გენერალური კონფერენცია
როდის მივიღოთ პატრიარქის კურთხევა
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


როდის მივიღოთ პატრიარქის კურთხევა

როცა კურთხევას მიიღებთ მიხვდებით, რაოდენ უყვარხართ მამაზეციერსა და იესო ქრისტეს და რამდენად ფოკუსირებულნი არიან ისინი თქვენს ინდივიდუალურობაზე.

გუშინ ჩემი ძვირფასი მეგობარი, უხუცესი რენდალ კ. ბენეტი, პატრიარქის კურთხევაზე საუბრობდა. ეს დიდებული გზავნილი იყო და მან ყველანი შთაგვაგონა. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, შეიძლება, მეც ვისაუბრო პატრიარქის კურთხევებზე? პატრიარქებო, რადგან მოთხოვნა პატრიარქის კურთხევაზე შეიძლება გაიზარდოს მე ვლოცულობ, რომ უფალმა დაგლოცოთ მცდელობაში, განადიდოთ თქვენი მოწოდება.

ყოველთვის, როცა პალოს კონფერენციაზე მივდივარ, პალოს პატრიარქსა და მის მეუღლეს ვეწვევი. პატრაირქები ღვთის მიერ მოხმობილი რბილი, მორჩილი და საოცარი ხელმძღვანელები არიან. ისინი მრავალ შესანიშნავ სულიერ გამოცდილებას მიზიარებენ. მე ვეკითხები ყველაზე უმცროსი და ყველაზე უფროსი ასაკის ადამიანის შესახებ, ვისაც მათ კურთხევა მისცეს. ამჟამად ესენი არიან 11 და 93 წლის პიროვნებები.

მე მივიღე პატრირქის კურთხევა 19 წლის ასაკში, ნათლობიდან ორი წლის შემდეგ. ჩემი პატრიარქი დაუჯერებლად მოხუცი იყო. იგი ეკლესიის წევრი 1916 წ. გახდა და იაპონიაში ეკლესიის პიონერი იყო. ჩემთვის დიდი პატივი იყო უფლის ასეთი შესანიშნავი მსახურისგან პატრიარქის კურთხევის მიღება. მისი იაპონური ჩემთვის ცოტა რთული გასაგები იყო, თუმცა ძალიან ძლიერი.

პატრიარქები, რომლებსაც შევხვდი, მეუბნებიან, რომ მრავალი პიროვნება იღებს პატრიარქის კურთხევას უშუალოდ მისიაში წასვლის წინ. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მამაკაცებო, ქალებო, მშობლებო და ეპისკოპოსებო, პატრიარქის კურთხევები მხოლოდ მისიაში მსახურებისთვის მოსამზადებლად არ არის. ღირსეულ მონათლულ წევრებს შეუძლიათ პატრიარქის კურთხევის მიღება მათთვის შესაფერის დროს.1

ძვირფასო ზრდასრულო წევრებო, ზოგიერთ თქვენგანს ჯერ არ მიუღია პატრიარქის კურთხევა. გახსოვდეთ, მაქსიმალური ასაკი არ არსებობს.

ჩემი სიდედრი ეკლესიის ძალიან აქტიური წევრი იყო. იგი გარდაცვალების დღემდე, 91 წლის ასაკამდე, მოწყალების საზოგადოების მასწავლებელი იყო. ძალიან ვინანე, რომ მას პატრიარქის კურთხევა არ მიუღია. მას ცხოვრებაში უამრავი სირთულე ჰქონდა და რადგან ოჯახში არ ჰყავდა მღვდლობის მატარებელი პირი, მას მღვდლობის მრავალი კურთხევა არ მიუღია. პატრიარქის კურთხევა მისთვის ნუგეშისმომგვრელი იქნებოდა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ზრდასრულებო, თუ ჯერ არ მიგიღიათ პატრიარქის კურთხევა, არ იდარდოთ! ყველას განსხვავებული სულიერი ვადები აქვს. თუ 35 ან 85 წლის ხართ და კურთხევის მიღების სურვილი გაქვთ, დაელაპარაკეთ თქვენს ეპისკოპოსს.

