წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 26


ნაწილი 26

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის, ოლივერ ქაუდერისა და ჯონ ვიტმერის მიერ მიღებული გამოცხადება, ქალაქი ჰარმონი, პენსილვანიის შტატი, ივლისი, 1830 წ. (იხ. 24-ე ნაწილის შესავალი).

1, მათ ევალებათ, შეისწავლონ წმინდა წერილი და იქადაგონ; 2, მტკიცდება კანონი საერთო თანხმობის შესახებ.

1 აჰა, მე გეუბნებით, რომ საკუთარი დრო უნდა მიუძღვნათ წმინდა წერილის შესწავლასა და ქადაგებას, კოლსვილში ეკლესიის წევრების დამტკიცებასა და მიწაზე თქვენი სამუშაოს შესრულებას, რაც აუცილებელია, სანამ წახვალთ დასავლეთში შემდეგი კონფერენციის ჩასატარებლად; და შემდეგ გეცნობებათ, თუ რა უნდა გააკეთოთ.

2 და ეკლესიაში ყველაფერი გაკეთდება საერთო თანხმობით, ბევრი ლოცვითა და რწმენით, ვინაიდან თქვენ ყველაფერს მიიღებთ რწმენით. ამინ.