი, ვინაიდან ეშმაკს მისი ბზესავით გაცრა სურს.

13 და აჰა, ვინც ერთგულია, დაინიშნება მრავალი რამის მმართველად.

14 და კვლავ, მე გიბოძებთ ყველაფრის ნიმუშს, რათა არ შეგაცდინონ; ვინაიდან, ეშმაკი არის მიწაზე ყველგან და დადის, ატყუებს რა ერებს –

15 ამიტომ, ვინც ლოცულობს სინანულის სულით, მიღებულია ჩემ მიერ, თუ ემორჩილება ჩემს წეს-ჩვეულებებს.

16 ვინც ლაპარაკობს სინანულის სულით, რომლის ენა სათნოა და ნათელი, არის ღვთისგან, თუ ჩემს წეს-ჩვეულებებს ემორჩილება.

17 და კიდევ: ვინც კანკალებს ჩემი ძალის წინაშე, გაძლიერდება და მოიტანს დიდებისა და სიბრძნის ნაყოფს, გამოცხადებებისა და ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც მე გიბოძეთ.

18 და კიდევ: რომელიც დამარცხებულია და არ მოაქვს ნაყოფი ამ ნიმუშის შესაბამისად – არ არის ჩემგან.

19 ამიტომ, ამ მაგალითის მიხედვით, თქვენ ამოიცნობთ სულებს ყველგან და ყოველთვის მთელ ცისქვეთში.

20 და დადგა დღეები; ადამიანის რწმენისამებრ მიეზღვებათ მათ.

21 აჰა, ეს ბრძანება ეძლევა ყოველ უხუცესს, რომელიც მე ავირჩიე.

22 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, ჩემი მსახური, თომას ბ. მარში, და ჩემი მსახური, ეზრა თეირი, გაემგზავრონ იმავე მიწისკენ, გზადაგზა სახარების ქადაგებით.

23 და კიდევ: დაე, ჩემი მსახური, ისააკ მორლი და ჩემი მსახური, ეზრა ბუთი, გაემგზავრონ იმავე მიწისკენ, გზადაგზა სახარების ქადაგებით.

24 და კიდევ: დაე, ჩემი მსახურნი, ედვარდ პარტრიჯი და მარტინ ჰარისი, გაემგზავრონ ჩემს მსახურებთან სიდნეი რიგდონსა და ჯოზეფ სმით უმცროსთან ერთად.

25 დაე, ჩემი მსახურნი, დევიდ ვიტმერი და ჰარვი ვითლოქი, გაემგზავრონ იმავე მიწისკენ, გზადაგზა ქადაგებით.

26 დაე, ჩემი მსახურნი, პარლი პ. პრატი და ორსონ პრატი, გაემგზავრონ იმავე მიწისკენ, გზადაგზა ქადაგებით.

27 დაე, ჩემი მსახურნი, სოლომონ ჰენკოკი და სიმეონ კარტერი, გაემგზავრონ იმავე მიწისკენ, გზადაგზა ქადაგებით.

28 დაე, ჩემი მსახურნი, ედსონ ფულერი და ჯეკობ სკოტი, ასევე გაემგზავრონ.

29 დაე, ჩემი მსახურნი, ლევი ვ. ჰენკოკი და ზებედი ქოლთრინი, ასევე გაემგზავრონ.

30 დაე, ჩემი მსახურნი რეინოლდს კაჰუნი და სამუელ ჰ. სმითი, ასევე გაემგზავრონ.

31 დაე, ჩემი მსახურნი, უილერ ბალდვინი და უილიამ კარტერი, ასევე გაემგზავრონ.

32 დაე, ჩემი მსახურნი, ნუელ ნაითი და სილაჰ ჯ. გრიფინი, ორივე ხელდასხმულ იქნენ და ასევე გაემგზავრონ.

33 დიახ, ჭეშმარიტად ვამბობ: დაე, სხვადასხვა გზებით გაემგზავრონ იმავე ადგილას და ერთმა არ ააშენოს მეორეს საძირკველზე და არც სხვის კვალს გაჰყვეს.

34 რომელიც ერთგულია, დაცული იქნება და მრავალი ნაყოფით კურთხეული.

35 და კიდევ: დაე, ჩემი მსახურნი, ჯოზეფ უეკფილდი და სოლომონ ჰამფრეი, გაემგზავრონ აღმოსავლეთ მიწებისკენ;

36 დაე, იშრომონ თავიანთ ოჯახებთან ერთად, არ გამოაცხადონ არაფერი, გარდა იმისა, რაც წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა იქადაგეს და ის, რაც თავად იხილეს, მოისმინეს და მტკიცედ სწამთ, რათა წინასწარმეტყველებები აღსრულდეს.

37 შეცოდების გამო, დაე, ჩამოერთვას ჰემან ბესეტს ის, რაც ჰქონდა ნაბოძები და საიმონდს რაიდერს ებოძოს.

38 და კიდევ, ჭეშმარიტად გეუბნებით: დაე, მღვდლად იქნეს ხელდასხმული ჯარედ კარტერი და ასევე ჯორჯ ჯეიმსი იქნეს მღვდლად ხელდასხმული.

39 დაე, დანარჩენმა უხუცესებმა თვალ-ყური ადევნონ ეკლესიას და გამოაცხადონ სიტყვა მათ გარშემო მხარეებში; დაე, იშრომონ საკუთარი ხელით, რათა არ მიჰყვნენ კერპთაყვანისმცემლობასა და ბოროტებას.

40 და ყოველივეში გახსოვდეთ ღარიბნი და ღატაკნი, ავადმყოფნი და გაჭირვებულნი; ვინაიდან, ვინც ასე არ იქცევა, არ არის ჩემი მოწაფე.

41 და კიდევ: დაე, ჩემმა მსახურებმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა, სიდნეი რიგდონმა და ედვარდ პარტრიჯმა თან წაიღონ სარეკომენდაციო წერილი ეკლესიიდან. დაე, ასეთივე წერილი ასევე ებოძოს ჩემს მსახურს, ოლივერ ქაუდერის.

42 ამგვარად, როგორც მე ვთქვი, თუ ერთგულნი ხართ – ერთად შეიკრიბებით, რათა იხაროთ მისურის მიწაზე, რომელიც არის მიწა თქვენი მემკვიდრეობისა, რომელიც ამჟამად არის თქვენი მტრების მიწა.

43 მაგრამ, აჰა: მე, უფალი, დავაჩქარებ, თავის დროზე, ჩემი ქალაქის შენებას და დავაგვირგვინებ ერთგულთ სიხარულითა და ბედნიერებით.

44 აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა და უკანასკნელ დღეს მათ ავამაღლებ. სწორედ ასე. ამინ.