გენერალური კონფერენცია
იცით, რატომ მე, როგორც ქრისტიანს, მწამს ქრისტე?.
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


იცით, რატომ მე, როგორც ქრისტიანს, მწამს ქრისტე?

იესო ქრისტე უნდა დატანჯულიყო, მომკვდარიყო და აღმდგარიყო. მას უნდა გამოესყიდა მთელი კაცობრიობა ფიზიკური სიკვდილისგან და ებოძებინა ჩვენთვის ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრება.

ერთხელ საღამოს, წლების წინ, მე, როგორც ყოველთვის, სამსახურის შემდეგ ნიუ-იორკიდან ნიუ ჯერსიში მიმავალ ავტობუსში ჩავჯექი. ქალბატონმა, რომელიც გვერდით მეჯდა, შენიშნა, რასაც კომპიუტერზე ვბეჭდავდი და მითხრა: „თქვენ გწამთ … ქრისტე“? „დიახ, მწამს“! - მივუგე მე საუბარში გაირკვა, რომ იგი ახლახან ჩამოვიდა თავისი ულამაზესი აზიური ქვეყნიდან, ნიუ-იორკის კონკურენტუნარიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში სამუშაოდ.

ბუნებრივია, რომ ვკითხე მას: „იცით, რატომ მე, როგორც ქრისტიანს, მწამს ქრისტე“? მანაც ჩვეულებრივად მიპასუხა და მთხოვა, ჩემი რწმენის მიზეზი ამეხსნა. მაგრამ როცა ლაპარაკი დავიწყე, გონებაში მრავალი აზრი მიტრიალებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქრისტიანობის „რატომ“ ახსა მომიწია პიროვნებისთვის, რომელიც ამაში არ ერკვეოდა და დიდი ინტელექტის მქონე ადამიანი იყო. მე მას ვერ ვეტყოდი უბრალოდ: „მე ვარ ქრისტეს მიმდევარი, რადგან იგი საკუთარი ნებით დაიტანჯა და აღესრულა ჩემი ცოდვებისთვის“. შესაძლოა, მას ეკითხა: „საჭირო იყო იესოს სიკვდილი“? განა არ შეეძლო ღმერთს, უბრალოდ მიეტევებინა ჩვენთვის ცოდვები და განვეწმინდეთ ცოდვებისგან, ეს რომ გვეთხოვა მისთვის“?

თქვენ რას უპასუხებდით რამდენიმე წუთში? როგორ აუხსნიდით ამას მეგობარს? ბავშვებო და ახალგაზრდებო: გთხოვთ, მოგვიანებით ჰკითხოთ მშობლებს ან ხელმძღვანელებს, „რატომ გახდა საჭირო იესოს სიკვდილი“? და უნდა გამოგიტყდეთ, დებო და ძმებო: მიუხედავად იმისა, რაც მეგონა, რომ ვიცოდი ეკლესიის დოქტრინის, ისტორიის, პოლიტიკისა და ა.შ. ჩვენი რწმენის ცენტრალურ კითხვაზე პასუხი ასე ადვილად ვერ გავეცი. იმ დღეს გადავწყვიტე, მეტად გადამეტანა ყურადღება იმაზე, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მარადიული სიცოცხლისთვის.

მე ვუთხარი ჩემს ახალ მეგობარს,1 რომ სხეულის გარდა ჩვენ სულიც გვაქვს და რომ ღმერთი არის ჩვენი სულების მამა.2 ვუთხარი, რომ ჩვენ მამაზეციერთან ვცხოვრობდით, სანამ ამ მიწიერ სამყაროში დავიბადებოდით.3 რომ მამამ, ამ ქალბატონისა და ყოველი თავისი შვილისადმი სიყვარულის გამო, შექმნა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მიგვეღო სხეული, რომელიც გარეგნულად მისი დიდებული სხეულის4 მსგავსი იქნებოდა, რომ უნდა გავმხდარიყავით ოჯახის წევრი5 და დავბრუნებულიყავით მის სიყვარულით აღვსილ გარემოცვაში, რათა ოჯახებთან ერთად დავმტკბარიყავით მარადიული ცხოვრებით,6 როგორც თავად ღმერთი აკეთებს ამას თავის ოჯახთან ერთად.7 მაგრამ - ვუთხარი მას - ჩვენ ამ დაცემულ სამყაროში ორი ძირითადი დაბრკოლების წინაშე აღმოვჩნდებოდით:8 (1) ფიზიკური სიკვდილი - ჩვენი სხეულისა და სულის განცალკევება. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ ყველანი გარდავიცვლებოდით. და (2) სულიერი სიკვდილი - განშორება ღმერთთან, რადგან ჩვენი ცოდვები, შეცდომები და ნაკლოვანებები გვაშორებს, როგორც მოკვდავებს, მისი წმინდა გარემოცვიდან.9 ეს მასაც ეხებოდა.

