გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტეს სწავლებანი
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტეს სწავლებანი

წმინდა წერილი გვაძლევს მიმართულებას ცხოვრებაში. ჩემი დღევანდელი გზავნილი არის ჩვენი მხსნელის სიტყვების ნაკრები ანუ რას ამბობდა იგი.

ჩვენ გვწამს ქრისტე. ჩვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, თაყვანს ვცემთ მას და წმინდა წერილში მოცემული მისი სწავლების მიხედვით ვცხოვრობთ.

დაცემამდე მამაზეციერი პირდაპირ ადამსა და ევას ესაუბრებოდა. შემდეგ მამამ წარადგინა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, როგორც ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი და მოგვცა ბრძანება: „მას უსმინეთ“.1 ამ მითითებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა წერილში ჩაწერილი „ღვთის“ ან „უფლის“ სიტყვები თითქმის ყოველთვის ჩვენი აღმდგარი უფლის, იეჰოვას, იესო ქრისტეს სიტყვებია.2

წმინდა წერილი გვაძლევს მიმართულებას ცხოვებაში. როგორც წინასწარმეტყველი ნეფი გვასწავლიდა: „ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“.3 წმინდა წერილის დიდი ნაწილი, სადაც აღწერილია იესოს მიწიერი მსახურება, აღწერს იმას, რას აკეთებდაიგი. ჩემი დღევანდელი გზავნილი არის ჩვენი მხსნელის სიტყვების ნაკრები ანუ რას ამბობდაიგი. ეს არის ახალ აღთქმაში ჩაწერილი სიტყვები (მათ შორის ჯოზეფ სმითის მიერ შთაგონებით მიღებული დამატებითი ნაწილები) და მორმონის წიგნი. ამ სიტყვების უმეტესობა იმ მიმდევრობით არის მოცემული, რა მიმდევრობითაც მხსნელი ამბობდა მათ.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.“4

„ნეტარ არიან სამართლიანობისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან აღივსებიან სულიწმინდით.”5.

„ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“.6

„გსმენია, რომ თქმულა: არ იმრუშო;

„მე კი გეუბნებით, რომ ყოველი, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“.7

„თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი;

„მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით;

„რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“.8

„ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.

„ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“.9

„თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს“.10

„თქვენ კი უწინარეს ამასოფლისა კი არ ეძიოთ, არამედ ღვთის სასუფევლის შენება და მისი სიმართლის განმტკიცება და ეს ყოველივე შეგემატებათ“.11

„ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი“.12

„ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

„მათი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს, ან კუროს თავიდან – ლეღვს?

„ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა; ხოლო გახრწნილი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.13

“ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“.14

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“.15

„ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.

„ადამიანისთვის საკუთარი ჯვრის აღება ნიშნავს საკუთარ თავში ყოველივე უღმრთოს, მიწიერი ვნების უარყოფა და ჩემი მცნებების დაცვა“.16

„ამიტომ, მიუტევეთ სამყაროს და გადაირჩინეთ სული; რამეთუ რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ“?17

„ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.“18

„და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიეთ და იპოვით; დარეკეთ და გაგეღებათ.

„ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; და ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც რეკს – გაეღება“.19

„მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა; მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“.20

„უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

„ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე“.21

„[რჯულში ყველაზე დიდი მცნებაა]: შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება.

„და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

„ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“22

„ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები“.23

„მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ.“ ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“.24

„ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.25

შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“26

„ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით:

“ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე.27

წმინდა მიწაზე მსახურების შემდეგ იგი მოევლინა მართალთ ამერიკის კონტინენტზე. აი მის მიერ იქ ნათქვამი რამდენიმე სიტყვა:

„აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა. მე შევქმენი ზეცა და დედამიწა და ყველაფერი, რაც არის მათზედ. მე ვიყავი მამასთან დასაბამიდანვე. მე ვარ მამაში და მამა არის ჩემში; და თავისი სახელი მამამ განადიდა ჩემში“.28

„მე ვარ ამა ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე. მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული.

„და თქვენ, ჩემთვის შესაწირად, აღარ დაღვრით სისხლს; დიახ, თქვენი მსხვერპლშესაწირი და სრულად დასაწველი შეწყდება, რადგან არ მივიღებ თქვენს მსხვერპლშესაწირსა და სრულად დასაწველს.

„და მომიტანთ მსხვერპლშესაწირად მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს. „და ვინც მოვა ჩემთან, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მას მოვნათლავ ცეცხლითა და სულიწმინდით“. ….

„აჰა, მე მოვედი ამქვეყნად, რათა მოვუტანო ქვეყანას გამოსყიდვა და გადავარჩინო ქვეყანა ცოდვისგან“.29

„და კვლავ, მე გეუბნებით: უნდა მოინანიოთ და მოინათლოთ ჩემი სახელით და პატარა ბავშვებად იქცეთ, თორემ სხვაგვარად, ვერაფრით ვერ დაიმკვიდრებთ ღვთის სასუფეველს.30

„ამიტომ, მსურს, იყოთ სრულყოფილნი როგორც მე ან სრულყოფილნი, როგორც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია.31

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით, უნდა იფხიზლოთ და ილოცოთ , რათა ეშმაკმა არ გაცდუნოთ და ტყვედ არ წაგიყვანოთ“.32

„ამიტომ, ყოველთვის უნდა ილოცოთ მამისადმი ჩემი სახელით“33

„ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ჩემი სახელით აკეთეთ; ამიტომ, ეკლესიას უწოდებთ ჩემს სახელს“.34

„აჰა, ჩემი სახარება მოგეცით, და ეს არის სახარება, რომელიც თქვენ მოგეცით, რომ მოვედი ამქვეყნად მამის ნების აღსასრულებლად, რადგან მამამ გამომაგზავნა.

„და მამამ გამომგზავნა, რათა აღმმართონ ჯვარზე; და მას შემდეგ, რაც ჯვარზე აღმმართეს, რომ ჩემთან მომეზიდა ყველა ადამიანი, რომ განიკითხონ საკუთარი საქმეებისთვის, იყო რა ისინი კეთილი თუ ბოროტი“.35

„ახლა, ეს არის მცნება: მოინანიეთ, თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, მოდით და ჩემი სახელით მოინათლეთ, რათა სულიწმინდის მიღებით განიწმინდოთ, რომ უკანასკნელ დღეს ჩემ წინაშე უმწიკვლოდ წარსდგეთ.36

ჩვენ გვწამს ქრისტე. და დავასრულებ იმით, რაც მან თქვა, რომ უნდა ვიცოდეთ მისი სწავლების შესახებ:

„ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“.37

მე ვადასტურებ ამ სწავლების ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.