გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტე შვებაა
2023 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტე შვებაა

ჩვენ შეგვიძლია, მაცხოვართან ერთად დავეხმაროთ გასაჭირში მყოფთ, უზრუნველვყოთ მათთვის სულიერი და მიწიერი შვება და ამ პროცესში საკუთარი შვება ვიპოვოთ.

იესო ქრისტეს რწმენით და იმის იმედით, რაც მათ სმენიათ მისი სასწაულების შესახებ, დამბლის მქონე კაცის მომვლელებმა იგი იესოსთან მიიყვანეს. ისინი არასტანდარტულად მიუდგნენ ამ საკითხს - სახლს სახურავი ახადეს და მამაკაცი თავისივე საწოლით იმ ადგილას ჩამოუშვეს, სადაც იესო ასწავლიდა. იესომ „რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა [დამბლის მქონე ადამიანს] … მოგეტევა შენი ცოდვები.“1 და შემდეგ: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში“!2 და მყისვე წამოდგა დამბლის მქონე ადამიანი, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა სახლში და „ადიდებდა ღმერთს“.3

კიდევ რა ვიცით მეგობრებზე, რომლებიც ამ დამბლის მქონე კაცს უვლიდნენ? ვიცით, რომ მხსნელმა მათი რწმენა აღნიშნა. და ხედავდნენ რა მხსნელს, ესმოდათ მისი სიტყვები და იყვნენ მისი სასწაულების მოწმენი, ისინი „განცვიფრებამ შეიპყრო“ და „ადიდებდნენ ღმერთს“.4

იესო ქრისტემ ნანატრი განკურნება უბოძა — ფიზიკური შვება ტკივილისა და ქრონიკული დაავადების დამანგრეველი შედეგებისგან. აღსანიშნავია, რომ მხსნელმა, ადამიანის ცოდვისგან განწმენდის დროსაც კი, მას სულიერი შვება მისცა.

მეგობრებმა კი - გასაჭირში მყოფის მოვლის მცდელობით, შვების წყაროც კი იპოვეს; მათ იესო ქრისტე მოძებნეს.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის შვება. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, გავთავისუფლდეთ ცოდვის ტვირთისა და შედეგებისგან და დავეხმაროთ ჩვენს უძლურებას.

და რადგან ღმერთი გვიყვარს და დავდეთ აღთქმა, რომ ვემსახურებით მას, ჩვენ შეგვიძლია მაცხოვართან ერთად დავეხმაროთ გასაჭირში მყოფთ, უზრუნველვყოთ მათთვის სულიერი და მიწიერი შვება და ამ პროცესში ვიპოვოთ საკუთარი შვება იესო ქრისტეში.5

ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, მოგვიწვია: დაძლიეთ ამაქვეყანა და დაისვენეთ.6 მან განმარტა „ჭეშმარიტი დასვენება“ როგორც „შვება და სიმშვიდე“. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „რადგან მაცხოვარმა თავისი უსაზღვრო გამოსყიდვით გამოისყიდა თითოეული ჩვენგანი სისუსტისგან, შეცდომებისგან და ცოდვებისგან და განიცადა ყოველი ტკივილი, მწუხარება და ტვირთი, რომელიც ოდესმე გქონიათ, მაშინ როცა ჭეშმარიტად მოინანიებთ და ეძიებთ მის დახმარებას თქვენ შეძლებთ, ამჟამინდელ არასაიმედო სამყაროზე მაღლა დადგეთ“.7 ეს არის შვება, რომელსაც იესო ქრისტე გვთავაზობს!

ყოველი ჩვენგანი მეტაფორულ ზურგჩანთას ატარებს. ეს შეიძლება იყოს თავზე დადებული კალათა, ჩანთა ან მხარზე გადაკიდული ბოხჩა. მოდით, ყოველივე ამას პირობითად ზურგჩანთა დავარქვათ.

ამ მეტაფორულ ზურგჩანთაში ვატარებთ ცხოვრებისა და დაცემული სამყაროს ტვირთს. ჩვენი ტვირთი ზურგჩანთაში ჩადებულ ქვებს ჰგავს. ძირითადად, სამი ტიპის ქვებს:

  • ჩვენი ცოდვების გამო ჩადებული ქვები.

  • სხვა ადამიანების ცუდი გადაწყვეტილებების, არასწორი ქცევისა და უხეშობის ქვები.

  • და ქვები, რომლებსაც ვატარებთ დაცემული მდგომარეობის გამო. იგულისხმება ავადმყოფობის, ტკივილის, ქრონიკული დაავადებების, გლოვის, განაწყენების, მარტოობისა და სტიქიური უბედურებების ქვები.