ეკლესიის ახალო წევრებო, გსმენიათ პატრიარქის კურთხევის შესახებ? როცა მე ეკლესიის წევრი გავხდი, არაფერი ვიცოდი ამ შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ჩემმა საყვარელმა ეპისკოპოსმა მითხრა პატრიარქის კურთხევის შესახებ და შემაგულიანა, მოვმზადებულიყავი ამ კურთხევის მისაღებად ნათლობის შემდეგ. ჩემო ძვირფასო ახალო წევრებო, თქვენც შეგიძლიათ პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიღება. უფალი დაგეხმარებათ ამ წმინდა შესაძლებლობის მიღებაში.

განვიხილოთ პატრიარქის კურთხევის მიღების ორი მიზანი:

  1. პატრიარქის კურთხევა მოიცავს პირად რჩევას უფლისგან.2.

  2. პატრიარქის კურთხევა გამცნობთ თქვენს მემკვიდრეობას ისრაელის სახლში.

პატრიარქის კურთხევა არის თქვენი მამაზეციერის გზავნილი და სავარაუდოდ მოიცავს დაპირებებს და შთაგონებულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. პატრიარქის კურთხევა არ დაგეგმავს თქვენს ცხოვრებას და არ გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე. თუ მასში არ არის ნახსენები მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა, ნუ მიიღებ ამას ისე, თითქოს ამის შესაძლებლობა არ გექნებათ. ანალოგიურად, არ არსებობს გარანტია, რომ ყველაფერი თქვენი კურთხევიდან ამ ცხოვრებაში მოხდება. პატრიარქის კურთხევა მარადიულია და თუ ღირსეულად იცხოვრებთ, დაპირებები, რომლებიც ამ ცხოვრებაში არ შესრულდება, მომავალში შეგისრულდებათ.3

როცა საგვარეულოს გაგიმხელენ თქვენ გაიგებთ, რომ ხართ ისრაელის სახლიდან და აბრაამის შთამომავალი.4 იმის გასაგებად, რაოდენ მნიშვნელოვანა ეს, ყურადღება გაამახვილეთ იმ დაპირებებზე, რომლებიც უფალმა ისრაელის სახლს აბრაამის მეშვეობით მისცა.

ეს დაპირებები მოიცავს:

  • „მას ეყოლება მრავალი შთამომავალი (იხ. დაბადება 17:5-6; აბრაამი 2:9; 3;14).

  • „მისი თესლი ანუ შთამომავლები, მიიღებენ სახარებას და ატარებენ მღვდლობას (იხ. აბრაამი 2:9).

  • „მისი შთამომავლების მსახურებით „კურთხეულ იქნება დედამიწის ყოველი ოჯახი, სახარების კურთხევითაც კი, რაც არის ხსნის კურთხევები – მარადიული სიცოცხლის“.აბრაამი 2:11).“5

ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, აღთქმის შვილები ვართ.6 ჩვენ ვიღებთ აბრაამის აღთქმის დალოცვებს, როცა ვიცავთ სახარების კანონებსა და წეს-ჩვეულებებს.

თქვენი პატრიარქის კურთხევისთვის მზადება დაგეხმარებათ, გაზარდოთ რწმენა მამაზეციერისა და იესო ქრისტეს მიმართ. და როდესაც თქვენ მიიღებთ თქვენს პატრიარქის კურთხევას, წაიკითხავთ და დაფიქრდებით მასზე, თქვენ შეძლებთ, უფრო ხშირად მოახდინოთ მამასა და ძეზე ფოკუსირება.