მე ვუთხარი, რომ ეს სამართლიანობის კანონის შედეგი იყო. ეს მარადიული კანონი მოითხოვს, რომ მარადიული სასჯელი უნდა გადახდილ იქნეს ყოველი ცოდვისთვის ანუ ღვთის ჭეშმარიტების კანონის დარღვევისთვის, თუ არადა ვერასოდეს დავბრუნდებოდით მის გარემოცვაში საცხოვრებლად.10 ეს უსამართლო იქნებოდა და ღმერთი „ვერ უარყოფს სამართალს“.11 მას ეს ესმოდა, მაგრამ ადვილად მიხვდა, რომ ღმერთი იმდენად მოწყალე და მოსიყვარულეა, რომ მას სურს ჩვენი მარადიული ცხოვრება.12 მე შევატყობინე ჩემს მეგობარს, რომ ჩვენ ასევე გვეყოლებოდა ცბიერი, ძლიერი მოწინააღმდეგე - ბოროტებისა და ტყუილების წყარო, რომელიც დაგვიპირისპირდებოდა.13 ამიტომ, საჭირო იქნებოდა ვინმე უსასრულო ღვთიური ძალით, რომელიც დაძლევდა ამდაგვარ წინაღობას და დაბრკოლებებს და გადაგვარჩენდა.14

შემდეგ კარგი ამბავიც გავუზიარე - „რომელიც მთელი ხალხისა იქნება:15„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.16 მე დავუმოწმე ჩემს მეგობარს და ვმოწმობ თქვენთვის, რომ იესო ქრისტე არის მხსნელი, რომ საჭირო იყო , დატანჯულიყო, მომკვდარიყო და აღმდგარიყო და რომ მისი უსაზღვრო გამოსყიდვის არსია მთელი კაცობრიობის გამოსყიდვა ფიზიკური სიკვდილისგან17 და ღმერთთან და ჩვენს ოჯახებთან ერთად მარადიული ცხოვრების ბოძება18 ყველა მისი მიმდევრისთვის. მორმონის წიგნი აცხადებს: „ამგვარად, ღმერთი … იმარჯვებს … სიკვდილზე; ძალას აძლევს ძეს, რათა გაუწიოს შუამდგომლობა ადამიანთა შვილებს; აღვსილია [მოწყალებითა და] სიბრალულით ადამიანთა შვილების მიმართ; … დაამსხვრია რა სიკვდილის ბორკილები, აიღო თავის თავზე მათი ურჯულოება და შეცოდებანი, გამოისყიდა რა ისინი და დააკმაყოფილა სამართლის მოთხოვნილებანი“.19

ქრისტეს დოქტრინა არის ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადავდგათ, რათა იესოს კვალზე ვიაროთ და მარადიული სიცოცხლის ღირსნი გავხდეთ. ეს მოიცავს: „რწმენა იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში, მონანიება, მონათვლა [უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად], სულიწმინდის ძღვენის მიღება და ბოლომდე გაძლება“.20 მე გავუზიარე ეს ნაბიჯები ჩემს მეგობარს, მაგრამ აი რამდენიმე ხერხი, რომლითაც წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა ცოტა ხნის წინ გვასწავლეს, თუ როგორ აკურთხებს ქრისტეს დოქტრინა ღვთის ყველა შვილს.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა: „ქრისტეს წმინდა დოქტრინა ძლიერია. ის ყველას ცხოვრებას ცვლის, ვისაც იგი ესმის და ეძიებს, გამოიყენოს თავის ცხოვრებაში “.21

უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი გვასწავლიდა: „[გზამკვლევი] ახალგაზრდების გასაძლიერებლად თამამად აცხადებს ქრისტეს მოძღვრებას და გიწვევთ თქვენ,[ახალგაზრდებს],გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მასზეა დაფუძნებული.”22

უხუცესი დეილ გ. რენლანდი გვასწავლიდა: „ჩვენ ვიწვევთ მისიონერებს გააკეთონ ის, რასაც ისინი სხვებს ასწავლიან: გამოიყენონ ქრისტეს სწავლება ცხოვრებაში [და] დადგნენ და დარჩნენ აღთქმის გზაზე“.23

ქრისტეს დოქტრინა აძლიერებს მათ, ვინც მერყეობს ან გრძნობს, რომ არ ეკუთვნის ეკლესიას, რადგან ეს ეხმარება მათ, როგორც უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა თქვა, „დარწმუნდნენ: იესო ქრისტე ჩემთვის აღესრულა და მე მას ვუყვარვარ“.24

მშობლებო, თუ თქვენი შვილი მერყეობს სახარების პრინციპების ან წინასწარმეტყველის სწავლების გამო გთხოვთ, არ დაუშვათ ეკლესიის ან წინასწარმეტყველების ავად ხსენება25 . ეს მდაბიური, საერო მიდგომები შეიძლება სასიკვდილო იყოს თქვენი შვილის ხანგრძლივი ერთგულებისთვის.26 ეს ბევრს მეტყველებს თქვენზე, რომ იცავთ ან მხარს უჭერთ თქვენს ძვირფას შვილს ან სოლიდარობას გამოხატავთ მის მიმართ. მე და ჩემმა მეუღლემ, ჯეინმა, პირადი გამოცდილებიდან ვიცით, რომ როცა თქვენს საყვარელ შვილს ასწავლით, რატომ გვჭირდება ასე სასოწარკვეთილად იესო ქრისტე და როგორ გამოვიყენოთ მისი სასიხარულო დოქტრინა, ეს არის ის, რაც გააძლიერებს მას და განკურნავს. მოდით, მივაბაროთ ისინი იესოს, რომელიც მათი ჭეშმარიტი შუამდგომია მამასთან. იოანე მოციქული გვასწავლიდა: „ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც“. იგი გვეუბნება, ფრთხილად ვიყოთ, „თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება“.27

ჯეინი და მე ცოტა ხნის წინ ვიყავით უდაბნოში, სადაც მოსეს მადნის გველი ეჭირა ისრაელის მოხეტიალე შვილების წინაშე. უფალი დაგვპირდა, რომ განკურნავდა ყველას, ვისაც შხამიანი გველი უკბენდა, თუ ისინი უბრალოდ შეხედავდნენ მას.28 თუ ჩვენ ქრისტეს დოქტრინას დავიჭერთ ხელში, უფლის წინასწარმეტყველი იმავეს გააკეთებს „ერების გაჯანსაღებისთვის“.29 რა ნაკბენები, შხამი ან ბრძოლაც არ უნდა გვქონდეს ამ მიწიერ ცხოვრებაში, ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც ძველად ან ამჟამად შეეძლო, განკურნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ „არ სურდათ შეხედვა … არ სწამდათ, რომ ეს მათ განკურნავდა“.30 მორმონის წიგნი ამტკიცებს: „აჰა … ეს არის გზა და არ არსებობს ზეცის ქვეშ მიცემული სხვა არანაირი გზა ან სახელი, რომლითაც ადამიანის გადარჩენა შეიძლება ღვთის სასუფეველში და ეს არის ქრისტეს დოქტრინა.31

იმ საღამოს ნიუ ჯერსიში, როცა ვსაუბრობდი იმაზე, რატომ გვჭირდება იესო ქრისტე და მისი დოქტრინა, მე ახალი და შევიძინე, მან კი - ახალი ძმა. ჩვენ ვიგრძენით სულიწმინდის მშვიდი, დამადასტურებელი მოწმობა. ბუნებრივია, მე ვთხოვე, დაეტოვებინა საკონტაქტო ინფორმაცია და საუბარი მისიონერებთან გაეგრძელებინა. იგი სიხარულით დამთანხმდა.