მე სიხარულით ვაცხადებ, რომ ჩვენი მიწიერი ტვირთი, გადატანითი მნიშვნელობით ქვები ჩვენს ზურგჩანთაში, არ უნდა გვამძიმებდეს.

იესო ქრისტეს შეუძლია, შეგვიმსუბუქოს ტვირთი.

იესო ქრისტეს შეუძლია, ასწიოს ჩვენი ტვირთი.

იესო ქრისტე უზრუნველყოფს ჩვენი ცოდვების სიმძიმისგამ განთავისუფლების გზას.

იესო ქრისტე ჩვენი შვებაა.

მან თქვა:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“.8

უღელი ადვილია და ტვირთი მსუბუქი გულისხმოს, რომ ჩვენ მხსნელთან ერთად ჩავებმევით უღელში, რომ ერთად ვატარებთ ტვირთს და ნებას დავრთავთ მას, ასწიოს ჩვენი ტვირთი. ეს ნიშნავს ღმერთთან აღთქმის დადებასა და დაცვას, რაც პრეზიდენტ ნელსონის თქმით, ყველაფერს აადვილებს ცხოვრებაში. მან თქვა: „მხსნელთან ერთად უღელში შებმა ნიშნავს, ხელი მიგიწვდებოდეს მის ძალასა და გამოსყიდვაზე“.9

მაშ რატომ ვართ ასე ძუნწნი ქვებთან მიმართებაში? რატომ ამბობს უარს გადაღლილი ბეისბოლის პიჩერი მოედნის დატოვებაზე, როდესაც შემცვლელი მზად არის, დაასრულოს თამაში? რატომ ჯიუტად ვცდილობთ სადარაჯოზე მარტოდ დგომას, როცა შემცვლელი მზადაა, ჩემთან ერთად იდგეს?

პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „იესო ქრისტე … დგას გაშლილი ხელებით და აქვს ჩვენი განკურნების, მიტევების, განწმენდისა და გაძლიერების იმედი“.10

ასე რომ, რატომ ვითხოვთ დაჟინებით ქვების მარტოდ ტარებას?

ეს შეკითხვა ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს.

ჩემთვის ეს სიამაყის უძველესი მანკია. „ეს შემიძლია“ - ვამბობ მე. „არ იდარდო, მე გავაკეთებ“. დიდ მატყუარას სურს, დავემალო ღმერთს, მოვშორდე მას, მარტო ვმოქმედებდე.

დებო და ძმებო, მე მარტო ვერ ვიმოქმედებ და ეს არც არის საჭირო და არც ვიზამ ამას. ვირჩევ რა კავშირს ჩემს მხსნელთან, იესო ქრისტესთან, ღმერთთან დადებული აღთქმების მეშვეობით, „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“.11

ვინც აღთქმებს იცავს, ის დალოცვილია მხსნელის დახმარებით.

გაიხსენეთ მაგალითი მორმონის წიგნიდან: ალმას ხალხს ავიწროებდნენ „სამუშაოებ[ითა] და … ზედამხედველებ[ით]“.12 ჰქონდათ რა აკრძალული ხმამაღალი ლოცვა, ისინი „გულს უღვრიდნენ [ღმერთს]; და მან იცოდა მათი გულის ფიქრები“.13

და „უფლის ხმა მოევლინა მათ თავიანთ გაჭირვებისას, სიტყვებით: აწიეთ თავი და დამშვიდდით, რადგან მე ვიცი იმ აღთქმის შესახებ, რომელიც თქვენ ჩემთან დადეთ; და მე დავდებ ჩემს ხალხთან აღთქმას და მონობიდან გამოვიხსნი მათ.

„და მე ასევე შეგიმსუბუქებთ ტვირთს, რომელიც მხრებზე გაწევთ, რომ თქვენ ვერც იგრძნობთ მას მხრებზე“.14

და მათი ტვირთი „შემსუბუქდა“ და „უფალმა ისინი ძლიერები გახადა, რომ მათ ადვილად ეტარებინათ თავიანთი ტვირთი და ისინი სიხარულითა და მოთმინებით დაემორჩილნენ უფლის სრულ ნებას“.15

ვინც აღთქმას იცავდა, მიიღო ნუგეშის, გაძლიერებული მოთმინებისა და მხნეობის შვება, მათ უღელი შეუმსუბუქდათ, რათა არ ეგრძნოთ მისი ტვირთი და საბოლოო ჯამში - ხსნა ებოძათ.16

ახლა მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენს მეტაფორულ ზურგჩანთას.