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა განმარტა: „იგივე უფალი, რომელმაც ლეხის ლიახონა უბოძა, დღეს მე და თქვენ იშვიათ და ძვირფას ძღვენს გვიბოძებს, რათა ჩვენს ცხოვრებას მიმართულება მიეცეს, სახიფათო ადგილები მოგვინიშნოს და გზა გვიჩვენოს, უსაფრთხო გასასვლელიც კი - არა აღთქმულ მიწაზე, არამედ ჩვენი ზეციური სახლისკენ“.7

ჩემო ძვირფასო ეპისკოპოსებო, მშობლებო, უხუცესთა ქვორუმებო, მეურვეობის მისიის ხელმძღვანელებო, მზრუნველო დებო და ძმებო, გთხოვთ, შეაგულიანოთ ეს ახხალგაზრდა მამაკაცები და ქალები, ზრდასრული წევრები და ახალი წევრები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ პატრიარქის კურთხევა, ეძიონ უფლის მითითება და დახმარება იმისთვის, რომ მიიღონ იგი.

მე ხშირად ლოცვით ვკითხულობ ჩემს პატრიარქის კურთხევას; ის ყოველთვის მამხნევებს. მე მესმის, რას მოელის უფალი ჩემგან და ეს დამეხმარა მონანიებასა და თავის დამბაბლებაში. როცა ვკითხულობ და ღრმად ვუფიქრდები მას მსურს, ღირსეულად ვიცხოვრო, რათა დაპირებული კურთხევები მივიღო.

ისევე, როგორც ბევრჯერ წაკითხულ წმინდა წერილებს ჩვენთვის მოგვიანებით ახალი მნიშვნელობა შესძენია, ჩვენს პატრიარქის კურთხევასაც სხვადასხვა დროს განსხვავებული მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის. ჩემს კურთხევას ახლა სულ სხვა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმ დროს, როცა 30 და 50 წლის ვიყავი. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სიტყვები იცვლება, არამედ ჩვენ სხვანაირად აღვიქვამთ მათ.

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა განაცხადა, რომ პატრიარქის კურთხევა „იძლევა სულიწმიდის შთაგონებით და ის უნდა წაკითხულ და განმარტულ იქნეს იმავე სულის გავლენით. პატრიარქის კურთხევის მნიშვნელობას დროთა განმავლობაში იგივე სული გასწავლით, რომლის შთაგონებითაც ის მოგეცათ.

დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერი და მისი საყვარელი მხოლოდშობილი ძე, უფალი იესო ქრისტე, ცოცხალია. ჩვენ მათ ვუყვარვართ. პატრიარქის კურთხევა არის მათი წმინდა ძღვენი. როცა თქვენს კურთხევას მიიღებთ მიხვდებით, რაოდენ უყვარხართ მათ და რამდენად ფოკუსირებულნი არიან ისინი თქვენს ინდივიდუალურობაზე.

მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. და მადლიერი ვარ ცოცხალი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ხელმძღვანელობისთვის.

მე ისეთი მადლიერი ვარ ჩვენი მხსნელი იესო ქრისტესთვის. ამ აღდგომის კვირას მე მთელ ყურადღებას გადავიტან მასზე და მის აღდგომაზე, თაყვანს ვცემ მას და მადლიერი ვიქნები მისი მსხვერპლისთვის. მე ვიცი, რომ იგი ასე ძლიერ დაიტანჯა ჩვენ მიმართ ასეთი ძლიერი სიყვარულის გამო. მე ვიცი, რომ იგი აღსდგა თავისი ჩვენ მიმართ სიყვარულის გამო. იგი რეალურია. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 18.17, ChurchofJesusChrist.org.

  2. See “Patriarchal Blessings,” in True to the Faith (2004), 112.

  3. See “Patriarchal Blessings,” in True to the Faith, 113.

  4. იხ. აბრაამი 2:10.

  5. Abrahamic Covenant,” in True to the Faith, 5.

  6. იხ. 3 ნეფი 20:25-26.

  7. Thomas S. Monson, “Your Patriarchal Blessing: A Liahona of Light,” Ensign, Nov. 1986, 65.

  8. Dallin H. Oaks, “Patriarchal Blessings,” Worldwide Leadership Training Meeting: The Patriarch, Jan. 8, 2005, 10.