„ამიტომაც, რა დიდია ამ ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა დედამიწის მაცხოვრებლებისათვის“ - აცხადებს მორმონის წიგნი - შეიყვარეთ, გაუზიარეთ და მოიწვიეთ32 ისრაელის ჩვენს თემებში და ოჯახებშიშეკრებისას, რათა მათ იცოდნენ, რომ არ არსებობს ხორციელი, რომელიც შეძლებს ღვთის გარემოცვაში ცხოვრებას, თუ არა წმინდა მესიის დამსახურებით, წყალობითა და [დოქტრინით]“.33 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. გადავწყვიტე, არ გამომეყენებინა ჩემი მეგობრის არც ნამდვილი და არც გამოგონილი სახელი.

  2. იხ. რომაელთა 8:15–17; ებრაელთა 12:9; მოძღვრება და აღთქმები 88:15.

  3. იხ. იერემია 1:4–5; მოძღვრება და აღთქმები 138:55–56; აბრაამი 3:22–23, 26; Guide to the Scriptures, “Premortal Life,” scriptures.ChurchofJesusChrist.org; “Lesson 2: The Plan of Salvation,” Preach My Gospel: A Guide to Missionary Service (2019), 48.

  4. იხ. “გაკვეთილი 2: ხსნის გეგმა,” იქადაგე ჩემი სახარება, 48.

  5. მამის სრულყოფილი გეგმა, ე.წ. ბედნიერების დიადი გეგმა, ხსნის გეგმა და გამოსყიდვის გეგმა, სხვა ცნობებთან ერთად, ისეა ორგანიზებული რომ ყველას, ვინც მოდის დედამიწაზე, ოჯახში იბედება და ყოველი ადამიანი არის ოჯახის ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში პირობები არ არის იდეალური ანუ არ ემთხვევა მამის სიყვარულით სავსე ჩანაფიქრს თავისი შვილებისთვის, ზოგან პირობები კი საერთოდ ტრაგიკულია. თუმცა, ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრებისას იესო ქრისტე გვეხმარება, მივიღოთ ყველა დალოცვა, რომელიც მამამ მოამზადა თავისი შვილებისთვის, მოწყალე და ამომწურავი გეგმის თანახმად. See also endnote 6.

  6. ერთ-ერთი უდიდესი დაპირება, რომელიც ღმერთმა თავის შვილებს მისცა, მის ყველა ძღვენთა შორის ყველაზე დიდია: ამაღლება ანუ მარადიული სიცოცხლე, რაც არის მარადიული ცხოვრება ღვთის გარემოცვაში და ოჯახებთან ერთად“ (Gospel Topics, “Eternal Life,” topics.ChurchofJesusChrist.org; see also Doctrine and Covenants 14:7). ოჯახი მოიცავს ცოლს, ქმარს და შვილებს, ასევე ჩვენს ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავებს, რომლებმაც მიიღეს ქრისტეს მოძღვრება და მისი მიხედვით ცხოვრობენ. ოჯახის უკვე გარდაცვლილ წევრებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქრისტეს მოძღვრების მიღება ამ ცხოვრებაში, შეუძლიათ ამის გაკეთება სულთა სამყაროში, რადგან ნათლობის, სულიწმინდის ძღვენის მიღების და სხვა წეს-ჩვეულებები, რომლებიც გვეხმარება „ბოლომდე გაძლებაში“, სიყვარულით სრულდება ცოცხალი ნათესავების მიერ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ტაძრებში. ამის გარდა, მარადიული ცხოვრების დაპირება არ ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც ამ ცხოვრებაში დაქორწინდა. პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი გვასწავლიდა: „წმინდა წერილი და უკანასკნელ დღეთა წმინდანები ადასტურებენ, რომ ყველანი ვინც ერთგულად იცავენ სახარების აღთქმებს, მიიღებენ ამაღლების საშუალებას“ (“Hope in Christ,” Liahona, May 2021, 55; emphasis added). პრეზიდენტმა ბალარდმა განაგრძო პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისა და პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსის ციტირებით: „ამაღლების კურთხევის მინიჭების ზუსტი დრო და წესი სრულად არ არის გამოცხადებული, მაგრამ ისინი მაინც გარანტირებულია“ (“Hope in Christ,” 55; emphasis added). პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „უფლის დროსა და მისი ხერხით, არცერთი კურთხევა არ მოაკლდება ეერთგულ წევრებს. უფალი განსჯის და დააჯილდოებს ყოველ ადამიანს მისი გულითადი სურვილებისა და საქმეებისამებრ“ (“Celestial Marriage,” Liahona, Nov. 2008, 94). პრეზიდენტმა ოუქსმა აგვიხსნა: „მიწიერი ცხოვრების მრავალი მნიშვნელოვანი გაუქმება მოხდება სწორედ ათასწლეულში. ეს არის დრო, როცა უნდა შესრულდეს ყველაფერი, რაც არასრულია ჩვენი მამაზეციერის ბედნიერების დიად გეგმაში მისი ყველა ღირსეული შვილისთვის“. (“The Great Plan of Happiness,” Ensign, Nov. 1993, 75). See also endnote 5.