მონანიება არის ის, რაც იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით გვათავისუფლებს ცოდვის ქვების სიმძიმისგან. და ამ დახვეწილი ძღვენით, ღვთის წყალობა გვათავისუფლებს სამართლიანობის მძიმე მოთხოვნებისგან, რომელთა სხვაგვარად მოგვარება შეუძლებელია.17

იესო ქრისტეს გამოსყიდვა ასევე შესაძლებელს ხდის, მივიღოთ მიტევების ძალა, რომელიც ნებას გვრთავს, ჩამოვაგდოთ ტვირთი, რომელსაც ვატარებთ სხვების მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო.18

მაშ, როგორ გვათავისუფლებს მაცხოვარი დაცემულ სამყაროში ცხოვრების ტვირთისგან, სადაც მოკვდავი სხეულები მწუხარებასა და ტკივილს ექვემდებარება?

ხშირად იგი შვებას ჩვენი მეშვეობით განახორციელებს! ჩვენ, როგორც მისი ეკლესიის აღთქმის შვილები, ვპირდებით, რომ „ვიგლოვებთ მგლოვიარებთან ერთად; დიახ, ვანუგეშებთ მათ, ვისაც ნუგეში სჭირდება“.19. და რადგან „ღვთის ფარაში შევდივართ“ და „მის ხალხს“ გვიწოდებენ ჩვენ „მზად ვართ, ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი, რათა იგი შემსუბუქდეს“.20

ჩვენი აღთქმის კურთხევა არის იესო ქრისტესთან თანამშრომლობა, ღვთის ყველა შვილისთვის როგორც მატერიალური, ასევე სულიერი შვების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვართ არხი, რომლის მეშვეობითაც იგი გვაძლევს შვებას.21

ასე რომ, დავრდომილის მეგობრების მსგავსად ჩვენც ვასრულებთ თხოვნას: „დაეხმარე დაუძლურებულს, ძირს დაშვებული ხელები ზეაღმართე და განუმტკიცე სუსტი მუხლი“.22 „[ვ]ატარ[ებთ] ერთმანეთის ტვირთ[ს] და ამით აღ[ვ]ასრულებთ ქრისტეს რჯულს“.23 და ამასობაში ჩვენ შევიცნობთ მას, ვემსგავსებით მას და ვპოვებთ მის შვებას.24

რა არის კეთილშობილება?

ეს არის რაიმე მტკივნეულის, შემაშფოთებელის ან დამამძიმებელის მოცილება ან შემსუბუქება, ან ყოველივე ამის ატანის ძალა. ეს ეხება ადამიანს, რომელიც სხვის ადგილს იკავებს. ეს არის შეცდომის სამართლებლივი გამოსწორება.25 ინგლისურ-ფრანგული სიტყვა მოდის ძველი ფრანგულიდან, სიტყვა relever(ახალ სიმაღლეზე აყვანა) ან „ამაღლება“ და ლათინურიდან relevareანუ „კიდევ ერთხელ ამაღლება“.26

დებო და ძმებო, იესო ქრისტე არის შვება. მე ვმოწმობ, რომ იგი აღსდგა მესამე დღეს და აღასრულა სიყვარულით სავსე და უსასრულო გამოსყიდვა. იგი დგას გაშლილი ხელებით და გვთავაზობს აღდგომის, გადარჩენის, ამაღლებისა და მისი დამსგავსების საშუალებას. შვება, რომელსაც იგი გვთავაზობს, მარადიულია.

ისევე როგორც ქალები, რომლებსაც აღდგომის პირველ დილას ანგელოზი ეწვია, მე მინდა „სწრაფად წავიდე“ და „დიდი სიხარულით“ განვავრცო სიტყვა, რომ იგი აღდგა.27 უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ლუკა 5:20.

  2. მარკოზი 2:11.

  3. ლუკა 5:25.

  4. ლუკა 5:26.

  5. See D. Todd Christofferson, “The First Commandment First” (Brigham Young University devotional, Mar. 22, 2022), 2, speeches.byu.edu: “Our love of God elevates our ability to love others more fully and perfectly because we in essence partner with God in the care of His children” (emphasis added).

  6. See Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” Liahona, Nov. 2022, 95–98.

  7. Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” 96.

  8. მათე 11:28.

  9. Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” 97.

  10. Russell M. Nelson, “We Can Do Better and Be Better,” Liahona, May 2019, 67.

  11. ფილიპელთა 4:13.

  12. იხ.მოსია 24:9.

  13. მოსია 24:12.

  14. მათე 24:13-14.

  15. მოსია 24:15.