  7. See Guide to the Scriptures, “Plan of Redemption,” scriptures.ChurchofJesusChrist.org; see also Gospel Topics, “Plan of Salvation,” topics.ChurchofJesusChrist.org; “Lesson 2: The Plan of Salvation,” Preach My Gospel, 48–50, 53.

  8. იხ. “გაკვეთილი 2: ხსნის გეგმა,” იქადაგე ჩემი სახარება, 49.

  9. იხ. “გაკვეთილი 2: ხსნის გეგმა,” იქადაგე ჩემი სახარება, 47–50.

  10. იხ. “გაკვეთილი 2: ხსნის გეგმა,” იქადაგე ჩემი სახარება, 47–50.

  11. მოსია 15:27. ჩანაწერები ღვთის მარადიული სამართალის შესახებ ჭარბად არის მოცემული წმინდა წერილში, მაგრამ განსაკუთრებით ალმა 41:2–8 და ალმა 42.

  12. იხ. ალმა 42:14-24; მოსე 1:39.

  13. იხ. “გაკვეთილი 2: ხსნის გეგმა,” იქადაგე ჩემი სახარება, 47–50.

  14. იხ. ალმა 34: 9–13; მოსია 13:28, 34–35; 15:1–9; ალმა 42:15.

  15. ლუკა 2:10.

  16. იოანე 3:16.

  17. იხ. ჰელამანი 14:15–17; მორმონი 9:12–14.

  18. See endnotes 5 and 6.

  19. იხ.მოსია 15:8-9.

  20. What Is My Purpose as a Missionary?,” Preach My Gospel, 1; see also “Lesson 3: The Gospel of Jesus Christ,” Preach My Gospel, 63.

  21. Russell M. Nelson, “Pure Truth, Pure Doctrine, and Pure Revelation,” Liahona, Nov. 2021, 6; emphasis added.

  22. Dieter F. Uchtdorf, “Jesus Christ Is the Strength of Youth,” Liahona, Nov. 2022, 11; see also For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (2022), 4.

  23. Dale G. Renlund, “Lifelong Conversion of Missionaries” (address given at the mission leadership seminar, June 25, 2021), 1, Church History Library, Salt Lake City.

  24. D. Todd Christofferson, “The Doctrine of Belonging,” Liahona, Nov. 2022, 56; see also D. Todd Christofferson, “The Joy of the Saints,” Liahona, Nov. 2019, 15–18.

  25. იხ. იაკობი 4:11; მოძღვრება და აღთქმები 20:54; Guide to the Scriptures, “Evil Speaking.”scriptures.ChurchofJesusChrist.org.

  26. იხ. Ahmad S. Corbitt, “Activism vs. Discipleship: Protecting the Valiant” (address given at the chaplains’ seminar, Oct. 2022), cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_asset/file/24159863/Brother_Corbitt_Chaplain_seminar.pdf; video: media2.ldscdn.org/assets/general-authority-features/2022-chaplain-training-seminar/2022-10-1000-activism-vs-discipleship-1080p-eng.mp4.

  27. იხ.2 იოანე 1:9 -10.

  28. იხ. რიცხვნი 21:5-9.

  29. იხ.2 ნეფი 25:20.

  30. ალმა 33:20.

  31. იხ.2 ნეფი 31:21.

  32. See “2021 Broadcast: Principles of Love, Share, and Invite,” broadcasts.ChurchofJesusChrist.org; see also Gary E. Stevenson, “Love, Share, Invite,” Liahona, May 2022, 84–87.

  33. 2 ნეფი 2:8.