  16. იხ. მოსია 24:13-14.

  17. იხ. ალმა 34:14-16; იხ. ასევე მოსია 15:8-9.

  18. See Russell M. Nelson, “Four Gifts That Jesus Christ Offers to You” (First Presidency Christmas devotional, Dec. 2, 2018), broadcasts.ChurchofJesusChrist.org: “A second gift the Savior offers you is the ability to forgive. მისი უსასრულო გამოსყიდვით თქვენ შეგიძლიათ მიუტევთ მათ, ვინც გული გატკინათ და ვინც შესაძლოა ვერასოდეს მიხვდება, რომ სასტიკად მოგექცათ.

    „როგორც წესი, ადვილია მიუტევო მათ, ვინც გულწრფელად და მორჩილად ეძიებს თქვენს მიტევებას. მაგრამ მხსნელი გიბოძებთ მიტევების საშუალებას და თქვენ შეძლებთ მიუტევოთ მას, ვინც ცუდად მოგექცათ. და ამის შემდეგ მათი მტკივნეული საქციელი აღარ დაგიმძიმებთ სულს“.

  19. იხ.მოსია 18:9.

  20. იხ.მოსია 18:8.

  21. მოწყალების საზოგადოება, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ქალთა ორგანიზაცია, შეიქნა 1842 წ. 17 მარტს ჯოზეფ სმითის მიერ როგორც „ღვთიური წესით შექმნილი სამღვდელოების დამატებითი ორგანიზაცია“ (დალინ ჰ. ოუქსი, “The Keys and Authority of the Priesthood,” Liahona, May 2014, 51). ახალი ორგანიზაციისთვის სახელის შერჩევისას მოისაზრებდნენ სიტყვას კეთილგანწყობილი თუმცა ქალებს მოწყალება უფრო მოეწონათ. ემა სმითi, ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი და ელიზა რ.სნოუ, მისი მდივანი, მოწყალების საზოგადოების მეორე პრეზიდენტი, გვიხსნის, რომ კეთლგანწყობა პოპულარული სიტყვა იყო - იმ დროს არსებულ დაწესებულებებში, მაგრამ პოპულარობა არ უნდა „იყოს ჩვენი გზამკვლევი“. ემამ განმარტა, რომ სიტყვა მოწყალება უკეთესად აღწერდა მათ მისიას. „ჩვენ ვაპირებთ რაიმე არაჩვეულებრივის გაკეთებას … ჩვენ ველით არაჩვეულებრივ შემთხვევებს და საპასუხისმგებლო მოწოდებებს“ (Emma Smith, in Nauvoo Relief Society Minute Book, Mar. 17, 1842, 12 josephsmithpapers.org). ჭეშმარიტად, მოწყალების საზოგადოების მანდატი ყოველთვის უზრუნველყოფდა მიწიერ და სულიერ შვებას. ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა: „მოწყალების საზოგადოება არა მხოლოდ უმწეოების დასახმარებლად არის, არამედ სულების გადარჩენისთვის“ (Nauvoo Relief Society Minute Book, June 9, 1842, 63 josephsmithpapers.org). და ასე, მოწყალების საზოგადოება აგრძელებს შვების მოტანას: ‘სიღარიბის, ავადმყოფობის, ვალის, უმეცრების შემსუბუქებას - ყოველივესი, რაც ხელს უშლის ქალთა სიხარულსა და ბედნიერებას“ (John A. Widtsoe, Evidences and Reconciliations, arr. G. Homer Durham, 3 vols. in 1 [1960], 308).

  22. მოძღვრება და აღთქმები 81:5; ებრაელთა 12:12.

  23. გალატელთა 6:2.

  24. მოწყალების საზოგადოების ერთ-ერთი ადრეული შეხვედრისას ლუსი მაკ სმითმა, წინასწარმეტყველის დედამ, გვითხრა, თუ რა შეუძლია კარგ მოწყალების საზოგადოებას: „ჩვენ უნდა სათუთად მოვუაროთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავეხმაროთ ერთმანეთს ნუგეშით და რჩევით, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ზეცაში ყოფნა.” ისტორიკოსმა ჯენიფერ რიდერმა დაწერა ამის შესახებ: „შვების მიცემის ერთობლივი მიზნის გამო, ქალები თანამშრომლობდნენ ქრისტესთან და ამით ჰპოვნეს მისი შვება“. (First: The Life and Faith of Emma Smith [2021], 130).

  25. See Merriam-Webster.com Dictionary, “relief.”

  26. See Dictionary.com, “relief.”

  27. იხ. მათე 28:1-8.